მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანთეონში აღარ არი ადგილი. რად გინდათ, რო ჩამაკვეხონ სადღაც კედელთან" - რა ანდერძი დატოვა სესილია თაყაიშვილმა
"პანთეონში აღარ არი ადგილი. რად გინდათ, რო ჩამაკვეხონ სადღაც კედელთან" - რა ანდერძი დატოვა სესილია თაყაიშვილმა

ამ­ქვეყ­ნად არა­ვინ მე­გუ­ლე­ბა, პრობ­ლე­მა რომ არ ჰქონ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რამ­დე­ნად ცნო­ბი­ლი ხარ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გარ­შე­მო მყოფ­თა სიყ­ვა­რულს, თუ სულ­ში სიმ­შვი­დე ვერ ისად­გუ­რებს. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი დიდი პი­რა­დუ­ლი დარ­დი­სა, სე­სი­ლია მსა­ხი­ობ­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, რო­მელ­თაც გარ­და­სახ­ვის ოს­ტა­ტო­ბა ცხოვ­რე­ბის ამო­ცა­ნად და­ი­სა­ხეს. ალ­ბათ ამ სიყ­ვა­რულ­მა, სი­ხა­რულ­მა, მო­ნატ­რე­ბამ და ტკი­ვილ­მა გა­ნა­პი­რო­ბა მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა...

სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი 1984 წლის 22 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ობს თა­ვის ოთახ­ში ეკი­და დე­დის ფოტო, აქვე იპო­ვეს მისი "ან­დერ­ძიც". ამ ან­დერძს, რო­მელ­საც ახლა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის ფონდში ვი­ნა­ხავთ, მკი­თხველ­თა დიდი ნა­წი­ლი იც­ნობს, თუმ­ცა მა­ინც სა­ჭი­როდ ვცა­ნით მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა (სრუ­ლად იბეჭ­დე­ბა პირ­ვე­ლად):

"სა­მოც­დათ­ვრა­მე­ტი წლის ვარ

ბევ­რი ვი­ცხოვ­რე, ბევ­რი გან­ვი­ცა­დე, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლიც ვნა­ხე. მე­ყო­ფა ეხლა, ავად­მყო­ფო­ბა მქონ­და ძალ­ზე ვე­რა­გი, ძნე­ლი, რო­მელ­მაც გა­მი­ნა­ხევ­რა ცხოვ­რე­ბა. რაც გა­ვა­კე­თე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ათ­ჯერ გა­ვა­კე­თებ­დი მეტს და სა­ინ­ტე­რე­სოს. მაგ­რამ ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას. ჩემი თხოვ­ნაა, მე იმე­დი მაქვს, ამას შე­მის­რუ­ლებთ. არაფ­რის დი­დე­ბით თე­ატ­რში ან კლუბ­ში არ გა­და­მიყ­ვა­ნოთ, არ არის სა­ჭი­რო.

და­მი­ჯე­რეთ და ამის­რუ­ლეთ, მყუდ­როდ მამ­ყო­ფეთ ჩემ სახ­ლში... არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში პან­თე­ონ­ში არ და­მა­საფ­ლა­ოთ, აგიხ­სნით, რატო, ეს სა­კი­თხი უნდა გა­და­წყდეს ზე­მოთ, ღირ­სი ვარ თუ არა, რად გინ­დათ ეს, რად გინ­დათ, რომ ვინ­მემ სთქვას, არ იყო ღირ­სიო. რატო იბი­თუ­რებთ თავს ან რატო უნდა ჩა­მა­ყე­ნოთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბო­და დე­დას გვერ­დით ვა­კე­ში, მაგ­რამ იქ უკვე და­ვა­საფ­ლა­ვე საყ­ვა­რე­ლი აკა­კი (სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის ძმა. – რედ.). მა­შინ სა­ბურ­თა­ლო­ში, ის მუხა რომ არის, ძა­ლი­ან შორს არის, თქვენ მან­ქა­ნა არა გყავთ და მე­ცო­დე­ბით.ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი [მა­ინც] სა­ბურ­თა­ლოა. ჩემს საფ­ლავს არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ ჰქონ­დეს, არა­ვი­თა­რი ქვა, რკი­ნის მო­ა­ჯი­რი და ზედ გაკ­რუ­ლი რო­გო­რიც დე­დას აქვს. მხო­ლოდ ითხო­ვეთ ორი ად­გი­ლი, რომ ჩემს გვერ­დით იყოს ვინ­მე.

