მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას, იმედი მაქვს ბატონო ირაკლი, რომ მიპასუხებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, შტაბიდან შეგნებულად არ გასულა, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პროვოკაციაში არ დაედანაშაულებინათ.
„ძალიან განვიცადე, შეგნებულად არ გავსულვარ შტაბიდან, რომ რომელიმე ზნედაცემულ „ქართული ოცნების” პოლიტიკოსს პროვოკაციაში არ დავედანაშაულებინე. გული მეწვებოდა როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი მეგობრები და შტაბის წევრები იყვნენ უსამართლობის მსხვერპლი, იბრძოდნენ ველზე როგორც ჯარისკაცები. სიმართლემ გაიმარჯვა, და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ",ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ სამი კანდიდატიდან - კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავა.