სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ" - პრემიერი
"იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ" - პრემიერი

სა­ხელ­მწი­ფოს რე­სურ­სი, ბიზ­ნე­სის, ისე­ვე რო­გორც ცალ­კე აღე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის ნა­წილ­ში არის საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლი, ეს ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, შე­სა­ბა­მი­სად, მიზ­ნობ­რი­ო­ბას ექ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა მე­ო­რე ტალ­ღის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ბიზ­ნე­სის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის დროს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, რო­მელ­თა შო­რის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც ბიზ­ნე­სის, ისე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პა­კეტ­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა მიზ­ნობ­რი­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

პრე­მი­ერ­მა ხაზი გა­უს­ვა იმ ფაქტს, რომ ბიზ­ნე­სის მიზ­ნობ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რის ფარ­გლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის, რო­გორც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბულ სექ­ტორ­ზე გა­მახ­ვილ­დე­ბა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ისა­უბ­რა სა­ხელ­მწი­ფოს სტრა­ტე­გი­ა­ზე ვირუს­თან ადაპ­ტა­ცი­ი­სა და მისი მარ­თვის ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებს გუ­ლის­ხმობს და აღ­ნიშ­ნა, რომ სის­ტე­მუ­რი ე.წ ლოკ­და­უ­ნი არ იგეგ­მე­ბა.

„რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ სის­ტე­მუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ იგეგ­მე­ბა და იქ­ნე­ბა წერ­ტი­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ამის ფასი მარ­ტი­ვია - პირ­ბა­დე უნდა ვა­ტა­როთ და ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ, ეს იქ­ნე­ბა მა­ღა­ზია, რეს­ტო­რა­ნი, სას­ტუმ­რო, ბაზ­რო­ბა, ტრან­სპორ­ტი, სა­წარ­მო და კი­დევ ბევ­რი სხვა. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი, რისი გა­კე­თე­ბაც თქვენ შე­გიძ­ლი­ათ. ამის იქით არა­ვინ არა­ფერს გთხოვთ, მაგ­რამ აქ კომ­პრო­მი­სი არ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ასე­ვე ისა­უბ­რა 2019 წელს და 2020 წლის და­სა­წყის­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბულ პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით აღ­დგე­ნის და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცია უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი აღ­დგე­ნის კუ­თხით ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს და ბიზ­ნესს მი­მარ­თა, მო­ემ­ზა­დონ ახა­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად და და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რა­შიც მათ სა­ხელ­მწი­ფოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბათ.

„ეკო­ნო­მი­კის ნა­წილ­ში 2019 წელი იყო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო. 2020 წელი ძა­ლი­ან კარ­გად და­ვი­წყეთ, თუმ­ცა შემ­დეგ მოხ­და ის, რაც მოხ­და. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი ტუ­რიზ­მი­სა და სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტო­რის მიღ­მა უკვე და­წყე­ბუ­ლია, ექ­სპორ­ტის ზრდის კარ­გი ტენ­დენ­ცი­ე­ბია. სა­ერ­თოდ, შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით, პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი აღ­დგე­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პო­ზი­ცი­ე­ბი გვაქვს, თუმ­ცა გა­მოწ­ვე­ვა ბევ­რი იქ­ნე­ბა. არა­ვინ იცის და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 8 თვე გა­ვი­და, ვე­რა­ვინ პროგ­ნო­ზი­რებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტალ­ღის სიღ­რმე. სა­ხელ­მწი­ფოს რე­სურ­სი ბიზ­ნე­სის, ისე­ვე რო­გორც ცალ­კე აღე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის ნა­წილ­ში არის საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლი, ეს ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, შე­სა­ბა­მი­სად, მიზ­ნობ­რი­ო­ბას ექ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რა ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, რო­მელ­თა შო­რის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა და მას­ში ბიზ­ნე­სის 25-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ" - პრემიერი

"იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ" - პრემიერი

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა მიზნობრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორზე გამახვილდება.

გიორგი გახარიამ ისაუბრა სახელმწიფოს სტრატეგიაზე ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, რომელიც წერტილოვან შეზღუდვებს გულისხმობს და აღნიშნა, რომ სისტემური ე.წ ლოკდაუნი არ იგეგმება.

„როდესაც ვამბობთ, რომ სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება და იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ, ეს იქნება მაღაზია, რესტორანი, სასტუმრო, ბაზრობა, ტრანსპორტი, საწარმო და კიდევ ბევრი სხვა. ეს არის ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ. ამის იქით არავინ არაფერს გთხოვთ, მაგრამ აქ კომპრომისი არ იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და განაცხადა, რომ კრიზისული პერიოდის მიუხედავად, გარკვეული მიმართულებებით აღდგენის დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოსტკრიზისული აღდგენის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები აქვს და ბიზნესს მიმართა, მოემზადონ ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რაშიც მათ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ.

„ეკონომიკის ნაწილში 2019 წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. 2020 წელი ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, აღდგენის პროცესი ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიღმა უკვე დაწყებულია, ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენციებია. საერთოდ, შედარებითი ანალიზის საშუალებით, პოსტკრიზისული აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, თუმცა გამოწვევა ბევრი იქნება. არავინ იცის და მიუხედავად იმისა, რომ 8 თვე გავიდა, ვერავინ პროგნოზირებს, როგორი იქნება მეორე ტალღის სიღრმე. სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში ბიზნესის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - "სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები"

რამდენი მლნ ლარი მიიღეს შემოწირულობის სახით მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე - ანგარიშის დეტალები

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"