ბევ­რს ნუ იტი­რებთ, გა­უფრ­თხილ­დით ერ­თი­მე­ო­რეს, არა­ვი­თა­რი ქელე­ხი. არ გა­ი­ლან­ძღოთ თავი. ჩა­მაც­ვით შავი კაბა.მი­ნა­წე­რი:

და­მი­ჯე­რეთ, პან­თე­ონ­ში აღარ არი ად­გი­ლი. რად გინ­დათ, რო ჩა­მაკ­ვე­ხონ სა­დღაც კე­დელ­თან. ამო­თხა­რონ და შიგ შემ­დონ. სირ­ცხვი­ლი არ იქ­ნე­ბა. არ გინ­დათ ფო­კუ­სე­ბი. და­მი­ჯე­რეთ, ისე ჭკვი­ა­ნუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, გთხოვთ". წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

ავტორი:

"პანთეონში აღარ არი ადგილი. რად გინდათ, რო ჩამაკვეხონ სადღაც კედელთან" - რა ანდერძი დატოვა სესილია თაყაიშვილმა

"პანთეონში აღარ არი ადგილი. რად გინდათ, რო ჩამაკვეხონ სადღაც კედელთან" - რა ანდერძი დატოვა სესილია თაყაიშვილმა

ამქვეყნად არავინ მეგულება, პრობლემა რომ არ ჰქონდეს. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ცნობილი ხარ საზოგადოებისთვის, არა აქვს მნიშვნელობა გარშემო მყოფთა სიყვარულს, თუ სულში სიმშვიდე ვერ ისადგურებს. მიუხედავად ასეთი დიდი პირადული დარდისა, სესილია მსახიობთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთაც გარდასახვის ოსტატობა ცხოვრების ამოცანად დაისახეს. ალბათ ამ სიყვარულმა, სიხარულმა, მონატრებამ და ტკივილმა განაპირობა მისი პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება...

სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მსახიობს თავის ოთახში ეკიდა დედის ფოტო, აქვე იპოვეს მისი "ანდერძიც". ამ ანდერძს, რომელსაც ახლა ხელოვნების სასახლის ფონდში ვინახავთ, მკითხველთა დიდი ნაწილი იცნობს, თუმცა მაინც საჭიროდ ვცანით მისი გამოქვეყნება (სრულად იბეჭდება პირველად):

"სამოცდათვრამეტი წლის ვარ

ბევრი ვიცხოვრე, ბევრი განვიცადე, ბევრი სიხარულიც ვნახე. მეყოფა ეხლა, ავადმყოფობა მქონდა ძალზე ვერაგი, ძნელი, რომელმაც გამინახევრა ცხოვრება. რაც გავაკეთე ხელოვნებაში, ათჯერ გავაკეთებდი მეტს და საინტერესოს. მაგრამ ვეღარ გავუძელი მძიმე ავადმყოფობას. ჩემი თხოვნაა, მე იმედი მაქვს, ამას შემისრულებთ. არაფრის დიდებით თეატრში ან კლუბში არ გადამიყვანოთ, არ არის საჭირო.

დამიჯერეთ და ამისრულეთ, მყუდროდ მამყოფეთ ჩემ სახლში... არავითარ შემთხვევაში პანთეონში არ დამასაფლაოთ, აგიხსნით, რატო, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ზემოთ, ღირსი ვარ თუ არა, რად გინდათ ეს, რად გინდათ, რომ ვინმემ სთქვას, არ იყო ღირსიო. რატო იბითურებთ თავს ან რატო უნდა ჩამაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში. კარგი იქნებოდა დედას გვერდით ვაკეში, მაგრამ იქ უკვე დავასაფლავე საყვარელი აკაკი (სესილია თაყაიშვილის ძმა. – რედ.). მაშინ საბურთალოში, ის მუხა რომ არის, ძალიან შორს არის, თქვენ მანქანა არა გყავთ და მეცოდებით.ყველაზე უკეთესი [მაინც] საბურთალოა. ჩემს საფლავს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდეს, არავითარი ქვა, რკინის მოაჯირი და ზედ გაკრული როგორიც დედას აქვს. მხოლოდ ითხოვეთ ორი ადგილი, რომ ჩემს გვერდით იყოს ვინმე.

ბევრს ნუ იტირებთ, გაუფრთხილდით ერთიმეორეს, არავითარი ქელეხი. არ გაილანძღოთ თავი. ჩამაცვით შავი კაბა.მინაწერი:

დამიჯერეთ, პანთეონში აღარ არი ადგილი. რად გინდათ, რო ჩამაკვეხონ სადღაც კედელთან. ამოთხარონ და შიგ შემდონ. სირცხვილი არ იქნება. არ გინდათ ფოკუსები. დამიჯერეთ, ისე ჭკვიანურად გამოიყურებით, გთხოვთ". წაიკითხეთ სტატია სრულად

"ჩემი ღირსება შელახეს, ჩემი სამსახურიც..." - რას ამბობს დავით ხვიბლიანი, რომელსაც "ფეიკმძევალი" უწოდეს

როგორი ამინდი იქნება 23-26 ოქტომბერს საქართველოში და რა ტემპერატურაა მოსალოდნელი დედაქალაქში

გადამოწმებულია Hotsale-ის მიერ! - რომელმა საბურგერეებმა დაიმსახურეს Hotsale.ge-ის მომხმარებლის უმაღლესი შეფასება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"