სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით... მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი" - რა მიმართვას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილი
"ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით... მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი" - რა მიმართვას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილი

"მოგ­მარ­თავთ თქვენ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს, ოც­ნე­ბის ვე­ტე­რა­ნებს და ახ­ლად შე­მო­ერ­თე­ბულ ჯა­რის­კა­ცებს - ხვალ არ­ცერ­თი ჩვენ­თა­გა­ნი არ უნდა დარ­ჩეს სახ­ლში და ყო­ველ­მი­ზეზ­გა­რე­შე უნდა მი­ვი­დეს სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს. მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა ეს ჩვე­ნი ვა­ლია ქვეყ­ნის, მისი მო­მავ­ლის და ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­შე.

"დღეს , ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მი­წუ­რულს, კვლავ მახ­სენ­დე­ბა 2012 წლის ის ბო­ბო­ქა­რი დღე­ე­ბი, რო­დე­საც ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლებ­მა, ერ­თად გა­ვა­კე­თეთ ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, უარი ვუ­თხრით ადა­მი­ა­ნის ჩაგ­ვრა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ რე­ჟიმს და მთელ მსოფ­ლი­ოს გა­ვა­გე­ბი­ნეთ, რომ სა­მი­ა­თას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე, ღირ­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ხალ­ხი აღა­რა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას და უსა­მარ­თლო­ბას.

ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ თქვენ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს, ოც­ნე­ბის ვე­ტე­რა­ნებს და ახ­ლად შე­მო­ერ­თე­ბულ ჯა­რის­კა­ცებს - ხვალ არ­ცერ­თი ჩვენ­თა­გა­ნი არ უნდა დარ­ჩეს სახ­ლში და ყო­ველ­მი­ზეზ­გა­რე­შე უნდა მი­ვი­დეს სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან. ეს ჩვე­ნი ვა­ლია ქვეყ­ნის, მისი მო­მავ­ლის, ერ­თმა­ნე­თის და რაც არ უნდა უჩ­ვე­უ­ლოდ მო­გეჩ­ვე­ნოთ, იმათ წი­ნა­შეც, ვინც ხვალ სხვა პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლას დარ­წმუ­ნე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რია”, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პა­ტივს სცემს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის არ­ჩე­ვანს და დრა­მა­ტულს ვე­რა­ფერს ხე­დავს იმა­ში, რომ მათი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მხარს არ უჭერს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

"ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა ის წარ­მა­ტე­ბა, რისი მიღ­წე­ვაც „ოც­ნე­ბამ“ ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მო­ა­ხერ­ხა და შეძ­ლო, არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში მყო­ფი, ჩვენ­და­მი კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად და ხვალ ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბულ არ­ჩე­ვან­საც გა­ა­კე­თე­ბენ. მაგ­რამ ჩვენ მეტ­ნი ვართ, გა­ცი­ლე­ბით მეტ­ნი და სწო­რედ ეს არის უმ­რავ­ლე­სო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­შე, რომ შევ­ძლოთ და და­ვა­ზღვი­ოთ მათი შეც­დო­მაც, რათა მათ­ვე არ და­უჯ­დეთ ძვი­რი სა­კუ­თა­რი მცდა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მე პა­ტივს ვცემ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის არ­ჩე­ვანს და დრა­მა­ტულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ იმა­ში, რომ მათი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მხარს არ უჭერს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". დრა­მა­ტუ­ლია ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა დღემ­დე ვერ სთა­ვა­ზობს ამომ­რჩე­ველს "ოც­ნე­ბის" სა­პირ­წო­ნე ჯან­საღ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას და პო­ლი­ტი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე კვლავ დო­მი­ნი­რებს რე­ვან­შზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძალა, რის გა­მოც, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­ჩე­ვა­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ამ ძა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­კე­თე­ბულ არ­ჩე­ვანს ნიშ­ნავს", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sos-s
72

ცრემლები სად არის!!გაგიკვირდება და კიდე დაგიჭერენ მხარს ესეთია ქართველები ადვილად ბოლდებიან!!ხახვზეც და კარტოფილზეც ბოლაობენ

!!!
56

გამოძვრა!

ავტორი:

"ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით... მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი" - რა მიმართვას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილი

"ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით... მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი" - რა მიმართვას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილი

"მოგმართავთ თქვენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისივე თქმით, არჩევნებზე მისვლა ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის და ერთმანეთის წინაშე.

"დღეს , ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას.

ამიტომ მოგმართავთ თქვენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პატივს სცემს საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს "ქართულ ოცნებას".

"ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც „ოცნებამ“ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება.

მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს "ქართულ ოცნებას". დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს "ოცნების" საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ოპოზიცია ფარულად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე.. ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა მოიგონ" - ირაკლი კობახიძე

"ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს" - ივანიშვილის კომენტარი საარჩევნო უბანთან

"ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა...ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს" - სალომე ზურაბიშვილი