სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები თურქეთიდან, სადაც მიწისძვრამ ათობით სახლი დაანგრია - დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა
ფოტოები თურქეთიდან, სადაც მიწისძვრამ ათობით სახლი დაანგრია - დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

თურ­ქე­თი და სა­ბერ­ძნე­თი გუ­შინ მომ­ხდარ­მა ძლი­ერ­მა მი­წისძვრამ და­ა­ზა­რა­ლა. ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­წისძვრის შე­დე­გად 26 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი.

თურ­ქუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ანა­დო­ლუს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში და­ღუ­პუ­ლია 24 და და­შა­ვე­ბუ­ლია 800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ფაჰ­რე­თინ კოჩა აცხა­დებს, რომ და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან 25-ს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

იზ­მირ­ში მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა­ში სა­მაშ­ვე­ლო-სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია დას­რულ­და, 10-მდე შე­ნო­ბა­ში კი მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 4 000-მდე მაშ­ვე­ლი და 475 სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა ჩარ­თუ­ლი. გარ­და ამი­სა, ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ნა­პი­რო დაც­ვის სარ­დლო­ბის 116 თა­ნამ­შრო­მე­ლი, 11 ნავი, სამი ვერ­ტმფრე­ნი და მყვინ­თა­ვე­ბი.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრის შე­დე­გად მო­მა­ტე­ბულ­მა ზღვის დო­ნემ ქა­ლაქ იზ­მირ­ში წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია და მაშ­ვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე და­კარ­გულ მე­თევ­ზეს ეძე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბერ­ძნეთს, BBC-ი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ მი­წისძვრის შე­დე­გად კუნ­ძულ სა­მოს­ზე კე­დე­ლი ჩა­მო­ინ­გრა, რა დრო­საც 2 მო­ზარ­დი გარ­და­იც­ვა­ლა. ამას­თან, წარ­მოქ­მნილ­მა მცი­რე ზო­მის ცუ­ნამ­მა კუნ­ძულ სა­მო­სის პორ­ტში წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­ზი­ან­და რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ თურ­ქეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. თურ­ქე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რე 6.6 მაგ­ნი­ტუ­და იყო, აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ცნო­ბით კი, ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რემ ეპი­ცენ­ტრში 7.0 მაგ­ნი­ტუ­დას მი­აღ­წია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბერ­ძნეთს, კუნ­ძულ სა­მოს­ზე 6.9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და.

ფო­ტო­ე­ბი: სა­ა­გენ­ტო "ანა­დო­ლუ"

nini
0

დედამიწა ამდენ ნეგატივს ვერ უმკლავდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ფოტოები თურქეთიდან, სადაც მიწისძვრამ ათობით სახლი დაანგრია - დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

ფოტოები თურქეთიდან, სადაც მიწისძვრამ ათობით სახლი დაანგრია - დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

თურქეთი და საბერძნეთი გუშინ მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ დააზარალა. ორივე ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 26 ადამიანია გარდაცვლილი.

თურქული სააგენტო "ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულია 24 და დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა აცხადებს, რომ დაშავებული მოქალაქეებისგან 25-ს რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

იზმირში მდებარე რამდენიმე შენობაში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დასრულდა, 10-მდე შენობაში კი მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

სამაშველო სამუშაოებში 4 000-მდე მაშველი და 475 სატრანსპორტო საშუალებაა ჩართული. გარდა ამისა, ოპერაციაში მონაწილეობს სანაპირო დაცვის სარდლობის 116 თანამშრომელი, 11 ნავი, სამი ვერტმფრენი და მყვინთავები.

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მომატებულმა ზღვის დონემ ქალაქ იზმირში წყალდიდობა გამოიწვია და მაშველები რამდენიმე დაკარგულ მეთევზეს ეძებენ.

რაც შეეხება საბერძნეთს, BBC-ი ადგილობრივი ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის შედეგად კუნძულ სამოსზე კედელი ჩამოინგრა, რა დროსაც 2 მოზარდი გარდაიცვალა. ამასთან, წარმოქმნილმა მცირე ზომის ცუნამმა კუნძულ სამოსის პორტში წყალდიდობა გამოიწვია, დაზიანდა რამდენიმე შენობა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო, აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ცენტრის ცნობით კი, ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 7.0 მაგნიტუდას მიაღწია. რაც შეეხება საბერძნეთს, კუნძულ სამოსზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ფოტოები: სააგენტო "ანადოლუ"

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს

"ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სააკაშვილი კი ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს" - "არჩევნები ქართულად" უცხოური მედიის თვალით

გაერთიანებულ სამეფოში კარანტინი მეორედ გამოცხადდა - რა შემთხვევაში შეძლებენ მოქალაქეები გარეთ გასვლას?