პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან?" - ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული პროდუქციის ყიდვაზე უარი თქვან
"რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან?" - ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული პროდუქციის ყიდვაზე უარი თქვან

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი თურ­ქებს მო­უ­წო­დებს, ფრან­გუ­ლი სა­ქო­ნე­ლი არას­დროს შე­ის­ყი­დონ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მიერ ბოლო დროს ის­ლა­მის­ტე­ბის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ იორ­და­ნი­ის, კა­ტა­რი­სა და ქუ­ვე­ი­თის ზო­გი­ერ­თი სუ­პერ­მარ­კეტ­ში ფრან­გუ­ლი პრო­დუქ­ცია აღარ იყი­დე­ბა.

საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ "უსა­ფუძ­ვლო” მო­წო­დე­ბე­ბი ბო­ი­კო­ტის­კენ ”რა­დი­კა­ლურ­მა უმ­ცი­რე­სო­ბამ წა­მო­ი­წყო”.

"ბო­ი­კო­ტის შე­სა­ხებ მო­წო­დე­ბე­ბი, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა შე­ტე­ვა, რო­მელ­საც ბიძგს რა­დი­კა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა აძ­ლევს, უსა­ფუძ­ვლოა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­წყდეს,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პა­რი­ზის ერთ-ერთი სკო­ლის პე­და­გო­გის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის "ის­ლა­მის­ტუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მის“ წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­ლებს. მი­სი­ვე თქმით, "ის­ლა­მის­ტუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი" საფრ­თხეს უქ­მნის საფ­რან­გეთს, რად­გან იგი ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა სა­კუ­თარ კა­ნო­ნებს აყე­ნებს და ხში­რად კონ­ტრსა­ზო­გა­დო­ე­ბას ქმნის. ამ კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მუს­ლი­მებ­თან და ის­ლამ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. "რა პრობ­ლე­მა აქვს პი­როვ­ნე­ბას, სა­ხე­ლად მაკ­რონს მუს­ლი­მებ­თან და ის­ლამ­თან? მაკ­რონს ფსი­ქი­კურ დო­ნე­ზე მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­მა ან­კა­რა­დან ელჩი გა­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
3

"ის­ლა­მის­ტუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი" - დაივიწყეთ ეს ტერმინი, რაც ევროპაში ხდება ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულების მეშვეობით, არის პასუხი ამ ქვეყნების დასავლეთის მიერ დაქცევისა (ერაყი, ლიბია, სირია)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან?" - ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული პროდუქციის ყიდვაზე უარი თქვან

"რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან?" - ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული პროდუქციის ყიდვაზე უარი თქვან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული საქონელი არასდროს შეისყიდონ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ბოლო დროს ისლამისტების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ იორდანიის, კატარისა და ქუვეითის ზოგიერთი სუპერმარკეტში ფრანგული პროდუქცია აღარ იყიდება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "უსაფუძვლო” მოწოდებები ბოიკოტისკენ ”რადიკალურმა უმცირესობამ წამოიწყო”.

"ბოიკოტის შესახებ მოწოდებები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა შეტევა, რომელსაც ბიძგს რადიკალური უმცირესობა აძლევს, უსაფუძვლოა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ, პარიზის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის მკვლელობის შესახებ საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის "ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, "ისლამისტური სეპარატიზმი" საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის. ამ კომენტარის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონი მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. "რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან? მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, - განაცხადა ერდოღანმა. აღნიშნული კომენტარის შემდეგ საფრანგეთმა ანკარადან ელჩი გაიწვია.