მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!" - რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის  საქმეზე
"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!" - რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის  საქმეზე

გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გრძელ­დე­ბა სკან­და­ლუ­რი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და პირ­თა და­კი­თხვა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რის, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვალ­ტო­მი­ა­ნი საქ­მე უკვე აკინ­ძუ­ლია და ტო­მე­ბი ტო­მებს ემა­ტე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი 3 500 ჰა ტე­რი­ტო­რი­ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მის ფარ­გლებს გა­რეთ მოქ­ცე­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი და­კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის - და­ვით­გა­რე­ჯის და­კარ­გვის საფრ­თხის შექ­მნას ედა­ვე­ბა.

ბრალ­დე­ბულ­თა შედ­გე­ნილ ალ­ბო­მებ­ში და­ტა­ნი­ლია შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ზღვრის ამ­სახ­ვე­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც 2007 წლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის სა­ზღვარ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა-შე­თან­ხმე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იყო. ბრალ­დე­ბუ­ლებს კო­მი­სი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ჰქონ­დათ 1937-1938 წლე­ბის 1:200 000 მას­შტა­ბის რუკა, თუმ­ცა ისი­ნი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის წევ­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, უმა­ლავ­დნენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა ის სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. რუ­კის დე­და­ნი ილი­ჩო­ვას სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში იპო­ვეს. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა რუ­კის ალ­ბო­მებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გავ­ლე­ბი­სას გან­ზრახ გა­მო­ი­ყე­ნეს ისე­თი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად და სა­მარ­თლებ­რი­ვად არ ასა­ხავ­და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცი­ას მის კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­სა­ზღვრო ხაზ­ზე შე­თან­ხმე­ბი­სას ნაც­ვლად 1938 წლის კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლი­სა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი 1:100 000 და 1:50 000 მას­შტა­ბის რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხაზი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ორ­მხრი­ვად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და ჩვენს ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად გა­მო­ძი­ე­ბამ სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ჩა­ა­ტა­რა ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­შიც ჩა­ერ­თვნენ პრო­ფე­სო­რე­ბი და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი... ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კარ­ტოგ­რა­ფია-გე­ო­დე­ზი­ის და გე­ო­ინ­ფორ­მა­ტი­კის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი, კარ­ტოგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი თენ­გიზ გორ­დე­ზი­ა­ნი ერთ-ერ­თია იმ პრო­ფე­სი­ო­ნალ კარ­ტოგ­რა­ფებს შო­რის, რო­მელ­თაც ეს დას­კვნა შე­ი­მუ­შა­ვეს.

- ამ საქ­მე­ზე სექ­ტემ­ბერ­ში ორი კვი­რა 7 ექ­სპერ­ტი ვმუ­შა­ობ­დით, ყვე­ლა - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კარ­ტოგ­რა­ფი... პრო­კუ­რა­ტუ­რამ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა 1: 500 000 მას­შტა­ბის რუკა, რო­მელ­საც, რო­გორც კარ­ტოგ­რა­ფი, რუ­კა­საც ვერ ვუ­წო­დებ. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კალ­კა­ზე ამო­ნა­ხა­ზიც (ადრე, სა­ნამ კომ­პი­უ­ტე­რი გაჩ­ნდე­ბო­და, კარ­ტოგ­რა­ფე­ბი რუ­კი­დან ხე­ლით ხა­ზავ­დნენ). და­ვად­გი­ნეთ, რომ ეს ამო­ნა­ხა­ზი მი­ე­სა­და­გე­ბო­და 1:500 000 მას­შტა­ბის იმ კარ­ტოგ­რა­ფი­ულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, რო­მელ­ზეც ხე­ლია მო­წე­რი­ლი და არ მი­ე­სა­და­გე­ბო­და 1:500 000 მას­შტა­ბის რუ­კას, რო­მე­ლიც და­ბეჭ­დი­ლია 1938 წელს ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე თბი­ლის­ში, კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფაბ­რი­კა­ში. ფე­რა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­ყო­ფის რუკა და ის რუკა, რო­მელ­საც ეს მი­ე­სა­და­გე­ბო­და, არის ე.წ. სინ­კა ანუ ლურ­ჯი სინ­ჯი. მე, რო­გორც კარ­ტოგ­რაფ­მა, მა­შინ ვთქვი, რომ ეს არ არის რუკა, ეს არის ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­ყო­ფის რუ­კის ერთი პლან­შე­ტი, ერთი ფურ­ცე­ლი, რო­მელ­საც არა აქვს ლე­გენ­და. თუ რუ­კას ლე­გენ­და არ აქვს, ჩვენ მას ვერ წა­ვი­კი­თხავთ. რაც მთა­ვა­რია, ამ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე არ ჩან­და ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის სი­მაღ­ლე­ე­ბი, მწვერ­ვა­ლე­ბი. სა­ზღვრის დად­გე­ნის დროს მთა­ვა­რი არის რე­ლი­ე­ფი. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სა­ზღვა­რი გაგ­ვყავს თხემ­ზე, ბუ­ნებ­რივ ბა­რი­ერ­ზე, ამ რუ­კა­ზე კი არა­ფე­რი იკი­თხე­ბა. რე­ლი­ე­ფის ფორ­მე­ბი არ არის. იზო­ფიქ­სე­ბი არის ხა­ზე­ბი რუ­კა­ზე, რომ­ლე­ბიც ერ­თნა­ირ აბ­სო­ლუ­ტურ სი­მაღ­ლე­ებს აერ­თებს; სიქ­სო­მენ­ტი­უ­ლი ხა­ზე­ბი, სა­ფე­ხუ­რე­ბი არ ჩან­და; ასე­ვე არ ჩან­და და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი. ერთი სი­ტყვით, შე­თან­ხმე­ბა არას­რულ­ფა­სო­ვან კარ­ტოგ­რა­ფი­ულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბო­და 500 000-იანი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ 1:200 000 სამ­ხედ­რო მას­შტა­ბის რუკა. ისიც ვერ გა­მი­გია, რა­ტომ უწო­დე­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ საქ­მეს კარ­ტოგ­რაფ­თა საქ­მეს, როცა არც ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი კარ­ტოგ­რა­ფი არ არის. ორი­ვე მი­წათ­მომ­წყო­ბია და ეს სულ სხვა სფე­როა. კარ­ტოგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცია, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც მე ვარ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რია და ყვე­ლა კარ­ტოგ­რა­ფი ჩვენ­თან არის გა­წევ­რე­ბუ­ლი. ჩრდილს არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან მი­წათ­მო­წყო­ბა­ში და არა - კარ­ტოგ­რა­ფი­ა­ში. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!" - რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის  საქმეზე

"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!" - რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის  საქმეზე

გენერალურ პროკურატურაში გრძელდება სკანდალური საქმის გამოძიება და პირთა დაკითხვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, ივერი მელაშვილისა და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მრავალტომიანი საქმე უკვე აკინძულია და ტომები ტომებს ემატება. დაკავებულებს ბრალი 3 500 ჰა ტერიტორიის საქართველოს საწინააღმდეგოდ მის ფარგლებს გარეთ მოქცევასა და საქართველოს ისტორიული დაკულტურული ძეგლის - დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხის შექმნას ედავება.

ბრალდებულთა შედგენილ ალბომებში დატანილია შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთები, რომლებიც 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, გამოძიების ცნობით, ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების ძირითადი სახელმძღვანელო იყო. ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის პერიოდში ჰქონდათ 1937-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკა, თუმცა ისინი სამთავრობო კომისიის წევრებს, სავარაუდოდ, უმალავდნენ ამ ინფორმაციას, რათა ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში არ გამოეყენებინათ. რუკის დედანი ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში იპოვეს. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. გამოძიების ცნობით, დელიმიტაციის პროცესში სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000 და 1:50 000 მასშტაბის რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზი, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და ჩვენს ისტორიულ საზღვარს ეწინააღმდეგებოდა. ამის დასადასტურებლად გამოძიებამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაატარა ექსპერტიზა, რომელშიც ჩაერთვნენ პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის ექსპერტები... ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიის და გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი, კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი ერთ-ერთია იმ პროფესიონალ კარტოგრაფებს შორის, რომელთაც ეს დასკვნა შეიმუშავეს.

- ამ საქმეზე სექტემბერში ორი კვირა 7 ექსპერტი ვმუშაობდით, ყველა - პროფესიონალი კარტოგრაფი... პროკურატურამ წარმოგვიდგინა 1: 500 000 მასშტაბის რუკა, რომელსაც, როგორც კარტოგრაფი, რუკასაც ვერ ვუწოდებ. წარმოდგენილი იყო კალკაზე ამონახაზიც (ადრე, სანამ კომპიუტერი გაჩნდებოდა, კარტოგრაფები რუკიდან ხელით ხაზავდნენ). დავადგინეთ, რომ ეს ამონახაზი მიესადაგებოდა 1:500 000 მასშტაბის იმ კარტოგრაფიულ გამოსახულებას, რომელზეც ხელია მოწერილი და არ მიესადაგებოდა 1:500 000 მასშტაბის რუკას, რომელიც დაბეჭდილია 1938 წელს ქართულ და რუსულ ენებზე თბილისში, კარტოგრაფიულ ფაბრიკაში. ფერადი ადმინისტრაციული დაყოფის რუკა და ის რუკა, რომელსაც ეს მიესადაგებოდა, არის ე.წ. სინკა ანუ ლურჯი სინჯი. მე, როგორც კარტოგრაფმა, მაშინ ვთქვი, რომ ეს არ არის რუკა, ეს არის ამიერკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფის რუკის ერთი პლანშეტი, ერთი ფურცელი, რომელსაც არა აქვს ლეგენდა. თუ რუკას ლეგენდა არ აქვს, ჩვენ მას ვერ წავიკითხავთ. რაც მთავარია, ამ გამოსახულებაზე არ ჩანდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, როგორიც არის სიმაღლეები, მწვერვალები. საზღვრის დადგენის დროს მთავარი არის რელიეფი. არის შემთხვევები, როცა საზღვარი გაგვყავს თხემზე, ბუნებრივ ბარიერზე, ამ რუკაზე კი არაფერი იკითხება. რელიეფის ფორმები არ არის. იზოფიქსები არის ხაზები რუკაზე, რომლებიც ერთნაირ აბსოლუტურ სიმაღლეებს აერთებს; სიქსომენტიული ხაზები, საფეხურები არ ჩანდა; ასევე არ ჩანდა დასახლებული პუნქტები. ერთი სიტყვით, შეთანხმება არასრულფასოვან კარტოგრაფიულ გამოსახულებაზეა გაფორმებული. არ შეიძლებოდა 500 000-იანი არასრულფასოვანი კარტოგრაფიული გამოსახულებით სარგებლობა, უნდა გამოეყენებინათ 1:200 000 სამხედრო მასშტაბის რუკა. ისიც ვერ გამიგია, რატომ უწოდებენ ჟურნალისტები ამ საქმეს კარტოგრაფთა საქმეს, როცა არც ერთი დაკავებული კარტოგრაფი არ არის. ორივე მიწათმომწყობია და ეს სულ სხვა სფეროა. კარტოგრაფთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც მე ვარ, საერთაშორისო ასოციაციის წევრია და ყველა კარტოგრაფი ჩვენთან არის გაწევრებული. ჩრდილს არავის ვაყენებ, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან მიწათმოწყობაში და არა - კარტოგრაფიაში. გააგრძელეთ კითხვა

"გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ლაგოდეხში ინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალებაზე

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია