სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი, დავივიწყოთ წარსული მტრობა, ბოღმა და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი" - მიხეილ სააკაშვილი
"მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი, დავივიწყოთ წარსული მტრობა, ბოღმა და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი" - მიხეილ სააკაშვილი

ივა­ნიშ­ვი­ლი ემ­ზა­დე­ბა დიდი გა­ყალ­ბე­ბის­თვის, ჩვენ ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით. რა თქმა უნდა, ის მი­მარ­თავს ათას­გვარ ხრი­კებს, მაგ­რამ დაე ემ­ზა­დოს გა­ყალ­ბე­ბის­თვის, ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით დიდი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ რუს­თავ­ში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის და­ვით კირ­კი­ტა­ძის წარ­დგე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პე­რი­ოდ­ში გა­კეთ­და.

“ყვე­ლა­ფე­რი არის გა­კე­თე­ბუ­ლი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მიერ და ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია. გა­ფუ­ჭე­ბის რე­სურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამო­წუ­რუ­ლია, გა­სა­ფუ­ჭე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ცოტა რამ დარ­ჩა. ახლა ისევ გა­კე­თე­ბის დროა, ისევ აღმშე­ნებ­ლო­ბის დროა და ვის შე­უძ­ლია აღმშე­ნებ­ლო­ბა თუ არა იმ ხალ­ხს, ვი­საც ეს ერთხელ უკვე ნა­კე­თე­ბი აქვს. გული გულს, მხა­რი მხარს, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დზე დგო­მით ჩვენ ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, რომ არა 2012 წლის კა­ტას­ტრო­ფა.

მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, მათ შო­რის მათ, ვი­საც ჩვენ­თვის ხმა არ მო­უ­ცია - მე­გობ­რე­ბო, ახლა დგე­ბა დრო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლახ­ლა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და შეკ­რე­ბის. 8 წელი ივა­ნიშ­ვი­ლი გვე­ყოფ­და, ივა­ნიშ­ვილ­მა გა­დაგ­ვკი­და ერ­თმა­ნეთს. მე მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, რომ 31 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ჩვენს დღე­ვან­დელ მე­ტო­ქე­ებს უნდა გა­ვუ­წო­დოთ ხელი და ვუ­თხრათ და­ვი­ვი­წყოთ წარ­სუ­ლი მტრო­ბა,

ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოღ­მა და მო­დით, ყვე­ლამ ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ქარ­თვე­ლი ერი გამ­თლი­ან­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თად ავუ­შე­ნოთ მო­მა­ვა­ლი. ჩვენ გვაქვს გა­მარ­ჯვე­ბის ძალა, პა­ტი­ე­ბის ძა­ლაც, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის­თვის ხე­ლის გა­წო­დე­ბის ძა­ლაც და ჩვენ გვაქვს ყვე­ლას­თან ერ­თად ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ნე­ბის ძალა”, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცა
185

მაშინ ამდე ბოღმას რატომ არ ეშვები? ან შენი ტეევიზია რა დღეშია?

დოდო
195

ნუ აქეზებ ხალხს მიშა!...შენი მეგობრული ხელი რაცაა იცის ხალხმა და დაეტიე სადაც ხარ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი, დავივიწყოთ წარსული მტრობა, ბოღმა და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი" - მიხეილ სააკაშვილი

"მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი, დავივიწყოთ წარსული მტრობა, ბოღმა და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი" - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ დაე ემზადოს გაყალბებისთვის, ჩვენ ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის დავით კირკიტაძის წარდგენაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში გაკეთდა.

“ყველაფერი არის გაკეთებული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გაფუჭებულია. გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია, გასაფუჭებელი ქვეყანაში ძალიან ცოტა რამ დარჩა. ახლა ისევ გაკეთების დროა, ისევ აღმშენებლობის დროა და ვის შეუძლია აღმშენებლობა თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს ერთხელ უკვე ნაკეთები აქვს. გული გულს, მხარი მხარს, ერთმანეთის გვერდზე დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერი გამოგვივა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა 2012 წლის კატასტროფა.

მინდა მივმართო ყველას, მათ შორის მათ, ვისაც ჩვენთვის ხმა არ მოუცია - მეგობრებო, ახლა დგება დრო საქართველოს ხელახლა გაერთიანების და შეკრების. 8 წელი ივანიშვილი გვეყოფდა, ივანიშვილმა გადაგვკიდა ერთმანეთს. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად ჩვენს დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ დავივიწყოთ წარსული მტრობა,

ყველანაირი ბოღმა და მოდით, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გამთლიანდეს და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი. ჩვენ გვაქვს გამარჯვების ძალა, პატიების ძალაც, მოწინააღმდეგეებისთვის ხელის გაწოდების ძალაც და ჩვენ გვაქვს ყველასთან ერთად ახალი საქართველოს შენების ძალა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

"მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა..." - გიორგი გახარია

"შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ..." - მიხეილ სააკაშვილი გორთან მომხდარ ავარიას ეხმაურება