პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძის თქმით, "ოცნებას" ჯამში 92 მანდატის მიღების იმედი აქვს - "დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა, ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას..."
ირაკლი კობახიძის თქმით, "ოცნებას" ჯამში 92 მანდატის მიღების იმედი აქვს - "დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა, ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას..."

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 3007 უბ­ნის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, მმარ­თვე­ლი პარ­ტია პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით 62 მან­დატს მი­ი­ღებს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტებს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა 14 ოლ­ქში აქვთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უკვე პირ­ველ ტურ­ში მმარ­თველ ძა­ლას პარ­ლა­მენ­ტში 76 მან­და­ტი უკვე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და­ახ­ლო­ე­ბით, 92 მან­და­ტის მი­ღე­ბის იმე­დი აქვს.

„ფორ­მუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, იმ მო­ნა­ცე­მე­ბით, რაც არის დღეს და­დე­ბუ­ლი ცეს­კოს სა­იტ­ზე, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს მი­ღე­ბუ­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით უკვე 62 მან­და­ტი. გარ­და ამი­სა, დათ­ვლი­ლია უკვე მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი და ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა უკვე ით­ქვას, რომ მი­ნი­მუმ 14 კან­დი­დატს აქვს მყა­რად მო­გე­ბუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში, გრძელ­დე­ბა დათ­ვლა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც უკვე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია მე­ო­რე ტური, თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პირ­ველ ტურ­ში არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კით შეგ­ვიძ­ლია და­ვად­გი­ნოთ, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ზუს­ტად 76 მან­და­ტი უკვე აქვს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იმ მო­ნა­ცე­მე­ბით, რაც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 76 მან­და­ტი ნიშ­ნავს იმას, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უკვე პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში მო­ი­პო­ვა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და შე­სა­ბა­მი­სად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ერ­თპარ­ტი­უ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს მთავ­რო­ბას, რო­გორც კი შედ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა. დარ­ჩე­ნი­ლია 16 გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტი და თქვენ ყვე­ლა ხე­დავთ, რომ ეს 16-ვე მან­და­ტი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ მი­ე­კუთ­ვნე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ 16-ვე ოლ­ქში და­მა­ჯე­რე­ბელ გა­მარ­ჯვე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი არის ის, რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პარ­ლა­მენ­ტში გა­იზ­რდე­ბა 92 მან­და­ტამ­დე. ეს არის, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რომ­ლე­ბიც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი თქვენ წი­ნა­შე,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­ა­ფა­სა. რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ბა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა გა­მო­ავ­ლი­ნეს.

„ბუ­ნებ­რი­ვია, და­მარ­ცხე­ბა­საც სჭირ­დე­ბა ღირ­სე­უ­ლი დახ­ვედ­რა. ამ შემ­თხვე­ვა­ში გუ­შინ მათ ის გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ ღირ­სე­უ­ლად ვერ დახ­ვდნენ და­მარ­ცხე­ბას. ნა­ხეთ, რო­გორ არას­წო­რად იქ­ცე­ო­და ორი პარ­ტი­ის კო­მი­სი­ის წევ­რი ცეს­კო­ში, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის წი­ნა­შე. რა თქმა უნდა, ეს არ აჩ­ვე­ნებს მა­ღალ პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რას ისე­ვე რაც, ჩვენ ვი­ხი­ლეთ ცეს­კოს შე­ნო­ბის წინ“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მან ასე­ვე ხარ­ვე­ზებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ოქ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მცი­რე ხარ­ვე­ზე­ბი და­ფიქ­სირ­და, რაც ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა და შემ­დეგ ყო­ველ­თვის სწორ­დე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე ხარ­ვე­ზებს, რაც ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა ხოლ­მე, ამას ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­გი­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ოქ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო ხარ­ვე­ზე­ბი, მა­გა­ლი­თად, აქ­ტი­ვო­ბა იყო არას­წო­რად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად სცდე­ბო­და აქ­ტი­ვო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს. ეს მარ­ტი­ვი ხარ­ვე­ზია, რო­მე­ლიც ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე ზო­გი­ერთ უბანს ეპა­რე­ბა ხოლ­მე სამ­წუ­ხა­როდ. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ რო­დე­საც ასე­თი ოქმი დგე­ბა ყვე­ლა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აწერს ხელს, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ყვე­ლას ერ­თად ეპა­რე­ბათ. ესაა ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ყო­ველ­თვის სწორ­დე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე მოჰ­ყვე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი თვე­ნა­ხევ­რის წინ რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მმარ­თვე­ლი გუნ­დი 60%-იან შე­დეგს აი­ღებ­და, ახლა კი, არ­ჩევ­ნე­ბის დი­ნა­მი­კა­ზე გავ­ლე­ნა პან­დე­მი­ის ფონ­მა მო­ახ­დი­ნა.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - პან­დე­მი­ის ფონი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

„ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის ფონ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ჩევ­ნე­ბის დი­ნა­მი­კა­ზე გავ­ლე­ნას ესეც ახ­დენ­და ანუ ეს ფაქ­ტო­რე­ბიც იყო. რე­ა­ლუ­რად, არ­ჩევ­ნე­ბი რომ სა­დღაც თვე­ნა­ხევ­რის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, 60%-იანი შე­დე­გი აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლუ­რი იყო“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ ამ დრო­ის­თვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს“ ხმე­ბის 48.36%, „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას” 26.35% აქვს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

უყურეთ ეხლა კიდე ოთხი წელი

მარაზმი-უნდა-დამთავრდეს !
0

ალტერნატივა-არ-რჩება !

საქართველოს-კლავს-ქოცობა !

ქუდი-კაცზე ! ან-მონობა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ირაკლი კობახიძის თქმით, "ოცნებას" ჯამში 92 მანდატის მიღების იმედი აქვს - "დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა, ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას..."

ირაკლი კობახიძის თქმით, "ოცნებას" ჯამში 92 მანდატის მიღების იმედი აქვს - "დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა, ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას..."

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3007 უბნის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად, მმართველი პარტია პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დამაჯერებელი უპირატესობა 14 ოლქში აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე პირველ ტურში მმართველ ძალას პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს. საბოლოო ჯამში კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით, 92 მანდატის მიღების იმედი აქვს.

„ფორმულის შესაბამისად, პროპორციული სისტემის მიხედვით, იმ მონაცემებით, რაც არის დღეს დადებული ცესკოს საიტზე, „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული პროპორციული წესით უკვე 62 მანდატი. გარდა ამისა, დათვლილია უკვე მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატების მონაცემები და ამ მონაცემების მიხედვით, შეიძლება უკვე ითქვას, რომ მინიმუმ 14 კანდიდატს აქვს მყარად მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. დანარჩენ შემთხვევებში, გრძელდება დათვლა, არის შემთხვევები, სადაც უკვე გარანტირებულია მეორე ტური, თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც შესაძლებელია პირველ ტურში არჩევნების დასრულება. აქედან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ზუსტად 76 მანდატი უკვე აქვს გარანტირებული იმ მონაცემებით, რაც არის წარმოდგენილი. 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველსავე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და თქვენ ყველა ხედავთ, რომ ეს 16-ვე მანდატი შედეგების მიხედვით, სწორედ მიეკუთვნება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ დარწმუნებულები ვართ 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის, პრაქტიკულად, გარანტირებული მონაცემებით, რომლებიც არის წარმოდგენილი თქვენ წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა. როგორც კობახიძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს.

„ბუნებრივია, დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა. ამ შემთხვევაში გუშინ მათ ის გამოავლინეს, რომ ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას. ნახეთ, როგორ არასწორად იქცეოდა ორი პარტიის კომისიის წევრი ცესკოში, კომისიის თავმჯდომარის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას ისევე რაც, ჩვენ ვიხილეთ ცესკოს შენობის წინ“, - აღნიშნა კობახიძემ.

მან ასევე ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქმებთან დაკავშირებით მცირე ხარვეზები დაფიქსირდა, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და შემდეგ ყოველთვის სწორდება.

„რაც შეეხება მცირე ხარვეზებს, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება ხოლმე, ამას ბუნებრივია, რეაგირება სჭირდება. ოქმებთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, მაგალითად, აქტივობა იყო არასწორად დაფიქსირებული და შესაბამისად, ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად სცდებოდა აქტივობის მაჩვენებელს. ეს მარტივი ხარვეზია, რომელიც ყველა არჩევნებზე ზოგიერთ უბანს ეპარება ხოლმე სამწუხაროდ. ყურადღება მიაქციეთ, რომ როდესაც ასეთი ოქმი დგება ყველა პარტიის წარმომადგენელი აწერს ხელს, შესაბამისად, მათ ყველას ერთად ეპარებათ. ესაა ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც შემდეგ ყოველთვის სწორდება, თუმცა მანამდე მოჰყვება სპეკულაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არჩევნები თვენახევრის წინ რომ ჩატარებულიყო, მმართველი გუნდი 60%-იან შედეგს აიღებდა, ახლა კი, არჩევნების დინამიკაზე გავლენა პანდემიის ფონმა მოახდინა.

კობახიძის თქმით, ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში სოციალური მდგომარეობა - პანდემიის ფონი გასათვალისწინებელია.

„ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებობს სოციალური მდგომარეობა, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, ბუნებრივია, არჩევნების დინამიკაზე გავლენას ესეც ახდენდა ანუ ეს ფაქტორებიც იყო. რეალურად, არჩევნები რომ სადღაც თვენახევრის წინ ჩატარებულიყო, 60%-იანი შედეგი აბსოლუტურად რეალური იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.36%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას” 26.35% აქვს.

"წარვადგინე ადამიანების სია..." - რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი კობახიძემ სუს-ს "რევოლუციურ სცენარზე"?

"ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს, ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია" - ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"