საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი
600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი

ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 22 წლის ასაკ­ში მი­ვი­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლა მთავ­რო­ბის დროს იმუ­შა­ვა აღ­ნიშ­ნულ სის­ტე­მა­ში. 28 ოქ­ტომ­ბერს უკვე შე­მოგ­თა­ვა­ზეთ მისი მო­ნა­ყო­ლი, სა­დაც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად სა­უბ­რობს იმა­ზეც, თუ რო­გორ ერე­ო­და პო­ლი­ცია არ­ჩევ­ნებ­ში რო­გორც შე­ვარ­დნა­ძის, ისე სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში.

"არა­სო­დეს გვეც­ვა პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა, ნიღ­ბე­ბი გვე­კე­თა და ყა­ჩა­ღე­ბი­ვით ვმოქ­მე­დებ­დით - გა­ვი­ტა­ცებ­დით ყვე­ლა ყუთს და პირ­და­პირ ვყრი­დით მტკვარ­ში. ამ დროს უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი და დაპ­ლომ­ბი­ლი იყო სხვა ყუ­თე­ბი, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი ეყა­რა", - იხ­სე­ნებს ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, "პო­ლი­ცი­ა­მაც იმუ­შა­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე და ასე მო­ვიდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში".

რო­გორც ის ამ­ბობს, წლე­ბი გა­ვი­და, რაც სის­ტე­მი­დან წა­მო­ვი­და, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, პენ­სი­ა­ზეა, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნავს, რომ ხში­რად ქენ­ჯნის სინ­დი­სი, ხში­რად ახ­სე­ნებს თავს თა­ვი­სი და კო­ლე­გე­ბის ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ამი­ტომ ფიქ­რობს, რომ მისი მო­ნა­ყო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­საფრ­თხი­ლებ­ლად.

  • 600.000 დო­ლა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ

რო­მე­ლი ოპერ­მუ­შა­კი რა თან­ხას იღებ­და ამა თუ იმ საქ­მე­ში, არა­ვინ აკონ­ტრო­ლებ­და. ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ მო­ინ­დო­მებ­და და ამა­ზე წა­ვი­დო­და, შე­ეძ­ლო მთე­ლი თან­ხა არც გა­მო­ე­ჩი­ნა, მაგ­რამ ამას ვერ გა­ბე­დავ­და, თბი­ლი­სი ისე­თი პა­ტა­რაა, ერთ კვი­რა­ში გვე­ცო­დი­ნე­ბო­და, და ამის გამო ამ ოპერ­მუ­შაკს სა­კად­რის პა­სუხს მოს­თხოვ­დნენ. ამი­ტომ ამა­ზე არა­ვინ წა­ვი­დო­და. ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: ჩემ­მა უფ­როს­მა შინ­დი­სის გზა­ზე "ავ­ტო­რი­ტე­ტი" ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა და მას ია­რა­ღი ჩა­უ­დო. რო­დე­საც პო­ლი­ცი­ა­ში მიჰ­ყავ­და ჩა­დე­ბუ­ლი ია­რა­ღით, შუ­შა­ნაშ­ვილ­მა უთხრა, 350.000 დო­ლარს გა­და­გიხ­დი, ოღონდ დღეს­ვე გა­მიშ­ვი და ნუ და­მა­კა­ვე­ბო. ჩემ­მა უფ­როს­მა მა­შინ­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ზემ­დგომ­თან და­რე­კა, უთხრა, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი და მან 350.000 დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად შს სა­მი­ნის­ტრო­დან ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო: არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გა­უშ­ვა, უნდა და­ა­კა­ვო, ფული არ გა­მო­არ­თვა, რად­გან ეგ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ცი­ხე­ში უნდა ამოლ­პე­სო. სხვა გზა არ ჰქონ­და და და­ე­მორ­ჩი­ლა ზემ­დგო­მის მი­თი­თე­ბას, და­ა­კა­ვა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი". ამ ამ­ბი­დან მე­სა­მე დღეს შუ­შა­ნაშ­ვი­ლი გა­რეთ აღ­მოჩ­ნდა, მერე გა­ირ­კვა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, რო­მელ­მაც მისი და­კა­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა, ეს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" 600.000 დო­ლა­რად გა­უშ­ვა. ასე გა­უ­ზარ­და გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა, იმა­ნაც იყი­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ამ ფა­სად. ეტყო­ბა, არ უნ­დო­დათ 350.000 დო­ლა­რი იმ რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­მელ­საც და­ჭე­რი­ლი ჰყავ­და შუ­შა­ნაშ­ვი­ლი, ამი­ტომ წა­ი­ღო საქ­მე შს სა­მი­ნის­ტრომ და ამ გზით თან­ხის ოდე­ნო­ბის გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცათ. რა თქმა უნდა, შან­სი არ გა­უშ­ვეს ხე­ლი­დან და ჩა­ი­ჯი­ბეს კი­დეც 600.000 დო­ლა­რი. ჩემს უფ­როსს პრე­ტენ­ზია ვერ ექ­ნე­ბო­და, რამე რომ ეთ­ქვა, სამ­სა­ხუ­რი­დან მოხ­სნიდ­ნენ. ვის გა­უ­წევ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, თა­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლებს? ამი­ტომ გა­ჩუმ­და.

მა­შინ ცი­ხე­შიც ცალ­კე ტა­რი­ფე­ბი იყო. ეს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ცოტა ხნით ცი­ხე­ში რომ მოხ­ვდა, "ბე­ლუქ­სის" ავე­ჯით და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ტა­ნეს ცი­ხე­ში. თა­ვი­სი საკ­ნის გა­რე­მონ­ტე­ბა 17.000 დო­ლა­რი და­უჯ­და. სხვა­თა შო­რის, იმ წლებ­ში რი­გით პო­ლი­ცი­ე­ლად და­ნიშ­ვნა 200 დო­ლა­რი ღირ­და, წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, მა­გა­ლი­თად, ოფიც­რის - 500 დო­ლა­რი. რაც ზე­ვით მი­ი­წევ­დი კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე, გა­და­სახ­დე­ლი თან­ხაც იმა­ტებ­და. ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად ერთი წლით რომ და­ე­ნიშ­ნეთ, 10.000 დო­ლა­რი უნდა გა­და­გე­ხა­და, თუ მე­ო­რე წელ­საც გა­გიგ­რძე­ლებ­დნენ და იმა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაგ­ტო­ვებ­დნენ, ისევ 10.000 დო­ლა­რი უნდა მი­გე­ტა­ნა. პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პოს­ტი 50.000 დო­ლა­რი ღირ­და, თუმ­ცა გა­აჩ­ნია, რო­მელ რა­ი­ონ­ში იწყებ­დი მუ­შა­ო­ბას და რა შე­მო­სავ­ლის შოვ­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­და რა­ი­ონს. 100.000 დო­ლარს იხ­დიდ­ნენ უფრო ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის. ავ­ტო­ინ­სპექ­ცი­ას, გაი-ს, კი­დევ სხვა ფა­სე­ბი ჰქონ­და. იქი­და­ნაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას­თან მი­დი­ო­და წილი. თითო ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბას ყო­ველ­თვე 12.000 დო­ლა­რამ­დე ჰქონ­და გა­და­სახ­დე­ლი, სა­ბო­ლო­ოდ კი რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ას ჰქონ­და მი­სა­ტა­ნი ყვე­ლა ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან წილი.

ყვე­ლა­ფე­რი ჯაჭ­ვი­ვით იყო აწყო­ბი­ლი: რა­ი­ო­ნის კრი­მი­ნა­ლუ­რის უფ­როსს ქა­ლა­ქის კრი­მი­ნა­ლუ­რის უფ­როს­თან მიჰ­ქონ­და, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლის უფ­როსს - შს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლის უფ­როს­თან, ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლის უფ­როსს - თა­ვის ზემ­დგომ­თან და ა.შ ეს სქე­მა მოქ­მე­დებ­და ყვე­ლა მი­ნის­ტრის, ყვე­ლა სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის დროს. რა­ი­ო­ნის გაი-ს უფ­როსს, გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის რა­ი­ონ­ში სო­ლი­დუ­რი წილი ჰქონ­და გა­და­სახ­დე­ლი, შს სა­მი­ნის­ტრო­შიც უნდა მი­ე­ტა­ნა თან­ხა. ამას­თან, რად­გან დიდ მან­ქა­ნებს აკონ­ტრო­ლებ­და, თუ რო­მე­ლი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ან სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სახ­ლს იშე­ნებ­და, მას უნდა მი­ე­ზი­და იმ ჩი­ნო­სან­თან სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა, ცე­მენ­ტი იქ­ნე­ბო­და თუ აგუ­რი. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი უსას­ყიდ­ლოდ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­ხე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი და თვი­თო­ნაც ხომ უნდა დარ­ჩე­ნო­და რა­ღაც?! ხელ­ფასს არა­ვინ იღებ­და და ისი­ნიც ფულს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან იღებ­დნენ. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
13

აღარცაა საინტერესო მსგავსი ისტორიების წაკითხვა... 

ss
6

და უცნაურს, რომ არ ვიცოდით ისეთს, რას ამბობს

ავტორი:

600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი

600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი

ყოფილმა პოლიციელმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურაში სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მივიდა, შეიძლება ითქვას, ყველა მთავრობის დროს იმუშავა აღნიშნულ სისტემაში. 28 ოქტომბერს უკვე შემოგთავაზეთ მისი მონაყოლი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საუბრობს იმაზეც, თუ როგორ ერეოდა პოლიცია არჩევნებში როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის პერიოდში.

"არასოდეს გვეცვა პოლიციელის ფორმა, ნიღბები გვეკეთა და ყაჩაღებივით ვმოქმედებდით - გავიტაცებდით ყველა ყუთს და პირდაპირ ვყრიდით მტკვარში. ამ დროს უკვე გამზადებული და დაპლომბილი იყო სხვა ყუთები, სადაც ხელისუფლების სასარგებლო ბიულეტენები ეყარა", - იხსენებს ყოფილი პოლიციელი.

მისივე თქმით, "პოლიციამაც იმუშავა მიხეილ სააკაშვილზე და ასე მოვიდნენ "ნაციონალები" ხელისუფლებაში".

როგორც ის ამბობს, წლები გავიდა, რაც სისტემიდან წამოვიდა, რამდენიმე წელიწადია, პენსიაზეა, მაგრამ აღნიშნავს, რომ ხშირად ქენჯნის სინდისი, ხშირად ახსენებს თავს თავისი და კოლეგების ჩადენილი დანაშაულები, სისტემაში არსებული პრობლემები და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი მონაყოლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გასაფრთხილებლად.

  • 600.000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ

რომელი ოპერმუშაკი რა თანხას იღებდა ამა თუ იმ საქმეში, არავინ აკონტროლებდა. ეს მოლაპარაკებაზე იყო დამოკიდებული. თუ მოინდომებდა და ამაზე წავიდოდა, შეეძლო მთელი თანხა არც გამოეჩინა, მაგრამ ამას ვერ გაბედავდა, თბილისი ისეთი პატარაა, ერთ კვირაში გვეცოდინებოდა, და ამის გამო ამ ოპერმუშაკს საკადრის პასუხს მოსთხოვდნენ. ამიტომ ამაზე არავინ წავიდოდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემმა უფროსმა შინდისის გზაზე "ავტორიტეტი" ლაშა შუშანაშვილი დააკავა და მას იარაღი ჩაუდო. როდესაც პოლიციაში მიჰყავდა ჩადებული იარაღით, შუშანაშვილმა უთხრა, 350.000 დოლარს გადაგიხდი, ოღონდ დღესვე გამიშვი და ნუ დამაკავებო. ჩემმა უფროსმა მაშინვე შინაგან საქმეთა სამინისტროში ზემდგომთან დარეკა, უთხრა, რომ "კანონიერი ქურდი" ჰყავდა დაკავებული და მან 350.000 დოლარი შესთავაზა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად შს სამინისტროდან ასეთი პასუხი მიიღო: არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა, უნდა დააკავო, ფული არ გამოართვა, რადგან ეგ "კანონიერი ქურდი" ციხეში უნდა ამოლპესო. სხვა გზა არ ჰქონდა და დაემორჩილა ზემდგომის მითითებას, დააკავა "კანონიერი ქურდი". ამ ამბიდან მესამე დღეს შუშანაშვილი გარეთ აღმოჩნდა, მერე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანმა, რომელმაც მისი დაკავება მოითხოვა, ეს "კანონიერი ქურდი" 600.000 დოლარად გაუშვა. ასე გაუზარდა გადასახდელი თანხა, იმანაც იყიდა თავისუფლება ამ ფასად. ეტყობა, არ უნდოდათ 350.000 დოლარი იმ რაიონის პოლიციაში დარჩენილიყო, რომელსაც დაჭერილი ჰყავდა შუშანაშვილი, ამიტომ წაიღო საქმე შს სამინისტრომ და ამ გზით თანხის ოდენობის გაზრდის საშუალებაც მიეცათ. რა თქმა უნდა, შანსი არ გაუშვეს ხელიდან და ჩაიჯიბეს კიდეც 600.000 დოლარი. ჩემს უფროსს პრეტენზია ვერ ექნებოდა, რამე რომ ეთქვა, სამსახურიდან მოხსნიდნენ. ვის გაუწევდა წინააღმდეგობას, თავის ხელმძღვანელებს? ამიტომ გაჩუმდა.

მაშინ ციხეშიც ცალკე ტარიფები იყო. ეს "კანონიერი ქურდი" ცოტა ხნით ციხეში რომ მოხვდა, "ბელუქსის" ავეჯით დაწყებული, ყველაფერი შეუტანეს ციხეში. თავისი საკნის გარემონტება 17.000 დოლარი დაუჯდა. სხვათა შორის, იმ წლებში რიგით პოლიციელად დანიშვნა 200 დოლარი ღირდა, წოდების მინიჭება, მაგალითად, ოფიცრის - 500 დოლარი. რაც ზევით მიიწევდი კარიერულ კიბეზე, გადასახდელი თანხაც იმატებდა. ქვეგანყოფილების უფროსად ერთი წლით რომ დაენიშნეთ, 10.000 დოლარი უნდა გადაგეხადა, თუ მეორე წელსაც გაგიგრძელებდნენ და იმავე თანამდებობაზე დაგტოვებდნენ, ისევ 10.000 დოლარი უნდა მიგეტანა. პოლიციის სამმართველოს უფროსის პოსტი 50.000 დოლარი ღირდა, თუმცა გააჩნია, რომელ რაიონში იწყებდი მუშაობას და რა შემოსავლის შოვნის პოტენციალი ჰქონდა რაიონს. 100.000 დოლარს იხდიდნენ უფრო ზემდგომი თანამდებობისთვის. ავტოინსპექციას, გაი-ს, კიდევ სხვა ფასები ჰქონდა. იქიდანაც აბსოლუტურად ყველასთან მიდიოდა წილი. თითო ქვეგანყოფილებას ყოველთვე 12.000 დოლარამდე ჰქონდა გადასახდელი, საბოლოოდ კი რაიონის პოლიციას ჰქონდა მისატანი ყველა ქვეგანყოფილებიდან წილი.

ყველაფერი ჯაჭვივით იყო აწყობილი: რაიონის კრიმინალურის უფროსს ქალაქის კრიმინალურის უფროსთან მიჰქონდა, ადმინისტრაციულის უფროსს - შს ადმინისტრაციულის უფროსთან, ნარკომანიასთან ბრძოლის უფროსს - თავის ზემდგომთან და ა.შ ეს სქემა მოქმედებდა ყველა მინისტრის, ყველა სამმართველოს უფროსის დროს. რაიონის გაი-ს უფროსს, გარდა იმისა, რომ თავის რაიონში სოლიდური წილი ჰქონდა გადასახდელი, შს სამინისტროშიც უნდა მიეტანა თანხა. ამასთან, რადგან დიდ მანქანებს აკონტროლებდა, თუ რომელიმე მაღალჩინოსანი ან სამმართველოს უფროსი სახლს იშენებდა, მას უნდა მიეზიდა იმ ჩინოსანთან სამშენებლო მასალა, ცემენტი იქნებოდა თუ აგური. ბუნებრივია, ყველაფერი უსასყიდლოდ. წარმოიდგინეთ, ამხელა ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული და თვითონაც ხომ უნდა დარჩენოდა რაღაც?! ხელფასს არავინ იღებდა და ისინიც ფულს მოქალაქეებისგან იღებდნენ. წაიკითხეთ სტატია სრულად

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

ლენტეხში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს