მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის" - რა დოკუმენტს ავრცელებს თავდაცვის უწყება თავდასხმაში ბრალდებულ პირზე
"ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის" - რა დოკუმენტს ავრცელებს თავდაცვის უწყება თავდასხმაში ბრალდებულ პირზე

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენტს ავ­რცე­ლებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი - ბად­რი ესე­ბუა მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე არ არის. უწყე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი ბად­რი ესე­ბუა 2019 წელს და­ი­თხო­ვეს.

რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნი­კო­ლოზ მო­ლო­დი­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ “სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე”, ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენტს ავ­რცე­ლე­ბენ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის „მთა­ვა­რი არ­ხის“ მიერ გრძელ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თით­ქოს, ზუგ­დიდ­ში, ერთ-ერთი ბან­კის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დამ­სხმე­ლი მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ჯა­რო გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თეთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი არ არის მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია და ზო­გი­ერ­თი ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი უგულ­ვე­ბელ­ყოფს ამ ფაქტს და შეგ­ნე­ბუ­ლად ავ­რცე­ლებს სრუ­ლად სა­პი­რის­პი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვავ­რცე­ლებთ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენტს, რომ­ლი­თაც მტკიც­დე­ბა, რომ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი, ბად­რი ესე­ბუა არ არის მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე“, - აცხა­დებს მო­ლო­დი­ნაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის" - რა დოკუმენტს ავრცელებს თავდაცვის უწყება თავდასხმაში ბრალდებულ პირზე

"ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის" - რა დოკუმენტს ავრცელებს თავდაცვის უწყება თავდასხმაში ბრალდებულ პირზე

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული პირი - ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის. უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი ბადრი ესებუა 2019 წელს დაითხოვეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი აცხადებს, რომ “საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებენ.

"ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს, ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, - აცხადებს მოლოდინაშვილი.

აქციაზე ბუბა კიკაბიძემ "თბილისოს" ნაწილი რუსულად იმღერა

გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლის იუბილეს უპრეცედენტო აქციით აღნიშნავს

"კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული, თუმცა დახურული ბაღები ეტაპობრივად იხსნება" - კახაბერ გვანცელაძე