მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია
დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია

და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმი­სას აყ­ვა­ნილ 19 მძე­ვალს შო­რის იყო, აცხა­დებს, რომ სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას არ აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ ხვიბ­ლი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

საქ­მე ეხე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი ბანკზე თავ­დამ­სხმე­ლის, ბად­რი ესე­ბუ­ას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლია.

"არა­ნა­ი­რი სა­ჩი­ვა­რი, ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ხვიბ­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 25 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი მას­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, გეგ­მავს მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს.

"გვა­რა­მი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სე­ნა­კის ბა­ზა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ზუგ­დიდ­ში, ერთ-ერთი ბან­კის ფი­ლი­ალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმი­სას აყ­ვა­ნი­ლი ერთ-ერთი მძევ­ლის, და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნის წა­მე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ამ დრო­ის­თვის იმ­ყო­ფე­ბა მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და მას­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, გეგ­მავს მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს. სა­მარ­თლებ­რივ და­ვას უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, კი­დევ ერთი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, თე­მურ ხვიბ­ლი­ა­ნი გეგ­მავს. პარ­ტი­ულ­მა ტე­ლე­ვი­ზია მთა­ვარ­მა არ­ხმა, 22 ოქ­ტომ­ბერს მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში, თე­მურ ხვიბ­ლი­ა­ნი თავ­დამ­სხმე­ლად და­ა­სა­ხე­ლა. და­ვით და თე­მურ ხვიბ­ლი­ა­ნე­ბის მხრი­დან სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ მხარ­და­ჭე­რას კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფარ­გლებ­ში“,- ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია

დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია

დავით ხვიბლიანი, რომელიც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას აყვანილ 19 მძევალს შორის იყო, აცხადებს, რომ საჩივრის შეტანას არ აპირებს. ამის შესახებ ხვიბლიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დავით ხვიბლიანი ბანკზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას თანამზრახველია.

"არანაირი საჩივარი, ყველაფერი ტყუილია", - განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც დავით ხვიბლიანი მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს.

"გვარამიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია მთავარმა არხმა, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!" - რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის  საქმეზე

"ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის" - რა დოკუმენტს ავრცელებს თავდაცვის უწყება თავდასხმაში ბრალდებულ პირზე

მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყო