პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი... გრძნობ, როგორ შორდები სამყაროს, დღე და ღამე არეულია" - რას წერს ცნობილი პედაგოგი, რომელმაც COVID-19 დაამარცხა
"ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი... გრძნობ, როგორ შორდები სამყაროს, დღე და ღამე არეულია" - რას წერს ცნობილი პედაგოგი, რომელმაც COVID-19 დაამარცხა

ინ­გლი­სუ­რის ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი, და­რე­ჯან გუ­რა­საშ­ვი­ლი,რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სის სიმპტო­მებ­ზე წერს.

"და­ვა­მარ­ცხე! მო­ვი­გე სას­ტი­კი ბრძო­ლა...ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას ერ­ქვა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის. არც მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ამა­ზე რთუ­ლი... ეს არ არის არც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი, არც უბ­რა­ლო გა­ცი­ვე­ბა... ეს არის რა­ღაც სხვა....გა­და­დი­ხარ სულ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში. გრძნობ, რო­გორ შორ­დე­ბი ამ სამ­ყა­როს, დღე, ღამე არე­უ­ლია...

ადა­მი­ა­ნებს შენს გარ­შე­მო აღიქ­ვავ სი­ლუ­ე­ტე­ბად... გე­სა­უბ­რე­ბი­ან, გი­რე­კა­ვენ, გკი­თხუ­ლო­ბენ... ეს დრო­დად­რო გაბ­რუ­ნებს რე­ა­ლო­ბა­ში, მაგ­რამ მალე ფიქ­რე­ბით ისევ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში, უი­მე­დო­ბა­ში და სaდღაც ნე­იტ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში ხარ. უძ­ლუ­რი და და­სუს­ტე­ბუ­ლი...

გა­დის დღე­ე­ბი, თან­და­თან მძიმ­დე­ბი. შენს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი გრძნო­ბენ ქვეც­ნო­ბი­ე­რად შენს ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ ვე­რაფ­რით გეხ­მა­რე­ბი­ან. ახ­ლოს მოს­ვლის უფ­ლე­ბაც არ აქვთ. დგე­ბა გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი...გი­რე­კა­ვენ შვი­ლე­ბი( უკვე ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ხში­რად, ხმა­ში ეტყო­ბათ შიში, და­ძა­ბუ­ლო­ბა) .ლაშა : " დეე, რო­გორ ხარ? რა ვქნა, მი­თხა­რი, რა გა­ვა­კე­თო?", ანა­ნო: დე, გთხოვ, არ მი­ღა­ლა­ტო, მერე მე რა ვქნა უშე­ნოდ? " გულ­მა უგ­რძნოთ, რომ ზღვარ­ზე ვარ....

და იწყებ ბრძო­ლას, ურ­თუ­ლეს ბრძო­ლას... რო­მელ­საც ყო­ველ­თვის აქვს აზრი. ახლა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა მჭირ­დე­ბა იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის და ახა­ლი ძა­ლე­ბის მო­საკ­რე­ბად. იმე­დია, ისევ შევ­ხვდე­ბით. მო­მე­ნატ­რეთ! ყვე­ლას უდი­დე­სი მად­ლო­ბა თა­ნად­გო­მის­თვის. თი­თო­ე­უ­ლი ზა­რის­თვის.... მიყ­ვარ­ხართ!" - წერს გუ­რა­საშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, და­რე­ჯან გუ­რა­საშ­ვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვებს ინ­გლი­სურს რე­პით ას­წავ­ლი­და. ვი­დეო რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა.

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, გუ­რა­საშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ სწავ­ლე­ბის ამ მე­თოდს თა­ვად მი­აგ­ნო და მი­იჩ­ნევს, რომ უცხო ენის მარ­ტი­ვად ათ­ვი­სე­ბა­ში პა­ტა­რებს სე­რი­ო­ზუ­ლად ეხ­მა­რე­ბა.

და­რე­ჯან გუ­რა­საშ­ვი­ლი მომ­ღე­რალ ანა­ნო მჟა­ვი­ას დე­დაა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელისი მისანდარია
2

ხელოვნურად შექმნილი ყველა ვირუსი ასეთია, ჯერ სადა ხარ, დახვეწავენ ამჟამინდელ გამოცდილებაზე და მერე იქნება ამბავი.

კატო
56

ზოგჯერ მგონია რომ ეს ხალხი არასდროს ავად არ გამხდარა. ყველა ავადმყოფობა ძნელია. თან ყველასთვის სხვადასხვანაირად. აღარ გვაინტერესებს ვის როგორ სდიოდა ოფლი და ახველებდა. გვეყო!

ავტორი:

"ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი... გრძნობ, როგორ შორდები სამყაროს, დღე და ღამე არეულია" - რას წერს ცნობილი პედაგოგი, რომელმაც COVID-19 დაამარცხა

"ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი... გრძნობ, როგორ შორდები სამყაროს, დღე და ღამე არეულია" - რას წერს ცნობილი პედაგოგი, რომელმაც COVID-19 დაამარცხა

ინგლისურის ცნობილი პედაგოგი, დარეჯან გურასაშვილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში ვირუსის სიმპტომებზე წერს.

"დავამარცხე! მოვიგე სასტიკი ბრძოლა...ჩემს მდგომარეობას ერქვა საშუალო სიმძიმის. არც მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე რთული... ეს არ არის არც ჩვეულებრივი გრიპი, არც უბრალო გაცივება... ეს არის რაღაც სხვა....გადადიხარ სულ სხვა განზომილებაში. გრძნობ, როგორ შორდები ამ სამყაროს, დღე, ღამე არეულია...

ადამიანებს შენს გარშემო აღიქვავ სილუეტებად... გესაუბრებიან, გირეკავენ, გკითხულობენ... ეს დროდადრო გაბრუნებს რეალობაში, მაგრამ მალე ფიქრებით ისევ გაურკვევლობაში, უიმედობაში და სaდღაც ნეიტრალურ სამყაროში ხარ. უძლური და დასუსტებული...

გადის დღეები, თანდათან მძიმდები. შენს გარშემომყოფები გრძნობენ ქვეცნობიერად შენს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ ვერაფრით გეხმარებიან. ახლოს მოსვლის უფლებაც არ აქვთ. დგება გადამწყვეტი მომენტი...გირეკავენ შვილები( უკვე ჩვეულებრივზე ხშირად, ხმაში ეტყობათ შიში, დაძაბულობა) .ლაშა : " დეე, როგორ ხარ? რა ვქნა, მითხარი, რა გავაკეთო?", ანანო: დე, გთხოვ, არ მიღალატო, მერე მე რა ვქნა უშენოდ? " გულმა უგრძნოთ, რომ ზღვარზე ვარ....

და იწყებ ბრძოლას, ურთულეს ბრძოლას... რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი. ახლა დაახლოებით ერთი კვირა მჭირდება იზოლაციაში ყოფნა, რეაბილიტაციისათვის და ახალი ძალების მოსაკრებად. იმედია, ისევ შევხვდებით. მომენატრეთ! ყველას უდიდესი მადლობა თანადგომისთვის. თითოეული ზარისთვის.... მიყვარხართ!" - წერს გურასაშვილი.

ცნობისთვის, დარეჯან გურასაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ქართველი მასწავლებელი ბავშვებს ინგლისურს რეპით ასწავლიდა. ვიდეო რამდენიმე საათში ინტერნეტჰიტად იქცა.

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, გურასაშვილი ამბობდა, რომ სწავლების ამ მეთოდს თავად მიაგნო და მიიჩნევს, რომ უცხო ენის მარტივად ათვისებაში პატარებს სერიოზულად ეხმარება.

დარეჯან გურასაშვილი მომღერალ ანანო მჟავიას დედაა.

"მწყინს "ევროპული საქართველოს" შედეგი..." - როგორ ეხმაურება არჩევნების შედეგებს თამარ ჩერგოლეიშვილი

"არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით" - ნანუკა ჟორჟოლიანი

დღის ფოტო: ძაღლი საარჩევნო უბანზე