მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგოლ ვაშაძე: "კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა"
გრიგოლ ვაშაძე: "კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა"

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია - ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ კა­ხეთ­ში თე­ლა­ვის, ახ­მე­ტის, ყვარ­ლი­სა და ლა­გო­დე­ხის ოლ­ქში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი და გურ­ჯა­ა­ნის, სა­გა­რე­ჯოს, დე­დოფ­ლის­წყა­რო­სა და სიღ­ნა­ღის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა.

რო­გორც წარ­დგე­ნა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის“ გა­მარ­ჯვე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

"ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა გა­და­აქ­ცია მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, ჩამ­ყა­ყე­ბუ­ლი კო­მი­ნის­ტუ­რი, ბოლ­შე­ვი­კუ­რი კან­ტო­რა თა­ნა­მედ­რო­ვე აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რად. გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი დღე და ღამე მუ­შა­ობ­და იმა­ზე, რომ კა­ხეთ­ში მშრო­მელ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და ოჯა­ხი კი არ შე­ე­ნა­ხა, ამა­ყად მდგა­რი­ყო ფეხ­ზე. კარ­გად და­ფიქ­რდით, კარ­გად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რაც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ხეთ და რაც 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ხეთ და როცა შე­ა­და­რებთ, გუ­ლით, სინ­დი­სით და გო­ნე­ბით ნა­კარ­ნა­ხე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეთ, რად­გან ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბის, თუ გვინ­და ნორ­მა­ლუ­რი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ვნა­ხოთ, არ არის“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ამას­თან, ვა­შა­ძის თქმით, კა­ხეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის მიერ გა­კეთ­და.

"ყვა­რელ­ში რომ შე­მო­დი­ხარ, ცენ­ტრში კი­დევ ერთხელ ხე­დავ, რომ თუ რამე გა­კეთ­და კა­ხეთ­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გუნ­დის მიერ. რო­დე­საც მი­შამ თქვა, არა­მარ­ტო უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, არა­მედ ქარ­თვე­ლე­ბი და­ის­ვე­ნე­ბენ კა­ხეთ­შიო, მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ქი­ლი­კი გახ­სოვთ. ზუს­ტად იმ დრო­ი­დან და­ი­წყო კა­ხეთ­ში ყუ­რძნის მწარ­მო­ებ­ლის ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლად გა­დაქ­ცე­ვა, ქვევ­რის გა­ცო­ცხლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის უზარ­მა­ზა­რი ნა­წი­ლია, ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე აყ­ვა­ნა ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის, შა­ტო­ე­ბის გახ­სნა, ავ­სტრი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ლი­ე­ტუ­ვა­დან, ლატ­ვი­ი­დან ტუ­რის­ტე­ბის ჩა­მოს­ვლა და სამ­წუ­ხა­როდ, აფ­რე­ნილ ჩიტს რომ ტყვი­ას მო­არ­ტყამ, ისე გა­ჩერ­და ყვე­ლა­ფე­რი 2012 წელს. ქი­ზიყ­ში არ ყო­ფი­ლა ბა­ტონ-ყმო­ბა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში დაგ­ვი­წე­სეს ბა­ტონ-ყმო­ბა. თქვე­ნე­ბუ­რად, კა­ხუ­რად შე­მოჰ­კა­რით და გა­და­ვაგ­დოთ ეს ბა­ტონ-ყმო­ბა, რომ ჩვენს შვი­ლებს მო­მა­ვა­ლი და­ვუბ­რუ­ნოთ“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დვალთელი
55

saxrze aeeria ro klasni gadamgdebia

aleko
57

რუსეთის აგენტები ხართ ყველანი ნაციცა და ქოციც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გრიგოლ ვაშაძე: "კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა"

გრიგოლ ვაშაძე: "კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა"

"გაერთიანებული ოპოზიცია - ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი წარადგინა.

როგორც წარდგენაზე "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, "გაერთიანებული ოპოზიციის“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.

"ლევან ბეჟაშვილმა გადააქცია მოძველებული, ჩამყაყებული კომინისტური, ბოლშევიკური კანტორა თანამედროვე აუდიტის სამსახურად. გიორგი ბოტკოველი დღე და ღამე მუშაობდა იმაზე, რომ კახეთში მშრომელ ადამიანს საშუალება ჰქონოდა ოჯახი კი არ შეენახა, ამაყად მდგარიყო ფეხზე. კარგად დაფიქრდით, კარგად გაითვალისწინეთ, რაც 9 წლის განმავლობაში ნახეთ და რაც 8 წლის განმავლობაში ნახეთ და როცა შეადარებთ, გულით, სინდისით და გონებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღეთ, რადგან ალტერნატივა გაერთიანებულ ოპოზიციას და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების, თუ გვინდა ნორმალური, განვითარებული, ცივილიზებული საქართველო ვნახოთ, არ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, კახეთში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ გაკეთდა.

"ყვარელში რომ შემოდიხარ, ცენტრში კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა კახეთში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ თქვა, არამარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ქართველები დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ. ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის მწარმოებლის ღვინის მწარმოებლად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, რომელიც ჩვენი კულტურის უზარმაზარი ნაწილია, ხელოვნებამდე აყვანა ღვინის წარმოების, შატოების გახსნა, ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან ტურისტების ჩამოსვლა და სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ ტყვიას მოარტყამ, ისე გაჩერდა ყველაფერი 2012 წელს. ქიზიყში არ ყოფილა ბატონ-ყმობა, 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონ-ყმობა. თქვენებურად, კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონ-ყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.