საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო, რომ ეს ტკივილი შევიმსუბუქო" - ბაღდათში ავარიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი
"არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო, რომ ეს ტკივილი შევიმსუბუქო" - ბაღდათში ავარიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დიმ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ოჯა­ხის 4 წევ­რი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლია შუა ხნის ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა დევ­და­რი­ა­ნი, მისი შვი­ლი ნუკ­რი კო­ჩა­ძე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი და­თუ­ნა კო­ჩა­ძე, ასე­ვე ქალ­ბა­ტო­ნის ძმა მე­რაბ დევ­და­რი­ა­ნი.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლი მცი­რე­წლოვ­ნის დედა და და, ისი­ნი კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო.

გარ­დაც­ვლი მა­ნა­ნა დევ­და­რი­ა­ნი, ნუკ­რი კო­ჩა­ძე და და­თუ­ნა კო­ჩა­ძე სო­ფელ დიდ­ვე­ლა­ში ცხოვ­რობ­დნენ, ხოლო მე­რაბ დევ­და­რი­ა­ნი სო­ფელ დი­მი­დან იყო. ავა­რია იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი დიდ­ვე­ლა­დან დიმ­ში მი­დი­ოდ­ნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, გზი­დან გა­და­ვი­და და სა­ნი­აღ­ვრე არხში ჩა­ვარ­და.

და­ღუ­პუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს მათი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი შაკო თავ­ხე­ლი­ძე.

"რა ვქნა არ ვიცი, რა სი­ტყვა მოვ­ძებ­ნო იმის­თვის, რომ ეს ტკი­ვი­ლი მა­ინც შე­ვიმ­სუ­ბუ­ქო. ჩემო ნუკ­რი, ჩემო უახ­ლო­ე­სი ოჯა­ხის წევ­რი, ძმა­კა­ცი და ყვე­ლა­ფე­რი იყა­ვი და იქ­ნე­ბი. მა­ნა­ნა დე­ი­და, ჩემო ტკბი­ლო დე­ი­და, რო­გორ მტკი­ვა და რო­გორ გა­მი­ჭირ­და ამის და­ნახ­ვა და და­ჯე­რე­ბა, რომ ვე­ღარ გნა­ხავ­დით, პა­ტა­რა და­თუ­ჩა, ჩემო პა­ტა­რა სიყ­ვა­რუ­ლო, ჩემო სი­ცო­ცხლე, რო­გორ ბევ­რს მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ტე­ლე­ფონ­ზე ჩა­მო­დიო და მოდი ჩემ­თა­ნო... რო­გორ უნდა და­ვი­ვი­წყო შენი სი­ცო­ცხლით სავ­სე თვა­ლე­ბი... პეტო ასე თუ მოხ­დე­ბო­და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მტკი­ვა უშე­ნო­ბა და უთ­ქვე­ნო­ბა. მე­ნატ­რე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ შენს გამო. პეტუ მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან" - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი შაკო თავ­ხე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
0

ხალხო, რა მიგაქროლებთ, რა იმდენ დროს მოიგებთ ამით, სად გეჩქარებათ ასე??????? ნახევარი საათი, თუნდაც 1 საათი, წყვეტს რამეს???

Gio
0

იარეთ ნელა თქვე დალოცვილებო, ასე ძნელია? მაშინ მაინც იფრთხილეთ, როცა ოჯახით გადაადგილდებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო, რომ ეს ტკივილი შევიმსუბუქო" - ბაღდათში ავარიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი

"არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო, რომ ეს ტკივილი შევიმსუბუქო" - ბაღდათში ავარიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულია შუა ხნის ქალბატონი მანანა დევდარიანი, მისი შვილი ნუკრი კოჩაძე და მცირეწლოვანი შვილიშვილი დათუნა კოჩაძე, ასევე ქალბატონის ძმა მერაბ დევდარიანი.

დაშავებულები არიან გარდაცვლილი მცირეწლოვნის დედა და და, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

გარდაცვლი მანანა დევდარიანი, ნუკრი კოჩაძე და დათუნა კოჩაძე სოფელ დიდველაში ცხოვრობდნენ, ხოლო მერაბ დევდარიანი სოფელ დიმიდან იყო. ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი დიდველადან დიმში მიდიოდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.

დაღუპულების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს მათი ოჯახის ახლობელი შაკო თავხელიძე.

"რა ვქნა არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო იმისთვის, რომ ეს ტკივილი მაინც შევიმსუბუქო. ჩემო ნუკრი, ჩემო უახლოესი ოჯახის წევრი, ძმაკაცი და ყველაფერი იყავი და იქნები. მანანა დეიდა, ჩემო ტკბილო დეიდა, როგორ მტკივა და როგორ გამიჭირდა ამის დანახვა და დაჯერება, რომ ვეღარ გნახავდით, პატარა დათუჩა, ჩემო პატარა სიყვარულო, ჩემო სიცოცხლე, როგორ ბევრს მელაპარაკებოდი ტელეფონზე ჩამოდიო და მოდი ჩემთანო... როგორ უნდა დავივიწყო შენი სიცოცხლით სავსე თვალები... პეტო ასე თუ მოხდებოდა რას წარმოვიდგენდი, მტკივა უშენობა და უთქვენობა. მენატრებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ შენს გამო. პეტუ მიყვარხარ ძალიან" - წერს ოჯახის ახლობელი შაკო თავხელიძე.

"მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს" - მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

28 მარტს თბილისის მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებს