სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი" - რაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში
"მინდა დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი" - რაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში

„მინ­და გი­თხრათ და დაგ­პირ­დეთ, რომ მო­მა­ვა­ლი 4 წელი იქ­ნე­ბა სა­მეგ­რე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლოს აღმშე­ნებ­ლო­ბის წელი“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ წა­ლენ­ჯი­ხა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ან­გა­რი­ში­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

„დღეს ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა გზე­ბის გაყ­ვა­ნი­სა და გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ არის რო­გორც სას­მე­ლი, ასე­ვე სა­ი­რი­გა­ციო წყა­ლი. 2024 წლის­თვის ჩვენს 2 მი­ლი­ონ 800 000 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რი, 24-სა­ა­თი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვენ, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა და­ვამ­სგავ­სოთ ევ­რო­პულ და სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქე­ბის ცხოვ­რე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია და ჩვენ ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ ერ­თად. არ­ჩევ­ნე­ბი­დან მე­ო­რე დღეს და­ი­წყე­ბა მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად - წა­ლენ­ჯი­ხა­ში, ზუგ­დიდ­ში, თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში და ყველ­გან. რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ დავ­ხარ­ჯავთ მი­ნი­მუმ 20 მი­ლი­არდ ლარს, აქე­დან თი­თო­ე­უ­ლი ლარი უნდა მოხ­მარ­დეს ისეთ მიზ­ნებს და პროგ­რა­მებს, რო­მე­ლიც მივა თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქემ­დე და ოჯა­ხამ­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ სად ცხოვ­რობს ის. მინ­და გი­თხრათ და დაგ­პირ­დეთ, რომ მო­მა­ვა­ლი 4 წელი იქ­ნე­ბა სა­მეგ­რე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლოს აღმშე­ნებ­ლო­ბის წელი. ეს იქ­ნე­ბა ის ოთხი წელი, რო­დე­საც ჩვენ სა­ბო­ლო­ოდ გა­ვუმკლავ­დე­ბით სის­ტე­მურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ხარ­ვე­ზებს, ეს იქ­ნე­ბა გზე­ბი, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა, სკო­ლე­ბი, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი და სის­ტე­მუ­რი ჯან­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ, ყვე­ლამ ერ­თად უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ვი­ცხოვ­როთ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ერ, თა­ვი­სუ­ფალ, სა­მარ­თლი­ან და რაც მთა­ვა­რია, ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
2

ანუ,,მოდის ნანატრი მე-4-ე წელი,,,რა (ბედნიერებაა),ღირდა 8 წელი ლოდინი,,,

Ilona
5

"სამეგრელოს და საქართველოს" რას ნიშნავს ცალ-ცალკე,ერთად არ ითქმებოდა მთლიანად საქართველო?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"მინდა დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი" - რაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში

"მინდა დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი" - რაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში

„მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო.

„დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანისა და გაზიფიცირების შემდეგ არის როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო წყალი. 2024 წლისთვის ჩვენს 2 მილიონ 800 000 საქართველოს მოქალაქეს ექნება ნორმალური, 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპულ და საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას. ეს ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყება მისი განხორციელება ყოველდღიურად - წალენჯიხაში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, თელავში და ყველგან. როდესაც ვამბობ, რომ დავხარჯავთ მინიმუმ 20 მილიარდ ლარს, აქედან თითოეული ლარი უნდა მოხმარდეს ისეთ მიზნებს და პროგრამებს, რომელიც მივა თითოეულ მოქალაქემდე და ოჯახამდე, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს ის. მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი. ეს იქნება ის ოთხი წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემურ ინფრასტრუქტურის ხარვეზებს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, სკოლები, საბავშვო ბაღები და სისტემური ჯანდაცვის ობიექტები, რომლებიც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მივიყვანოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, ევროპულ სახელმწიფოში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"შორიდან "სკაიპით" ჩართული ლიდერის განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეაფასება მიეცეს" - პრემიერი სააკაშვილს პასუხობს

ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ "ქართული ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom