სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა
"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

32 წლის თა­თია ხურ­ცი­ძე Covid-19-ის დი­აგ­ნო­ზით კლი­ნი­კა "ჯერ­არსში" გუ­შინ, დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. კლი­ნი­კა­ში Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს თან­მხლე­ბი და­ავ­დე­ბე­ბიც ჰქონ­და, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან ამას კავ­ში­რი არ აქვს.

"გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და პნევ­მო­ნია. მას ჰქონ­და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც, მაგ­რამ ამას არ გა­მო­უწ­ვე­ვია მისი დამ­ძი­მე­ბა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სი გახ­და", - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა "ჯერ­არსში".

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი თა­თია ხურ­ცი­ძეა. იგი ქუ­თა­ის­ში ქმარ­თან და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. ფლობ­და სას­ტუმ­როს, სა­დაც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბა, რომ თა­თი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს ამის გამო საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და.

"თა­თი­ას­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ იბა­დე­ბი­ან. იშ­ვი­ა­თად კე­თი­ლი, მებ­რძო­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ის არ შე­უ­შინ­და სიმ­სივ­ნე­საც, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით ებ­რძო­და. ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი არ ვიცი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია. ქუ­თა­ის­ში იყო, ვირუ­სი რომ და­უდ­გინ­და, შემ­დეგ რომ დამ­ძიმ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, თბი­ლის­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. 17 ოქ­ტომ­ბრი­დან მკურ­ნა­ლობ­და კლი­ნი­კა "ჯერ­არსში". ბოლო დღე­ე­ბი აპა­ტარ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი. ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. სა­შინ­ლად გან­ვიც­დით ყვე­ლა. ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლას უყ­ვარ­და", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იოსები
6

ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას.

 

ნატა
0

ვიზიარებ ასეთი ახალგაზრდა რატომ უნდა ტოვებდეს უდროოდ ოჯახს,შვილებს.ნათელი მის ხსოვნას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

32 წლის თათია ხურციძე Covid-19-ის დიაგნოზით კლინიკა "ჯერარსში" გუშინ, დილით გარდაიცვალა. კლინიკაში Ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალს თანმხლები დაავდებებიც ჰქონდა, თუმცა პაციენტის გარდაცვალებასთან ამას კავშირი არ აქვს.

"გარდაცვალების მიზეზი გახდა კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია. მას ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა", - აცხადებენ კლინიკა "ჯერარსში".

გარდაცვლილი ქალი თათია ხურციძეა. იგი ქუთაისში ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ფლობდა სასტუმროს, სადაც საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობდა. კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ნათესავი Ambebi.ge-სთან საუბარში ყვება, რომ თათიას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მის სიცოცხლეს ამის გამო საფრთხე არ ემუქრებოდა.

"თათიასნაირი ადამიანები არ იბადებიან. იშვიათად კეთილი, მებრძოლი და თბილი ადამიანი იყო. ის არ შეუშინდა სიმსივნესაც, რომელსაც წარმატებით ებრძოდა. ჰორმონალური პრობლემებისგან გამოწვეული სიმსივნე ჰქონდა, ზუსტი დიაგნოზი არ ვიცი. დაინფიცირების წყარო უცნობია. ქუთაისში იყო, ვირუსი რომ დაუდგინდა, შემდეგ რომ დამძიმდა მისი მდგომარეობა, თბილისში გადავიყვანეთ. 17 ოქტომბრიდან მკურნალობდა კლინიკა "ჯერარსში". ბოლო დღეები აპატარზე იყო შეერთებული. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. საშინლად განვიცდით ყველა. ისეთი ადამიანი იყო, ყველას უყვარდა", - ამბობს გარდაცვლილი ქალის ნათესავი.

"გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ლაგოდეხში ინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალებაზე

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია