სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ მოითხოვოს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთმა, ჩვენს თანხმობას დაელოდება?.. რას ვიზამთ, ჩამოვყრით თვითმფრინავებს?" - ექსპერტი
"რომ მოითხოვოს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთმა, ჩვენს თანხმობას დაელოდება?.. რას ვიზამთ, ჩამოვყრით თვითმფრინავებს?" - ექსპერტი

მი­უ­ხე­და­ვად სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში კვლავ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. შე­გახ­სე­ნებთ, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის აშშ-ის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის კი­დევ ერთი შე­თან­ხმე­ბა ძა­ლა­ში გუ­შინ, დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან შე­ვი­და, თუმ­ცა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მხა­რე­ებ­მა მის დარ­ღვე­ვა­ში ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და­ი­წყეს.

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი, რო­გორც ჩანს, კარ­გა ხანს არ დას­რულ­დე­ბა. ჩვენ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის, კონ­სტან­ტინ ზა­ტუ­ლი­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სე­თი­დან სომ­ხეთ­ში, შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო ძა­ლე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­იგ­ზავ­ნოს. მისი თქმით, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთს რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო რე­ვან­ში სურთ, ამი­ტომ რუ­სეთ­მა უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა. ამ სა­კი­თხზე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- დიახ, ის, რაც ახლა რე­გი­ონ­ში ხდე­ბა, კარ­გა ხანს არ დას­რულ­დე­ბა. აქ მხო­ლოდ სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ომზე არ არის ლა­პა­რა­კი, აქ დიდი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ჭი­დი­ლია - სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის და ნელ-ნელა ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში სხვა ქვეყ­ნე­ბიც აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ჩათ­რე­უ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ტყდე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ზე - თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ზე და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ზეც. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ პრო­ცე­სი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვა ისე, რო­გორც მას უნდა, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ჯერ ერთი, ვერ გა­მო­ვა იმი­ტომ, რომ უდი­დე­სი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრეს­ტიჟს ის­ლა­მის­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამას უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რაფ­რით გა­მო­ას­წო­რებს. სულ მიკ­ვირ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ტომ ებ­რძვის რე­ლი­გი­უ­რი ფაქ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბას. ახლა გა­სა­გე­ბია - ისე­დაც ისე­თი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა აქვს თა­ვის რი­გებ­ში ის­ლა­მის­ტე­ბის მი­ღე­ბით, ახლა რე­ლი­გი­უ­რი ფაქ­ტო­რიც რომ და­ა­მა­ტოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის მთლად და­ი­ხუ­რე­ბა და­სავ­ლე­თი­სა და ევ­რო­პის კარი.

ამას რა მოჰ­ყვე­ბა, რო­გორ გა­იზ­რდე­ბა ის­ლა­მის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რე­გი­ონ­ში? რო­გორ და­ე­ტყო­ბა ეს მთელ კავ­კა­სი­ას? რა ფორ­მით ჩა­ერ­თვე­ბა პრო­ცეს­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ია­ტაკ­ქვე­შე­თი? მოკ­ლედ, ეს არის მრა­ვა­ლას­პექ­ტი­ა­ნი პრობ­ლე­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხე­თის მდგო­მა­რე­ო­ბას, ისიც მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­შია. ჯერ ერთი, სომ­ხუ­რი არ­მია სამ­ხედ­რო მარ­ცხს მარ­თლა გა­ნიც­დის; ასე­ვე ცხა­დად ჩანს, რომ მისი მო­კავ­ში­რე რუ­სე­თი ცდი­ლობს წა­უ­გე­ბელ თა­მაშს და შუ­ა­ში ჩად­გო­მას მა­შინ, როცა სომ­ხეთს მის­გან დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მოკ­ლედ, სო­მე­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია...

ამავდრო­უ­ლად, ჩვენ ვუშ­ვებთ შეც­დო­მას, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც სრუ­ლი­ად პა­სი­უ­რია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბევ­რს ვე­რა­ფერს მოს­თხოვ ღია პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სი­უ­რო­ბა არ მეს­მის. ვის აღარ შევ­თა­ვა­ზე, რომ უფრო მე­ტად ვიხ­მა­უ­როთ და ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ მსოფ­ლი­ოს, მაგ­რამ არ ინ­დო­მე­ბენ - ამით არა­ფე­რი გა­მო­ვაო, რაც მცდა­რი მიდ­გო­მაა. ამ დროს ვი­საც არ ეზა­რე­ბა, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბით - სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან. ვერც წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს! ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას სჭირ­დე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, რა­ზეც მუ­შა­ო­ბენ თუ არა, არ ვიცი.

ზა­ტუ­ლი­ნის გან­ცხა­დე­ბა რა­ტომ გაგ­ვიკ­ვირ­და?! რომ მო­ი­თხო­ვოს ჩვე­ნი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბა რუ­სეთ­მა, ჩვენს თან­ხმო­ბას და­ე­ლო­დე­ბა? რა თქმა უნდა, არა. და რას ვი­ზამთ, ჩა­მოვყრით თვითმფრი­ნა­ვებს? ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ხმა­უ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მო­კავ­ში­რე­ო­ბა. მა­ო­ცებს, რო­გორ ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი მტრე­ბი, რო­დე­საც სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ია­რა­ღის მთა­ვარ მიმ­წო­დებ­ლად ლა­მის სა­ქარ­თვე­ლო გა­მოჰ­ყავთ. ამ შავ პრო­პა­გან­და­ზე მუ­შა­ობს რუ­სე­თი, რო­მე­ლიც თვი­თონ არის მთა­ვა­რი მიმ­წო­დე­ბე­ლი და არ გა­მო­რი­ცხოთ თურ­ქე­თიც. ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი გა­დაჰ­ყვა არ­ჩევ­ნებ­სა თუ შიდა პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას! უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ იმ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და რის­კებს, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის წი­ნა­შე წარ­მო­იშ­ვა, ნელ-ნელა იზ­რდე­ბა და ხვალ-ზეგ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი გახ­დე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sergo
72

სწორს ამბობს.

მამუკ-ჯერ-არავის-უთქვამს ?
42

არეშიძევ-შენი-ექსპერტობა-არ-გეიშვა !

ახლა-გეეუბნები-კგბ-ს-შეტიორკავ !

ძალიან-ძალიან-დიიდი-ნაგავი-ხარ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"რომ მოითხოვოს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთმა, ჩვენს თანხმობას დაელოდება?.. რას ვიზამთ, ჩამოვყრით თვითმფრინავებს?" - ექსპერტი

"რომ მოითხოვოს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთმა, ჩვენს თანხმობას დაელოდება?.. რას ვიზამთ, ჩამოვყრით თვითმფრინავებს?" - ექსპერტი

მიუხედავად სამშვიდობო ინიციატივებისა, მთიან ყარაბაღში კვლავ მძიმე ვითარებაა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში გუშინ, დილის 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი, როგორც ჩანს, კარგა ხანს არ დასრულდება. ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთში, შესაძლოა, საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნოს. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და თურქეთს რეგიონში სამხედრო რევანში სურთ, ამიტომ რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში წამყვანი ქვეყანაა. ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- დიახ, ის, რაც ახლა რეგიონში ხდება, კარგა ხანს არ დასრულდება. აქ მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომზე არ არის ლაპარაკი, აქ დიდი გეოპოლიტიკური ჭიდილია - სერიოზული დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის და ნელ-ნელა ამ დაპირისპირებაში სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდებიან ჩათრეული. საბოლოოდ, სამწუხაროდ, ყველაფერი აუცილებლად გადატყდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე - თავისთავად ცხადია, აზერბაიჯანსა და სომხეთზე და ასევე საქართველოზეც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აზერბაიჯანი ამ პროცესიდან გამარჯვებული გამოვა ისე, როგორც მას უნდა, ძალიან ცდება. ჯერ ერთი, ვერ გამოვა იმიტომ, რომ უდიდესი დარტყმა მიაყენა თავის საერთაშორისო პრესტიჟს ისლამისტების გამოყენებით. ამას უახლოესი წლების განმავლობაში ვერაფრით გამოასწორებს. სულ მიკვირდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება რატომ ებრძვის რელიგიური ფაქტორის გამოყენებას. ახლა გასაგებია - ისედაც ისეთი რთული ვითარება აქვს თავის რიგებში ისლამისტების მიღებით, ახლა რელიგიური ფაქტორიც რომ დაამატოს, აზერბაიჯანისთვის მთლად დაიხურება დასავლეთისა და ევროპის კარი.

ამას რა მოჰყვება, როგორ გაიზრდება ისლამისტების რაოდენობა რეგიონში? როგორ დაეტყობა ეს მთელ კავკასიას? რა ფორმით ჩაერთვება პროცესში ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშეთი? მოკლედ, ეს არის მრავალასპექტიანი პრობლემა.

რაც შეეხება სომხეთის მდგომარეობას, ისიც მძიმე სიტუაციაშია. ჯერ ერთი, სომხური არმია სამხედრო მარცხს მართლა განიცდის; ასევე ცხადად ჩანს, რომ მისი მოკავშირე რუსეთი ცდილობს წაუგებელ თამაშს და შუაში ჩადგომას მაშინ, როცა სომხეთს მისგან დახმარება სჭირდება. მოკლედ, სომეხი საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებულია...

ამავდროულად, ჩვენ ვუშვებთ შეცდომას, როდესაც ხელისუფლებაც და საზოგადოებაც სრულიად პასიურია. ხელისუფლებას ბევრს ვერაფერს მოსთხოვ ღია პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ საზოგადოების პასიურობა არ მესმის. ვის აღარ შევთავაზე, რომ უფრო მეტად ვიხმაუროთ და ხმა მივაწვდინოთ მსოფლიოს, მაგრამ არ ინდომებენ - ამით არაფერი გამოვაო, რაც მცდარი მიდგომაა. ამ დროს ვისაც არ ეზარება, ჩვენს ტერიტორიაზე მუშაობს, განსაკუთრებით - სომხურ და აზერბაიჯანულ ეთნიკურ უმცირესობებთან. ვერც წარმოიდგენთ, როგორი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს! ამ ყველაფერთან დაპირისპირებას სჭირდება აბსოლუტურად ახალი სტრატეგიის შემუშავება, რაზეც მუშაობენ თუ არა, არ ვიცი.

ზატულინის განცხადება რატომ გაგვიკვირდა?! რომ მოითხოვოს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთმა, ჩვენს თანხმობას დაელოდება? რა თქმა უნდა, არა. და რას ვიზამთ, ჩამოვყრით თვითმფრინავებს? ამიტომ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ხმაური და საერთაშორისო თანამეგობრობის მოკავშირეობა. მაოცებს, როგორ ეფექტიანად მუშაობენ ჩვენი მტრები, როდესაც სომხურ და აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებში იარაღის მთავარ მიმწოდებლად ლამის საქართველო გამოჰყავთ. ამ შავ პროპაგანდაზე მუშაობს რუსეთი, რომელიც თვითონ არის მთავარი მიმწოდებელი და არ გამორიცხოთ თურქეთიც. ქართველი საზოგადოება კი გადაჰყვა არჩევნებსა თუ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას! უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ იმ გამოწვევებსა და რისკებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე წარმოიშვა, ნელ-ნელა იზრდება და ხვალ-ზეგ უფრო სერიოზული გახდება. წაიკითხეთ სრულად

"პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი რიტორიკაა.. იქნებ შეაშინონ და პარლამენტში შეათრიონ" - ხუხაშვილი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო" - კობახიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"