მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს" - იტალიური კვლევითი ცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე
"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს" - იტალიური კვლევითი ცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

იტა­ლი­ის ქა­ლაქ ტრენ­ტო­ში მოქ­მე­დი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის «Osservatorio Balcani e Caucaso» ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქ­ტი: რის­კე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის პრობ­ლე­მებს ეხე­ბა. კერ­ძოდ, მას­ში გან­ხი­ლუ­ლია ის საფრ­თხე­ე­ბი და რის­კე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ემუქ­რე­ბა სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო, მთი­ან ყა­რა­ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ (284 ათა­სი) და სომ­ხურ (168 ათა­სი) ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კომ­პაქ­ტუ­რად ცხოვ­რო­ბენ, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ფრონტზე მათი ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბიც იღუ­პე­ბი­ან, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ი­წყოს გარ­კვე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბე­ბი ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე.

სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბას ხელს უწყობს ემო­ცი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც მი­ტინ­გე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს მჟღავ­ნდე­ბა. ორი­ვე ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უკვე მი­მარ­თეს პრო­ტეს­ტე­ბის ღია ფორ­მას - ჩა­ტარ­და აქ­ცი­ე­ბი თბი­ლის­ში, აგ­რეთ­ვე თურ­ქე­თის მო­სა­ზღვრე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, სა­დაც, ძი­რი­თა­დად, სომ­ხე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ვი­თა­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს აგ­რეთ­ვე დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვრცელ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ სომ­ხებ­ში და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­ში მწვა­ვე გა­მო­ძა­ხილს პო­უ­ლობს.

"თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ სომ­ხებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყე­ბა, ეს უმე­ტე­სად სომ­ხე­თის­თვის იქ­ნე­ბა სა­ზი­ა­ნო, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, - იმი­ტომ, რომ სომ­ხეთს გა­რე­სამ­ყა­რო­ში გა­სას­ვლე­ლი, ანუ სა­ზღვარ­გა­რეთ­თან სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის მეშ­ვე­ო­ბით აქვს. ირა­ნის მცი­რე წილს თუ არ ჩავ­თვლით, იმ­პორტ-ექ­სპორ­ტის­თვის ტრან­სპორ­ტის ტრან­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით სომ­ხე­თი­სათ­ვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ცხა­დია, ამ ფაქ­ტორს სომ­ხე­თი აც­ნო­ბი­ე­რებს. სწო­რედ ამი­ტომ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ­მა სომ­ხე­თის სა­ელ­ჩომ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს მო­უ­წო­და ფრთხი­ლად და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი ემო­ცი­ე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში და ღია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში".

სტა­ტი­ა­ში და­დე­ბი­თად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი ორი­ვე მე­ზობ­ლის - სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მი­მართ, მაგ­რამ რად­გა­ნაც ორი­ვეს - ერე­ვან­საც და ბა­ქო­საც - სჭირ­დე­ბა საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის, სა­ჭურ­ვლი­სა და ია­რა­ღის შევ­სე­ბა, შე­საძ­ლოა, ადრე თუ გვი­ან, თბი­ლი­სის მიერ ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის დაც­ვა ეჭვქვეშ აღ­მოჩ­ნდეს. სამ­წუ­ხა­როდ, უკვე არის ამის მცდე­ლო­ბე­ბი: მა­გა­ლი­თად, სომ­ხე­თი თურ­ქეთს და აზერ­ბა­ი­ჯანს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბით ყა­რა­ბა­ღის ფრონტზე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი "ბო­ე­ვი­კე­ბის" გაგ­ზავ­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ხოლო რუსი ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი პირ­და­პირ აცხა­დებს, რომ თუ მოს­კო­ვი სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, სომ­ხე­თის და­სახ­მა­რებ­ლად რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს და­არ­ღვევ­სო.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში და­მოწ­მე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გის, კავ­კა­სი­ის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტის მა­იკლ ჩე­ჩი­რეს თვალ­საზ­რი­სი, რომ­ლის თქმით, "სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ომში რუ­სე­თის (ან თურ­ქე­თის) ღია ჩა­რე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მოს­კოვ-ან­კა­რი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დე­რეფ­ნის გაჭ­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რაც თბი­ლისს კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვას აი­ძუ­ლებს. გარ­და ამი­სა, იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი, თუ ყვე­ლა მხა­რე თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა პა­ტი­ვი სცეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი­სა და სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას, თბი­ლი­სის ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თან მა­ინც მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ზა­რალ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვა (შუ­ა­მავ­ლო­ბა) შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ იყოს სა­სარ­გებ­ლო, ახლა კი, სა­ნამ ერთ-ერთი მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ მას სამ­ხედ­რო უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია, და­ზა­ვე­ბა­ზე თან­ხმო­ბა სა­ეჭ­ვოა“.

მსგავ­სი პო­ზი­ცია აქვს "უსაფრ­თხო­ე­ბის ევ­რა­ზი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქსე­ლის“ თა­ნამ­შრო­მელს ალექ­სან­დრე სკრი­ვე­ნერს:

"არა­მე­ო­მა­რი რე­გი­ო­ნუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი­დან ამ ომით ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და­ზა­რალ­დეს. აშ­კა­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი შუ­ა­მავ­ლის რო­ლის რე­ა­ლუ­რად შეს­რუ­ლე­ბა არ შე­უძ­ლია. თბი­ლის­მა, ალ­ბათ, თავი უნდა შე­ი­კა­ვოს სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ფი­ზი­კუ­რად შეს­რუ­ლე­ბის­გა­ნაც და უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ას და­უთ­მოს, ხელი უნდა შე­უ­წყოს არა­ფორ­მა­ლურ კონ­ტაქ­ტებს რო­გორც სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის...

ეს ომი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია, მაგ­რამ რამ­დე­ნად უარ­ყო­ფი­თის - ეს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც მი­ნი­მუ­მი, ომის ეს­კა­ლა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ და­ზა­რალ­და კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის­გან. გარ­და ამი­სა, რად­გა­ნაც კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­სავ­ლე­თი არ აქ­ტი­უ­რობს, ეს რუ­სე­თის ჰე­გე­მო­ნი­ის გან­მტკი­ცე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რბი­ლად რომ ვთქვათ, კი­დევ ერთი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა", - ას­კვნის ალექ­სან­დრე სკრი­ვე­ნე­რი.

სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

თუ გავითვალისწინებთ ძველ და ახალ კონფლიკტს (ომს) სასომხეთსა და აზედბაიჯანს შორის ესეთი რამ ჯერ არ მომხდარა საქართველოში , თუ არ მოხდება გარკვეული გარე სპეც ჯგუფების ჩარევა, მაგრამ ესეც შსაძლებელია მოხდეს ლოკალურ დონეზე და ეს არავითარ დიდ გავლენას ვერ მოახდენ მათ ურთიერთობაზე საქართველოში .

mzirali
0

და რა არის ამ კვლევაში ისეთი რაც არ ვიცით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს" - იტალიური კვლევითი ცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს" - იტალიური კვლევითი ცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

იტალიის ქალაქ ტრენტოში მოქმედი კვლევითი ცენტრის «Osservatorio Balcani e Caucaso» ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი: რისკები საქართველოსთვის“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრობლემებს ეხება. კერძოდ, მასში განხილულია ის საფრთხეები და რისკები, რომელიც საქართველოს ემუქრება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის გამო, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რადგანაც საქართველოში საკმაოდ მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანულ (284 ათასი) და სომხურ (168 ათასი) ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, იმის გათვალისწინებით, რომ მთიანი ყარაბაღის ფრონტზე მათი ნათესავები, ახლობლები და მეგობრებიც იღუპებიან, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოშიც დაიწყოს გარკვეული მღელვარებები ეთნიკურ ნიადაგზე.

სიტუაციის გამწვავებას ხელს უწყობს ემოციებიც, რომლებიც მიტინგებისა და საპროტესტო აქციების დროს მჟღავნდება. ორივე ეთნოსის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს პროტესტების ღია ფორმას - ჩატარდა აქციები თბილისში, აგრეთვე თურქეთის მოსაზღვრე სამცხე-ჯავახეთში, სადაც, ძირითადად, სომხები ცხოვრობენ. ვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს აგრეთვე დეზინფორმაცია, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება და საქართველოში მცხოვრებ სომხებში და აზერბაიჯანელებში მწვავე გამოძახილს პოულობს.

"თუ საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება დაიწყება, ეს უმეტესად სომხეთისთვის იქნება საზიანო, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, - იმიტომ, რომ სომხეთს გარესამყაროში გასასვლელი, ანუ საზღვარგარეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძირითადად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით აქვს. ირანის მცირე წილს თუ არ ჩავთვლით, იმპორტ-ექსპორტისთვის ტრანსპორტის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ცხადია, ამ ფაქტორს სომხეთი აცნობიერებს. სწორედ ამიტომ თბილისში არსებულმა სომხეთის საელჩომ თანამემამულეებს მოუწოდა ფრთხილად და თავშეკავებულად გამოხატონ თავიანთი ემოციები სოციალური ქსელებში და ღია საპროტესტო აქციებში".

სტატიაში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ორივე მეზობლის - სომხეთისა და აზერბაიჯანის საომარი მოქმედებების მიმართ, მაგრამ რადგანაც ორივეს - ერევანსაც და ბაქოსაც - სჭირდება საბრძოლო ტექნიკის, საჭურვლისა და იარაღის შევსება, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, თბილისის მიერ ნეიტრალიტეტის დაცვა ეჭვქვეშ აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, უკვე არის ამის მცდელობები: მაგალითად, სომხეთი თურქეთს და აზერბაიჯანს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ყარაბაღის ფრონტზე დაქირავებული "ბოევიკების" გაგზავნაში ადანაშაულებს, ხოლო რუსი ზოგიერთი პოლიტიკოსი პირდაპირ აცხადებს, რომ თუ მოსკოვი საჭიროდ ჩათვლის, სომხეთის დასახმარებლად რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს დაარღვევსო.

პუბლიკაციაში დამოწმებულია ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, კავკასიის საკითხების ექსპერტის მაიკლ ჩეჩირეს თვალსაზრისი, რომლის თქმით, "სომხეთ-აზერბაიჯანის ომში რუსეთის (ან თურქეთის) ღია ჩარევის შემთხვევაში, მოსკოვ-ანკარისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის გაჭრა აუცილებელი გახდება, რაც თბილისს კონფლიქტში ჩართვას აიძულებს. გარდა ამისა, იმ სიტუაციაშიც კი, თუ ყველა მხარე თანახმა იქნება პატივი სცეს საქართველოს საზღვრებისა და საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობას, თბილისის ურთიერთობა მათთან მაინც მეტ-ნაკლებად დაზარალდება. საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა (შუამავლობა) შესაძლოა სამომავლოდ იყოს სასარგებლო, ახლა კი, სანამ ერთ-ერთი მხარე მიიჩნევს, რომ მას სამხედრო უპირატესობა აქვს და მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია, დაზავებაზე თანხმობა საეჭვოა“.

მსგავსი პოზიცია აქვს "უსაფრთხოების ევრაზიული დემოკრატიული ქსელის“ თანამშრომელს ალექსანდრე სკრივენერს:

"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს. აშკარაა, რომ საქართველოს წამყვანი შუამავლის როლის რეალურად შესრულება არ შეუძლია. თბილისმა, ალბათ, თავი უნდა შეიკავოს სამშვიდობო მისიის ფიზიკურად შესრულებისგანაც და უფრო მეტი ყურადღება სახალხო დიპლომატიას დაუთმოს, ხელი უნდა შეუწყოს არაფორმალურ კონტაქტებს როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს, ასევე პოლიტიკოსებს შორის...

ეს ომი საქართველოსთვის უარყოფითი შედეგების მომტანია, მაგრამ რამდენად უარყოფითის - ეს სიტუაციის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც მინიმუმი, ომის ესკალაცია აუცილებლად ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც საკმაოდ დაზარალდა კოვიდ-19-ის პანდემიისგან. გარდა ამისა, რადგანაც კონფლიქტის მოგვარებაში დასავლეთი არ აქტიურობს, ეს რუსეთის ჰეგემონიის განმტკიცებას გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, კიდევ ერთი არასასიამოვნო ამბავი იქნება", - ასკვნის ალექსანდრე სკრივენერი.

სიმონ კილაძე