პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა
"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა

უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 1759 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 686 თბი­ლის­ში და­ფიქ­სირ­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან 397 პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა:

"აჭა­რის რე­გი­ონ­ში - 487 შემ­თხვე­ვა გვაქვს

იმე­რეთ­ში - 356

ქვე­მო ქარ­თლში - 36

შიდა ქარ­თლში - 35

გუ­რი­ა­ში -17

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში - 69

კა­ხეთ­ში - 24

მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში -12

სამ­ცხე ჯა­ვა­ხეთ­ში - 30

რაჭა ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში - 7

თბი­ლის­ში - 686 ახა­ლი შემ­თხვე­ვა".

მთავ­რო­ბა მკაცრ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ღია სივ­რცე­ებ­შიც მოხ­დეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა, ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

„მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია გახ­ლავთ, რომ 3 ქა­ლაქ­ში, სა­დაც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ი­თხოვს და ეს ქა­ლა­ქე­ბია თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი და ბა­თუ­მი, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მოხ­დეს გარე სივ­რცე­ებ­შიც, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც დის­ტან­ცი­ის დაც­ვა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. მო­გი­წო­დებთ, რომ დღე­ი­დან თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში და ბა­თუმ­ში ღია სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დე ვა­ტა­როთ.

ეს გა­კონ­ტროლ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის - შსს-სა და შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის მხრი­დან. იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგ­ვჭირ­დე­ბა პო­ლი­ცი­ის რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და მი­თი­თე­ბის­თვის. იმე­დი მაქვს, რომ ამა­ზე პო­ლი­ცი­ის რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. ამას ამ ეტაპ­ზე აქვს სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი, თუმ­ცა, მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, გთხოვთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ, რომ არ დაგ­ვჭირ­დეს გარე სივ­რცე­ებ­ზეც ჯა­რი­მის და­წე­სე­ბა. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ ამ წესს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ. პირ­ბა­დე და დის­ტან­ცია არის ერ­თა­დერ­თი ქმე­დი­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ნე­ლებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა

"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

"აჭარის რეგიონში - 487 შემთხვევა გვაქვს

იმერეთში - 356

ქვემო ქართლში - 36

შიდა ქართლში - 35

გურიაში -17

სამეგრელო-ზემო სვანეთში - 69

კახეთში - 24

მცხეთა-მთიანეთში -12

სამცხე ჯავახეთში - 30

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7

თბილისში - 686 ახალი შემთხვევა".

მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

„მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ.

ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების - შსს-სა და შრომის ინსპექციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებასა და მითითებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამაზე პოლიციის რესურსის გამოყენება არ იქნება საჭირო. ამას ამ ეტაპზე აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა, მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, რომ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წესს მოქალაქეები შეასრულებენ. პირბადე და დისტანცია არის ერთადერთი ქმედითი საშუალება ვირუსის გავრცელების შესანელებლად", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

"ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ "რემდესივირი" გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები" - ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"

"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი