მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება
ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

Ambebi.ge აგ­რძე­ლებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ახა­ლი სა­ხე­ე­ბის გაც­ნო­ბას და ამ­ჯე­რად მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვილ­ზე შე­ვა­ჩე­რებთ. შე­იძ­ლე­ბა ახლა ვერ გა­იხ­სე­ნოთ, ვინ არის ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ყვე­ლა მე­დია მას­ზე წერ­და და სა­უბ­რობ­და.

გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი მე­დი­ით პირ­ვე­ლად 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში გაჟ­ღერ­და. მა­შინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტე­ლი­ტა, რომ­ლე­ბიც მი­ლი­ო­ნე­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე კო­მოს ტბა­ზე იყ­ვნენ მიწ­ვე­უ­ლე­ბი.

მი­ლან­ში სა­მუ­შაო ვი­ზით წა­სუ­ლი კახი კა­ლა­ძე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს­თან და 30-მდე მე­გო­ბარ­თან ერ­თად კო­მოს ტბა­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მი­ღე­ბის წესი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ჩა­შა­ლა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს კო­მოს ტბა­ზე გან­ტვირ­თვა მე­დი­ამ არ აპა­ტია.

ამი­ტომ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე მოლ­ხე­ნამ­დე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მე­ო­რე დი­ლას სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი­დან ჩა­ერ­თო და ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ას და­აბ­რა­ლა.

კო­მოს ტბა­ზე ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბიც ოჯა­ხებ­თან ერ­თად. მათ შო­რის გოჩა ენუ­ქი­ძე და ბექა ოდი­შა­რია. ოდი­შა­რია-გამ­ცემ­ლი­ძის წყვი­ლი წლე­ბია რაც ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლის ოჯახ­თან მე­გობ­რობს. მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, სა­დაც ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

კო­მოს ჩაშ­ლი­ლი წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ აშშ-ში ვი­ზი­ტის დროს გა­ა­სე­ირ­ნა. მა­შინ ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი კა­მე­რის ობი­ექ­ტივ­ში არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძი­სა და ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის შეხ­ვედ­რის დროს მოხ­ვდა.

რო­გორც ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­გორც ჩანს ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლიც სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე ოც­ნე­ბობ­და და მის ახ­დე­ნას სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით აპი­რებს. ამ­ბო­ბენ, რომ სი­ა­ში რი­გით 71-ე ნომ­რად პი­რა­დად არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა.

გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვილ­მა 2012 წლი­დან დღემ­დე 5 კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა. მისი მთა­ვა­რი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი კი მი­ლი­ო­ნო­ბით ლარს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან იღე­ბენ. მი­ლი­ო­ნერ­მა ბარ­ვე­ნაშ­ვილ­მა 2018 წელს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას 60 ათა­სი ლარი შეს­წი­რა. 2020 წლის 14 სექ­ტემ­ბერს კი მმარ­თველ პარ­ტი­ას ჩა­უ­რი­ცხა 60 ათა­სი ლარი.

გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლი მე­ო­რედ გახ­ლავთ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე მა­ი­კო მა­ი­სა­ძეა. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავს. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვილს ვაჟი ჰყავს, მა­ი­კო მა­ი­სა­ძეს კი გო­გო­ნა.

რო­გორც ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი გვიყ­ვე­ბა, გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვილს მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი ფული აქვს და ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იტა­ლია უყ­ვართ და და­ბა­დე­ბის დღე­ებს ყო­ველ­თვის იქ იხ­დი­ან.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ateisti
106

ეს კარგად დანაყრებული ხალხი ჩვენ გვიმტკიცებს, რომ მათ თუ არ ავირჩევთ, საქართველო დაიღუპება ... ხოლო არანაკლებ კარგად დანაყრებული მეორე ჯგუფი გვეუბნება, რომ სწორედ მაშინ დაიქცევა ქვეყანა, თუკი ისევ ამათ ავირჩევთ, ანუ თუ იმათ არ დავაბრუნებთ "კარმუშკასთან"! ... ჰო, ნამდვილად ამერია თავგზა, ვერანაირად ვერ ვხვდები, ჩემთვის რა განსხვავებაა? აუცილებლად წავალ არჩევნებზე და არც ნაცებს აგირჩევთ, და არც ქოცებს! 

Mamuka
15

სულ ცოოოტა ხალხზეც იფიქრეთ,ბევრი სიკეთის გაკეთება შეგიძლიათ თუ მოინდომებთ,მარა ინდომებთ კიი?ერთი 60 ათასი გაჭირვებულებზე რო გადაერცხა მაშინ დავიჯერბდი რო ადამიანია,ასე კი ფულის ტომარა მგონია და მეტი არაფერი

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

Ambebi.ge აგრძელებს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვედრილი ახალი სახეების გაცნობას და ამჯერად მკითხველის ყურადღებას გიორგი ბარვენაშვილზე შევაჩერებთ. შეიძლება ახლა ვერ გაიხსენოთ, ვინ არის ბარვენაშვილი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ყველა მედია მასზე წერდა და საუბრობდა.

გიორგი ბარვენაშვილის სახელი და გვარი მედიით პირველად 2019 წლის ნოემბერში გაჟღერდა. მაშინ სკანდალში გაეხვა "ქართული ოცნების" პოლიტელიტა, რომლებიც მილიონერის დაბადების დღეზე კომოს ტბაზე იყვნენ მიწვეულები.

მილანში სამუშაო ვიზით წასული კახი კალაძე, არჩილ თალაკვაძესთან და 30-მდე მეგობართან ერთად კომოს ტბაზე დააფიქსირეს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციული არჩევნების მიღების წესი პირველი მოსმენით ჩაშალა, პარლამენტის თავმჯდომარეს კომოს ტბაზე განტვირთვა მედიამ არ აპატია.

ამიტომ არჩილ თალაკვაძე იძულებული გახდა, რომ წვეულებაზე მოლხენამდე დაბრუნებულიყო საქართველოში და მეორე დილას საკუთარი კაბინეტიდან ჩაერთო და ყველაფერი ოპოზიციურ მედიას დააბრალა.

კომოს ტბაზე ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ სხვა დეპუტატებიც ოჯახებთან ერთად. მათ შორის გოჩა ენუქიძე და ბექა ოდიშარია. ოდიშარია-გამცემლიძის წყვილი წლებია რაც ბარვენაშვილის ოჯახთან მეგობრობს. მაკუნა გამცემლიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ბარვენაშვილი მეუღლესთან ერთად რომანტიკულ გარემოში იმყოფება.

გიორგი ბარვენაშვილი მეუღლესთან ერთად

კომოს ჩაშლილი წვეულების შემდეგ გიორგი ბარვენაშვილი არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში ვიზიტის დროს გაასეირნა. მაშინ ქართველი მილიონერი კამერის ობიექტივში არჩილ თალაკვაძისა და ქართული დიასპორის შეხვედრის დროს მოხვდა.

როგორც ქართველი ბიზნესმენების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს ბარვენაშვილიც საბოლოოდ პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობდა და მის ახდენას სწორედ "ქართული ოცნების" საშუალებით აპირებს. ამბობენ, რომ სიაში რიგით 71-ე ნომრად პირადად არჩილ თალაკვაძის კვოტით მოხვდა.

გიორგი ბარვენაშვილმა 2012 წლიდან დღემდე 5 კომპანია დააფუძნა. მისი მთავარი ბიზნესპარტნიორები კი მილიონობით ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. მილიონერმა ბარვენაშვილმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 60 ათასი ლარი შესწირა. 2020 წლის 14 სექტემბერს კი მმართველ პარტიას ჩაურიცხა 60 ათასი ლარი.

გიორგი ბარვენაშვილი მეორედ გახლავთ დაოჯახებული, მისი მეუღლე მაიკო მაისაძეა. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს. პირველი ქორწინებიდან გიორგი ბარვენაშვილს ვაჟი ჰყავს, მაიკო მაისაძეს კი გოგონა.

როგორც ოჯახთან დაახლოებული პირი გვიყვება, გიორგი ბარვენაშვილს მართლა ძალიან ბევრი ფული აქვს და ხშირად მოგზაურობს მეუღლესთან ერთად. თუმცა განსაკუთრებულად იტალია უყვართ და დაბადების დღეებს ყოველთვის იქ იხდიან.