სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი
"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

ორი კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქეთა თო­ფუ­რია მი­ლი­ო­ნერ ლევ ძენ­გო­ვის­გან შვილს ელო­დე­ბა. წყვი­ლი წე­ლი­წად­ზე მე­ტია ერ­თა­დაა და უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც და­ი­ნიშ­ნენ. ძენ­გოვ­მა ზა­ფხულ­ში, პან­დე­მი­ის დრო­საც კი მო­ა­ხერ­ხა, რომ საყ­ვა­რე­ლი ქალი და­სას­ვე­ნებ­ლად სენ ტრო­პე­ზე წა­ეყ­ვა­ნა. რო­გორც მომ­ღერ­ლის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ძენ­გო­ვი ქე­თას ყვე­ლა სურ­ვილს უს­რუ­ლებს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ანე­ბივ­რებს.

რო­დე­საც Ambebi.ge ქე­თას ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ წერ­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ვი­დას­ტუ­რა ქე­თას უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. "დიახ, ბავ­შვს ელო­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს“ - მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა მა­შინ ჩვე­ნი წყა­რო. წყა­რო ასე­ვე გვე­უბ­ნე­ბა, რომ ქეთა ახლა 6 თვის ორ­სუ­ლია.

მომ­ღერ­ლის ორ­სუ­ლო­ბა­ზე წერ­და რუ­სუ­ლი მე­დი­აც. აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქე­თამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მო­უ­წო­და, რომ ყვი­თელ პრე­სას არ ენ­დონ.

"ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით მუ­სი­კა­ლურ ბა­ზა­ზე, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და და­ვუ­რე­კე ჩემს ყვე­ლა მე­გო­ბარს და მი­ვუ­ლო­ცე, რომ თურ­მე ვიმ­შო­ბი­ა­რე. ეს უკვე კოშ­მა­რია, გთხოვთ ნუ კი­თხუ­ლობთ ამ ყვი­თელ პრე­სას...“ - ამ­ბობს თო­ფუ­რია. წყა­რო

რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ თო­ფუ­რია უბ­რა­ლოდ ინ­ტრი­გას ინარ­ჩუ­ნებს და სურს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა მე­დი­ის­გან, არა­მედ თა­ვად მომ­ღერ­ლის­გან შე­ი­ტყოს მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სი­ახ­ლის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე დიდი ხა­ნია ნიშ­ნო­ბის ბე­ჭედს ატა­რებს, ის ბო­ლომ­დე უარ­ყოფ­და ძენ­გოვ­ზე და­ნიშ­ვნას, სა­ნამ სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს თა­ვად არ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მი­ლი­ო­ნერ დიპ­ლო­მატ ლევ ძენ­გო­ვი­სა და ქე­თას ურ­თი­ერ­თო­ბა წე­ლი­წად­ზე მეტს ით­ვლის. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი მინ­სკში, ძენ­გო­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო, სა­დაც ქეთა მიწ­ვე­უ­ლი იყო რო­გორც მომ­ღე­რა­ლი.

დიპ­ლო­მა­ტი წარ­სულ­ში ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მას პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან, 2013 წელს, ვაჟი, ლე­ო­ნი­დი შე­ე­ძი­ნა. მე­ო­რედ კი 2015 წელს ირი­ნა რაკ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ჰყავ­და ქა­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ირი­ნას თქმით, ქმარ­მა ის მა­შინ მი­ა­ტო­ვა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ პა­ტა­რა გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო.

"ჩვენს პა­ტა­რას 3 თვის ასაკ­ში აცრა გა­ვუ­კე­თეთ და ამის შემ­დეგ და­ი­წყო პრობ­ლე­მე­ბი, მან მხო­ლოდ 9 თვე იცო­ცხლა. ლევ ძენ­გო­ვი ბედ­ნი­ე­რი იყო ჩვენ­თან ერ­თად, მაგ­რამ რო­დე­საც პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით...“ - აცხა­დებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქალი.

ქე­თას­თან ერ­თად ცხოვ­რობს დედა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რი, მი­ლი­ო­ნე­რი ლევ გე­იხ­მა­ნი ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და პე­რი­ო­დუ­ლად შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­დის. და­შო­რე­ბულ წყვილს ერ­თმა­ნე­თან ცი­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცივილიზებული
0

ცივილური სხვა რამეა, ცივილიზებული-სხვა. 

გატლეკილოვი
5

ძენგოვს ექნება ძენგი აბა რააა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთა თოფურია მილიონერ ლევ ძენგოვისგან შვილს ელოდება. წყვილი წელიწადზე მეტია ერთადაა და უკვე ოფიციალურადაც დაინიშნენ. ძენგოვმა ზაფხულში, პანდემიის დროსაც კი მოახერხა, რომ საყვარელი ქალი დასასვენებლად სენ ტროპეზე წაეყვანა. როგორც მომღერლის მეგობრები ამბობენ, ძენგოვი ქეთას ყველა სურვილს უსრულებს და განსაკუთრებულად ანებივრებს.

როდესაც Ambebi.ge ქეთას ორსულობის შესახებ წერდა, ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა ქეთას უახლოესმა მეგობარმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. "დიახ, ბავშვს ელოდება, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ სურს“ - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მაშინ ჩვენი წყარო. წყარო ასევე გვეუბნება, რომ ქეთა ახლა 6 თვის ორსულია.

მომღერლის ორსულობაზე წერდა რუსული მედიაც. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ქეთამ "ინსტაგრამზე" ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორსულობის შესახებ ინფორმაცია უარყო და თაყვანისმცემლებს მოუწოდა, რომ ყვითელ პრესას არ ენდონ.

"ახლა ვიმყოფებით მუსიკალურ ბაზაზე, რეპეტიციაზე და დავურეკე ჩემს ყველა მეგობარს და მივულოცე, რომ თურმე ვიმშობიარე. ეს უკვე კოშმარია, გთხოვთ ნუ კითხულობთ ამ ყვითელ პრესას...“ - ამბობს თოფურია. წყარო

რუსულ მედიაში წერენ, რომ თოფურია უბრალოდ ინტრიგას ინარჩუნებს და სურს, რომ საზოგადოებამ არა მედიისგან, არამედ თავად მომღერლისგან შეიტყოს მისი ცხოვრების ყველა სიახლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ნიშნობის ბეჭედს ატარებს, ის ბოლომდე უარყოფდა ძენგოვზე დანიშვნას, სანამ სექტემბრის ბოლოს თავად არ დაადასტურა ინფორმაცია მოსალოდნელი ქორწინების შესახებ.

მილიონერ დიპლომატ ლევ ძენგოვისა და ქეთას ურთიერთობა წელიწადზე მეტს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი მინსკში, ძენგოვის დაბადების დღეზე გაიცნო, სადაც ქეთა მიწვეული იყო როგორც მომღერალი.

დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ცოლისგან, 2013 წელს, ვაჟი, ლეონიდი შეეძინა. მეორედ კი 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. წყვილს ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. ირინას თქმით, ქმარმა ის მაშინ მიატოვა, როდესაც გაიგო, რომ პატარა გოგონას გადარჩენის შანსი არ იყო.

"ჩვენს პატარას 3 თვის ასაკში აცრა გავუკეთეთ და ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები, მან მხოლოდ 9 თვე იცოცხლა. ლევ ძენგოვი ბედნიერი იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ როდესაც პრობლემების წინაშე დავდექით...“ - აცხადებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქალი.

ქეთასთან ერთად ცხოვრობს დედა და მისი ქალიშვილი ოლივია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მომღერლის პირველი ქმარი, მილიონერი ლევ გეიხმანი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და პერიოდულად შვილის სანახავად ჩადის. დაშორებულ წყვილს ერთმანეთან ცივილური ურთიერთობა აქვს.

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა