პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოცხალი და უვნებელი ვარ. უფრო ის მადარდებს, რა ფერის კოსტიუმი ჩავიცვა შენი და მიშიკოს დაკრძალვაზე" - რას წერს აზერბაიჯანელების მიერ მოკლულად გამოცხადებული ვაჰაგნ ჩახალიანი
"ცოცხალი და უვნებელი ვარ. უფრო ის მადარდებს, რა ფერის კოსტიუმი ჩავიცვა შენი და მიშიკოს დაკრძალვაზე" - რას წერს აზერბაიჯანელების მიერ მოკლულად გამოცხადებული ვაჰაგნ ჩახალიანი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნი ყა­რა­ბაღ­ში და­ი­ღუ­პა. მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ პრე­სა­ში და­ქი­რა­ვე­ბულ მებ­რძო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. სომ­ხურ მხა­რეს ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია. ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კი გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი, რო­მელ­შიც წერს, რომ ცო­ცხა­ლია და ჯან­მრთე­ლად არის.

"მო­ვე­დი გი­თხრათ, რომ ამ დღე­ებ­ში ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ (პრო­ა­ლი­ე­ვურ და პრო­სა­ა­კაშ­ვი­ლურ) მა­ს­მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა...

P.S. ილი­უშ (იგუ­ლის­ხმე­ბა ილ­ხამ ალი­ე­ვი - ს.კ.), შენ­მა დაზ­ვერ­ვამ და სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ­მა აგენ­ტუ­რულ­მა ქსელ­მა კი­დევ ერთხელ მო­გი­ტა­ნათ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია და ამით თქვე­ნი, სუ­ლე­ლე­ბის დე­ზორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა. რო­გორც ხე­დავთ, მე ცო­ცხა­ლი და უვ­ნე­ბე­ლი ვარ. და რო­გორც ერთ-ერ­თმა კლა­სი­კოს­მა თქვა, მე უფრო მე­ტად ის მა­დარ­დებს, თუ რა ფე­რის კოს­ტი­უ­მი ჩა­ვიც­ვა შენი და მი­ში­კოს დაკ­რძალ­ვა­ზე...

P.P.S. მათ შე­სა­ხებ, ვინც აზერ­ბა­ი­ჯან­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ფე­ი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით აღ­ფრთო­ვან­და, ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხეთ­ში გა­ხა­რე­ბუ­ლებს, მათ­ზე ომის შემ­დეგ...“, - წერს ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნი.

  • ვინ არის ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნი?

ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნი არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რის "ერ­თი­ა­ნი ჯა­ვა­ხკის" თავ­მჯდო­მა­რე. ის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2008 წლის 21 ივ­ლისს და­ა­პა­ტიმ­რეს. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომამ­დე ცოტა ხნით ადრე ახალ­ქა­ლაქ­ში მღელ­ვა­რე­ბა და­ი­წყო. 17 ივ­ლისს თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე, პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სის სახ­ლთან აფეთ­ქე­ბა მოხ­და, არა­ვინ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, და­იმ­სხვრა მხო­ლოდ მე­ზო­ბე­ლი სახ­ლე­ბის ფან­ჯრის მი­ნე­ბი. ეჭვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ერ­თი­ა­ნი ჯა­ვა­ხკის" წევ­რებ­ზე მი­ი­ტა­ნეს, რომ­ლე­ბიც 17 ივ­ლი­სის ღა­მეს ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნის სახ­ლში იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. ახალ­ქა­ლაქ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოვ­ლე­ნე­ბი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბით გაგ­რძელ­და. ჩა­ხა­ლი­ა­ნის სახ­ლი­სა და "ერ­თი­ა­ნი ჯა­ვა­ხკის" რა­დი­ოს შე­ნო­ბა­ში ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბი­დან სამი დღის შემ­დეგ, 21 ივ­ლისს პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლურ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ია­რა­ღი იპო­ვეს და ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნი, მისი ძმა და მამა და­ა­პა­ტიმ­რეს. ეს მოვ­ლე­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბამ პო­ლი­ცი­ის უფ­როს­თან სამ­ველ პეტ­რო­სი­ან­თან ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნის პი­რად და­პი­რის­პი­რე­ბას და­უ­კავ­ში­რა, რა­საც ის უარ­ყოფ­და.

სა­სა­მარ­თლოს და­წყე­ბამ­დე ჩა­ხა­ლი­ანს 13 ბრალ­დე­ბა ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 7 ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა, რად­გან ისი­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ და­ამ­ტკი­ცა. და­ნარ­ჩე­ნი 6 ბრალ­დე­ბით მას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. კერ­ძოდ, მას ბრა­ლად ედე­ბო­და მა­სობ­რივ არე­უ­ლო­ბებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ია­რა­ღის ტა­რე­ბა-შე­ნახ­ვა-შე­ძე­ნა და ხუ­ლიგ­ნო­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ, ჩა­ხა­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, 2013 წლის 24 იან­ვარს ცი­ხი­დან ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რა­საც დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. სომ­ხურ წრე­ებ­ში ეს ფაქ­ტი ისე მი­ი­ღეს, რო­გორც გმი­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი იყო რე­აქ­ცია თა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­შიც. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვა­ჰაგნს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მთა­ვა­რი მტე­რი" და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის პირ­და­პი­რი რე­ზი­დენ­ტი უწო­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
10

იმის იქითაც გზა გქონია..

muamar kadafi
21

დაქირავებულები ციხეში

ავტორი:

"ცოცხალი და უვნებელი ვარ. უფრო ის მადარდებს, რა ფერის კოსტიუმი ჩავიცვა შენი და მიშიკოს დაკრძალვაზე" - რას წერს აზერბაიჯანელების მიერ მოკლულად გამოცხადებული ვაჰაგნ ჩახალიანი

"ცოცხალი და უვნებელი ვარ. უფრო ის მადარდებს, რა ფერის კოსტიუმი ჩავიცვა შენი და მიშიკოს დაკრძალვაზე" - რას წერს აზერბაიჯანელების მიერ მოკლულად გამოცხადებული ვაჰაგნ ჩახალიანი

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირების დროს საქართველოს მოქალაქე ვაჰაგნ ჩახალიანი ყარაბაღში დაიღუპა. მას აზერბაიჯანულ პრესაში დაქირავებულ მებრძოლად მოიხსენიებენ. სომხურ მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ვაჰაგნ ჩახალიანის "ფეისბუქის" პირად გვერდზე კი გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც წერს, რომ ცოცხალია და ჯანმრთელად არის.

"მოვედი გითხრათ, რომ ამ დღეებში ქართულ და აზერბაიჯანულ (პროალიევურ და პროსააკაშვილურ) მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება...

P.S. ილიუშ (იგულისხმება ილხამ ალიევი - ს.კ.), შენმა დაზვერვამ და სომხეთსა და საქართველოში მოქმედმა აგენტურულმა ქსელმა კიდევ ერთხელ მოგიტანათ არასწორი ინფორმაცია და ამით თქვენი, სულელების დეზორგანიზება მოახდინა. როგორც ხედავთ, მე ცოცხალი და უვნებელი ვარ. და როგორც ერთ-ერთმა კლასიკოსმა თქვა, მე უფრო მეტად ის მადარდებს, თუ რა ფერის კოსტიუმი ჩავიცვა შენი და მიშიკოს დაკრძალვაზე...

P.P.S. მათ შესახებ, ვინც აზერბაიჯანში და საქართველოში იმ ფეიკური ინფორმაციით აღფრთოვანდა, ყველაფერი ისედაც გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება სომხეთში გახარებულებს, მათზე ომის შემდეგ...“, - წერს ვაჰაგნ ჩახალიანი.

  • ვინ არის ვაჰაგნ ჩახალიანი?

ვაჰაგნ ჩახალიანი არის დემოკრატიული კავშირის "ერთიანი ჯავახკის" თავმჯდომარე. ის საქართველოს ეროვნული უშიშროების თანამშრომლებმა 2008 წლის 21 ივლისს დააპატიმრეს. რუსეთ-საქართველოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ახალქალაქში მღელვარება დაიწყო. 17 ივლისს თამარ მეფის ქუჩაზე, პოლიციის მაშინდელი უფროსის სახლთან აფეთქება მოხდა, არავინ დაზიანებულა, დაიმსხვრა მხოლოდ მეზობელი სახლების ფანჯრის მინები. ეჭვი ორგანიზაცია "ერთიანი ჯავახკის" წევრებზე მიიტანეს, რომლებიც 17 ივლისის ღამეს ვაჰაგნ ჩახალიანის სახლში იყვნენ შეკრებილი. ახალქალაქში კრიმინალური ხასიათის მოვლენები დაპატიმრებებით გაგრძელდა. ჩახალიანის სახლისა და "ერთიანი ჯავახკის" რადიოს შენობაში ჩხრეკის ჩატარებიდან სამი დღის შემდეგ, 21 ივლისს პოლიციის სპეციალურმა თანამშრომლებმა იარაღი იპოვეს და ვაჰაგნ ჩახალიანი, მისი ძმა და მამა დააპატიმრეს. ეს მოვლენები მოსახლეობამ პოლიციის უფროსთან სამველ პეტროსიანთან ვაჰაგნ ჩახალიანის პირად დაპირისპირებას დაუკავშირა, რასაც ის უარყოფდა.

სასამართლოს დაწყებამდე ჩახალიანს 13 ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომელთა შორისაც 7 ბრალდება მოეხსნა, რადგან ისინი პროკურატურამ ვერ დაამტკიცა. დანარჩენი 6 ბრალდებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, მას ბრალად ედებოდა მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობა, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენა და ხულიგნობა.

საბოლოოდ, ჩახალიანი ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლის 24 იანვარს ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. სომხურ წრეებში ეს ფაქტი ისე მიიღეს, როგორც გმირის გათავისუფლება. არაერთგვაროვანი იყო რეაქცია თავად საქართველოშიც. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ვაჰაგნს "საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი" და რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი რეზიდენტი უწოდეს.

იხილეთ ვიდეო

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 7 სოფელი გაათავისუფლა - "დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ამან ვერ გატეხა ჩვენი ნება"

ვლადიმირ პუტინი: "რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის დასასრულებლად"

"ზუსტად ასეთი გაპარტახებული წარმომედგინა..." - ტყედ ქცეული ქართველთა საფლავები აფხაზეთში, რომელიც რუსი ბლოგერის ობიექტივში მოხვდა