სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში მონაწილე პირი ბადრი ესებუაა
შსს ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში მონაწილე პირი ბადრი ესებუაა

შსს ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პირი ბად­რი ესე­ბუაა. ამის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის 25 ოქ­ტომ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის და მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­კვე­ულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რის ფო­ტო­ე­ბის და ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს, იმა­ზე ადრე, ვიდ­რე ამას სა­მი­ნის­ტრო და­ა­დას­ტუ­რებ­და.

კი­დევ ერთხელ გვინ­და ყვე­ლას მივ­მარ­თოთ, რომ მსგავ­სი სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხელს უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს, მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მილ სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ვი­ნა­ი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასა­ჯა­რო­ებს.

პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რია: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა. მის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ცია სპე­ცი­ა­ლურ ოპე­რა­ტი­ულ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა შე­ნახ­ვა ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს", - გა­ნა­ცხა­და ბორ­ცვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს 21 ოქ­ტომ­ბერს და­ეს­ხა. თავ­დამ­სხმელ­მა 43 მძე­ვა­ლი აიყ­ვა­ნა. მან ბან­კის შე­ნო­ბა სამ მძე­ვალ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს - მის­ცეს თან­ხა, გა­მო­უყ­ვეს ვერ­ტმფრე­ნი და შე­უქ­მნეს უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა თავ­დამ­სხმელს ფუ­ლიც.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
52

ტელევიაიამ გახსნა საქმე წლის ღადაობააა:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

სტატუს ქუო
51

ექსპერტიზა თუ ჩაატარეს, სხეულის პარამეტრები და აღნაგობა ემთხვევა თუ არა? ანთროპოლოგიური ექსპერტიზა? ამით ყველას მოესპობოდა სალაპარაკო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

შსს ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში მონაწილე პირი ბადრი ესებუაა

შსს ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში მონაწილე პირი ბადრი ესებუაა

შსს ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკზე თავდასხმაში მონაწილე პირი ბადრი ესებუაა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

კიდევ ერთხელ გვინდა ყველას მივმართოთ, რომ მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს.

ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს", - განაცხადა ბორცვაძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს 21 ოქტომბერს დაესხა. თავდამსხმელმა 43 მძევალი აიყვანა. მან ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც გურჯაანში მეუღლე და მეზობელი მოკლა

"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა... " - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი