პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს
"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე"თავ­დას­ხმი­სას აყ­ვა­ნილ მძევ­ლებს შო­რის იყო, აცხა­დებს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, "მთა­ვა­რი არ­ხის"გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­აქვს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მას პრე­ტენ­ზია აქვს ელი­სო კი­ლა­ძი­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბას­თან, რომ „და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს მიჰ­ყავ­დათ სა­დღაც, სა­დაც სცემ­დნენ, აწა­მებ­დნენ, ხოლო ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის დროს უკან მოჰ­ყავ­დათ“.

ხვიბ­ლი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აბ­სურ­დია და სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად არ აპი­რებს.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მან უკვე სხე­ულ­ზე ჩა­ი­ტა­რა ექ­სპერ­ტი­ზა, რი­თაც მტკიც­დე­ბა, რომ არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

ხვიბ­ლი­ან­მა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

"არ ვა­პი­რებ შე­ვე­გუო და თვა­ლი დავ­ხუ­ჭო იმ ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ა­ზე, რო­მელ­საც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ავ­რცე­ლე­ბენ მა­ტყუ­ა­რა ნიკა გვა­რა­მია და ელი­სო კი­ლა­ძე, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან მი­მარ­თე­ბით ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს მე მა­წა­მებ­დნენ, ნა­ცე­მი ვი­ყა­ვი და ამის ფონ­ზე ვა­კე­თებ­დი მე­დი­ას­თან გან­ცხა­დე­ბებს. უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი მყავს, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა, და­ი­ჯე­რონ ეს ცი­ლის­წა­მე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო დას­კვნა იმის და­სა­ამ­ტკი­ცებ­ლად, რომ არც ნა­ცე­მი ვარ, არც ნა­წა­მე­ბი და გა­ვა­გე­ბი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რა­ო­დენ ბინ­ძურ ცი­ლის­წა­მე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ.

ეს არ არის ყვე­ლა­ფე­რი, ვთქვი, რომ სა­სა­მარ­თლო­ში ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გაჟ­ღე­რე­ბულ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე ჩი­ვილს ვა­პი­რებ, უბ­რა­ლოდ, და­ვაც­დი გა­მო­ძი­ე­ბას, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბას არ მინ­და ხელი შე­ვუ­შა­ლო. ამის შემ­დეგ კი მათ სა­სა­მარ­თლოს გზით მოვ­თხოვ პა­სუხს, კონ­კრე­ტუ­ლად ნიკა გვა­რა­მი­ას და ელი­სო კი­ლა­ძეს. ისი­ნი პა­სუხს აუ­ცი­ლებ­ლად აგე­ბენ ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბის გამო. შე­მიძ­ლია გა­ნა­ხოთ ექ­სპერ­ტი­ზის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ფოტო, რომ არ მაქვს არა­ნა­ი­რი წა­მე­ბი­სა და ცე­მის კვა­ლი სხე­ულ­ზე.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა დღეს ავი­ღე, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 21 ოქ­ტომ­ბრი­დან 27 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით არ მაქვს არა­ნა­ი­რი კვა­ლი.მე ხომ ვი­ცო­დი, რომ ასეც იყო, უბ­რა­ლოდ,სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ჩემს ახ­ლობ­ლებს კი­დევ ერთხელ მინ­და ავუხ­სნა ის, რომ ცილი დამ­წა­მეს,ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა.კონ­კრე­ტუ­ლად, ექ­სპერ­ტი­ზა გუ­შინ­წინ ჩა­ვი­ტა­რე,ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ არა­ვის ვა­პა­ტი­ებ ცი­ლის­წა­მე­ბას", გა­ნა­ცხა­და და­ვით ხვიბ­ლი­ან­მა.

ხვიბ­ლი­ა­ნის თქმით, ასე­ვე სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ის თავ­დამ­სხმე­ლის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გვაროზე
160

მაგ ცუნცულას დაანებეთ თავი, ძალიან ნაზი და ფაქიზი ფსიქიკა აქვს და ნერვიულობით შეიძლება საფეთქლები დაეჭიმოს და მერე ნაოჭები უნდა გაუჩნდეს, ამიტომ დაანებეთ თავი, იყოს, იცუნცულოს...

1223345
168

ძალიან კარგი! ვინმემ ხომ უნდა აგებინოს პასუხი ამ ვითომდა ხალხის მოყვარულებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

დავით ხვიბლიანი, რომელიც "საქართველოს ბანკზე"თავდასხმისას აყვანილ მძევლებს შორის იყო, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ცილისწამების გამო, "მთავარი არხის"გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას პრეტენზია აქვს ელისო კილაძისა და ნიკა გვარამიას განცხადებასთან, რომ „დავით ხვიბლიანი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მიჰყავდათ სადღაც, სადაც სცემდნენ, აწამებდნენ, ხოლო ჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩაწერის დროს უკან მოჰყავდათ“.

ხვიბლიანი განმარტავს, რომ ეს ყველაფერი აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანას "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის შესახებ დაწყებული გამოძიების პარალელურად არ აპირებს.

ამასთან, მისივე განმარტებით, მან უკვე სხეულზე ჩაიტარა ექსპერტიზა, რითაც მტკიცდება, რომ არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

ხვიბლიანმა ექსპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვა.

"არ ვაპირებ შევეგუო და თვალი დავხუჭო იმ ცილისწამებასა და ბინძურ კამპანიაზე, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ ავრცელებენ მატყუარა ნიკა გვარამია და ელისო კილაძე, რომლებიც ჩემთან მიმართებით ამბობდნენ, თითქოს მე მაწამებდნენ, ნაცემი ვიყავი და ამის ფონზე ვაკეთებდი მედიასთან განცხადებებს. უამრავი ახლობელი მყავს, რომლებმაც შესაძლოა, დაიჯერონ ეს ცილისწამება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ექსპერტიზა ჩამეტარებინა და გამოვაქვეყნო დასკვნა იმის დასაამტკიცებლად, რომ არც ნაცემი ვარ, არც ნაწამები და გავაგებინო საზოგადოებას, თუ რაოდენ ბინძურ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი ჩემს წინააღმდეგ.

ეს არ არის ყველაფერი, ვთქვი, რომ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ გაჟღერებულ ცილისწამებაზე ჩივილს ვაპირებ, უბრალოდ, დავაცდი გამოძიებას, რადგან გამოძიებას არ მინდა ხელი შევუშალო. ამის შემდეგ კი მათ სასამართლოს გზით მოვთხოვ პასუხს, კონკრეტულად ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს. ისინი პასუხს აუცილებლად აგებენ ბინძური ცილისწამების გამო. შემიძლია განახოთ ექსპერტიზის მტკიცებულება, ფოტო, რომ არ მაქვს არანაირი წამებისა და ცემის კვალი სხეულზე.

ექსპერტიზის დასკვნა დღეს ავიღე, სადაც აღნიშნულია, რომ 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით არ მაქვს არანაირი კვალი.მე ხომ ვიცოდი, რომ ასეც იყო, უბრალოდ,საზოგადოებას და ჩემს ახლობლებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა ის, რომ ცილი დამწამეს,ამიტომ გადავწყვიტე ექსპერტიზა ჩამეტარებინა.კონკრეტულად, ექსპერტიზა გუშინწინ ჩავიტარე,ხაზგასმით ვამბობ, რომ არავის ვაპატიებ ცილისწამებას", განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

ხვიბლიანის თქმით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ის თავდამსხმელის თანამზრახველია.

"ბანკომატიდან თანხის გამოსატანად გავუშვით და გაუჩინარდნენ" - სამტრედიაში 11 და 13 წლის ბავშვებს ეძებენ

გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

უზნაძის ქუჩაზე, სკვერში გაყინული მამაკაცი იპოვეს