მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იარაღის ტარების უფლება მაქვს" - დიმიტრი შაშკინის პირველი კომენტარი ფოტოზე, რომელზეც ჩანს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება
"იარაღის ტარების უფლება მაქვს" - დიმიტრი შაშკინის პირველი კომენტარი ფოტოზე, რომელზეც ჩანს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გა­და­ად­გილ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფოტო, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­ი­ღეს ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის, სო­ფე­ლი ტა­ლა­ვერ­ში, ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან, თუმ­ცა შაშ­კი­ნი ამას უარ­ყოფს.

ambebi.ge მას კო­მენ­ტა­რის­თვის და­უ­კავ­შირ­და.

დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი:

- მე მაქვს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვა- ტა­რე­ბის. ყო­ველ­თვის ვა­ტა­რებ ია­რაღს, ეს არის ჩემი კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ თით­ქოს მე მი­ვე­დი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ეს არის ფე­ი­კი, მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ მი­ვი­დე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში, რად­გან ვარ კან­დი­და­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მაქვს უფ­ლე­ბა ვიყო სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. საშ­ვიც არ მაქვს. ის ფოტო, რაც გავ­რცელ­და, არის გა­და­ღე­ბუ­ლი ჩემს ოფის­თან, მა­შინ, რო­დე­საც მე ვჯდე­ბო­დი მან­ქა­ნა­ში. მე რო­გორ დავ­ჯდე­ბი მან­ქა­ნა­ში, ეს ჩემი პი­რა­დი საქ­მეა.

- თქვენ ყო­ველ­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბით და ეს უცხო არ არის?

- ყო­ველ­თვის გა­და­ვად­გილ­დე­ბი ია­რა­ღით, რო­გორც გი­თხრა­ით, რო­მელ­ზეც ნე­ბარ­თვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მაქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. კი­დევ ვამ­ბობ, არ მაქვს იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა, რომ მი­ვი­დე უბან­ზე.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
4

ბანდიტები არიან!

გურული NEWS !
4

რად გინდა იარაღი შე კრიმინალო????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იარაღის ტარების უფლება მაქვს" - დიმიტრი შაშკინის პირველი კომენტარი ფოტოზე, რომელზეც ჩანს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება

"იარაღის ტარების უფლება მაქვს" - დიმიტრი შაშკინის პირველი კომენტარი ფოტოზე, რომელზეც ჩანს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო, სავარაუდოდ, გადაიღეს ბოლნისის რაიონის, სოფელი ტალავერში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, თუმცა შაშკინი ამას უარყოფს.

ambebi.ge მას კომენტარისთვის დაუკავშირდა.

დიმიტრი შაშკინი:

- მე მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად მინიჭებული უფლება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა- ტარების. ყოველთვის ვატარებ იარაღს, ეს არის ჩემი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მე მივედი საარჩევნო უბანზე შეიარაღებული, ეს არის ფეიკი, მე არ მაქვს უფლება, რომ მივიდე საარჩევნო უბანში, რადგან ვარ კანდიდატი. აქედან გამომდინარე, არ მაქვს უფლება ვიყო საარჩევნო უბანზე. საშვიც არ მაქვს. ის ფოტო, რაც გავრცელდა, არის გადაღებული ჩემს ოფისთან, მაშინ, როდესაც მე ვჯდებოდი მანქანაში. მე როგორ დავჯდები მანქანაში, ეს ჩემი პირადი საქმეა.

- თქვენ ყოველთვის შეიარაღებული გადაადგილდებით და ეს უცხო არ არის?

- ყოველთვის გადავადგილდები იარაღით, როგორც გითხრაით, რომელზეც ნებართვა ოფიციალურად მაქვს მინიჭებული. კიდევ ვამბობ, არ მაქვს იურიდიული უფლება, რომ მივიდე უბანზე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კოვიდზე ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა... როგორც კი ივანიშვილი გაიწევა გვერდზე, სწრაფად დავასტაბილურებთ სიტუაციას" - სააკაშვილი

"წარვადგინე ადამიანების სია..." - რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი კობახიძემ სუს-ს "რევოლუციურ სცენარზე"?