სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?
რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

დღეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 1 731 შემ­თხვე­ვი­დან, თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 636 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, აჭა­რა­ში - 333, იმე­რეთ­ში - 320, ქვე­მო ქარ­თლში - 121, შიდა ქარ­თლში - 76, გუ­რი­ა­ში - 18, სა­მეგ­რე­ლო­სა და ზემო სვა­ნეთ­ში - 119, კა­ხეთ­ში - 45, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში - 9, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში - 39, რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში - 15, ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

„დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ინ­ფექ­ცი­ის 1 731 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. პირ­ვე­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვი­დან დღემ­დე ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­ვიდ 19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 33 858-ს შე­ად­გენს.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, გრძელ­დე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ზრდის კუ­თხით. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ბოლო 24 სა­ათ­ში გვყავს 2 197 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 14 829-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გარ­დაც­ვლი­ლია 15 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 4 ადა­მი­ა­ნი, აჭა­რა­ში - 7, ხოლო იმე­რეთ­ში - 4 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ად­გენს 253 ადა­მი­ანს.

ამ ეტაპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არის 18 750. 4 022 მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 012, აჭა­რა­ში - 673. მძი­მე პა­ცი­ენ­ტი არის 521, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 267, აჭა­რა­ში - 73. აქე­დან, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე არის 120 პირი - მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 67, აჭა­რა­ში - 23. 2 344 პირი არის კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც გა­დის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, მათ შო­რის, 824 - აჭა­რა­ში, ხოლო 1 250 - თბი­ლის­ში; 12 384 მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში გვყავს 3 507 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 726, აჭა­რა­ში-1 788.

სულ 6-27 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ზღვრი­დან გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 9 390 პირი.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 29 001 პირი, სა­ი­და­ნაც თბი­ლის­ში - 3 283 პირი, აჭა­რა­ში - 11 793, იმე­რეთ­ში - 4 072.

ეს გახ­ლავთ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ამ ეტა­პის­თვის, რო­მე­ლიც ასა­ხავს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 15 პა­ცი­ენ­ტი­დან, 4 თბი­ლის­ში და­ი­ღუ­პა.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, იმე­რეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ი­ღუ­პა 4 პა­ცი­ენ­ტი, აჭა­რის რე­გი­ონ­ში კი 7.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 253-ს შე­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 731 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 33 858-ს შეადგენს.

როგორც აღვნიშნეთ, გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 14 829-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 7, ხოლო იმერეთში - 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.

ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750. 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 012, აჭარაში - 673. მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში - 267, აჭარაში - 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი - მათ შორის, თბილისში - 67, აჭარაში - 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 - აჭარაში, ხოლო 1 250 - თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 726, აჭარაში-1 788.

სულ 6-27 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 390 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, საიდანაც თბილისში - 3 283 პირი, აჭარაში - 11 793, იმერეთში - 4 072.

ეს გახლავთ სტატისტიკური მონაცემები ამ ეტაპისთვის, რომელიც ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილი 15 პაციენტიდან, 4 თბილისში დაიღუპა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმერეთში კორონავირუსით დაიღუპა 4 პაციენტი, აჭარის რეგიონში კი 7.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 253-ს შეადგენს.

"ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის" - რა დოკუმენტს ავრცელებს თავდაცვის უწყება თავდასხმაში ბრალდებულ პირზე

მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყო

"მშობლებისთვის უთქვამს, ფილტვები მტკივა და თბილისში უნდა წავიდეო" - რას ამბობენ ბადრი ესებუას ნათესავები