საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია
"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია

ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმი­სას აყ­ვა­ნი­ლი ერთ-ერთი მძევ­ლის, ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა იყო, რათა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სცოდ­ნო­დათ იმის შე­სა­ხებ, რომ თავ­მდამ­სხმელს ხელ­ში საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა ეჭი­რა.

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" კვა­რა­ცხე­ლი­ამ დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა ეპი­ზო­დი, როცა თავ­დამ­სხმელ­მა მას ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა მოს­თხო­ვა.

"ბევ­რი მძე­ვა­ლი იყო. პირ­ვე­ლად ერთ ადა­მი­ანს სთხო­ვა, რო­მე­ლიც მან თან წა­იყ­ვა­ნა შემ­დეგ, რომ და­ე­რე­კა 112-ში, მან და­რე­კა 112-ში, ასე­ვე მას სთხო­ვა, რომ და­კავ­ში­რე­ბო­და „ტვ პირ­ველს“, „ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­ე­ძებ­ნა და და­კავ­ში­რე­ბო­და, მაგ­რამ მან უთხრა, რომ ის არ სარ­გებ­ლობ­და „ფე­ის­ბუ­ქით“ და არ ჰქონ­და „ფე­ის­ბუქ“ აპ­ლი­კა­ცია, შემ­დეგ მე­ო­რე ადა­მი­ან­თან ჰქონ­და იგი­ვე მო­თხოვ­ნა, რომ­ლის ტე­ლე­ფო­ნიც დამ­ჯდა­რი იყო, შემ­დეგ მე­სა­მე ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ან­გა­რიშ­ზე არ ჰქონ­და და შემ­დეგ გად­მო­ვი­და ჩემ­თან, ხე­დავ­და რომ ტე­ლე­ფო­ნი მქონ­და და ამი­ტომ უარი არ მით­ქვამს ნამ­დვი­ლად. შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბას აზრი არ ჰქონ­და, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რაც იყო, რომ ჩვენ ცო­ცხა­ლი გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო გა­ე­გოთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რომ ამ ადა­მი­ანს ხელ­ში საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და" - გა­ნა­ცხა­და კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დამ­სხმე­ლი პე­რი­ო­დუ­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ას თვალს ადევ­ნებ­და, თუმ­ცა მუდ­მი­ვად არ ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი, რომ ტე­ლე­ფო­ნე­ბი არ დამ­ჯდა­რი­ყო.

"მას ნამ­დვი­ლად არ უკი­თხავს ჩემ­თვის ჩემი პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა, ის კი არა, როცა გა­ი­გო ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში რა კამ­პა­ნია იყო აწე­უ­ლი ჩემს მი­მართ, მი­თხრა: „შენ ძმაო, მაგ­რად „და­გერ­ხა“, ვის ხელ­ში ხარ ჩა­ვარ­დნი­ლიო“. როცა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი იყო ოპო­ზი­ცი­ის ან პო­ზი­ცი­ის მხრი­დან ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და ამას ვუს­მენ­დით, ამა­ზე გა­ა­კე­თა ასე­თი კო­მენ­ტა­რი, რომ აი, ხომ ხე­დავთ, არა­ვის თქვენ არ აინ­ტე­რე­სებთ და ერ­თმა­ნე­თის გი­ნე­ბის მეტი არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­თო,“- გა­ნა­ცხა­და კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
26

სადაც იყავი იქ არ გქონდა დარხეული, თუ მძევალი იყავი? მამაშენმა წუხელ ჩამოვიდაო და ბარათის გაბარება ბანკში როდის მოასწარი? ვარაუდით დაბრალება როგორ შეიძლებაო, შარვლიდან ხტებიან ნაცები არადა დაბრალება, ცილისწამება და ტყუილი მათი მოგონილია - მარტო შაქარაშვილისა და ბაჩალეიშვილის საქმეზე რამდენს დასწამეს ცილი? ხიდაშელმა საშვილიშვილო საქმე გააკეთა და ბავშვობაში რუსულ ბაღში დადიოდაო

ბაზი
3

ტროლობას მოეშვი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, ყველაზე ლოგიკური ტელევიზიასთან დაკავშირება იყო, რათა სამართალდამცავებს სცოდნოდათ იმის შესახებ, რომ თავმდამსხმელს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა ეჭირა.

"პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" კვარაცხელიამ დეტალურად გაიხსენა ეპიზოდი, როცა თავდამსხმელმა მას ტელევიზიასთან დაკავშირება მოსთხოვა.

"ბევრი მძევალი იყო. პირველად ერთ ადამიანს სთხოვა, რომელიც მან თან წაიყვანა შემდეგ, რომ დაერეკა 112-ში, მან დარეკა 112-ში, ასევე მას სთხოვა, რომ დაკავშირებოდა „ტვ პირველს“, „ფეისბუქზე“ მოეძებნა და დაკავშირებოდა, მაგრამ მან უთხრა, რომ ის არ სარგებლობდა „ფეისბუქით“ და არ ჰქონდა „ფეისბუქ“ აპლიკაცია, შემდეგ მეორე ადამიანთან ჰქონდა იგივე მოთხოვნა, რომლის ტელეფონიც დამჯდარი იყო, შემდეგ მესამე ადამიანთან, რომელსაც ანგარიშზე არ ჰქონდა და შემდეგ გადმოვიდა ჩემთან, ხედავდა რომ ტელეფონი მქონდა და ამიტომ უარი არ მითქვამს ნამდვილად. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, პირიქით, ყველაზე ლოგიკური ამ სიტუაციაში რაც იყო, რომ ჩვენ ცოცხალი გადავრჩენილიყავით, აუცილებელი იყო გაეგოთ სამართალდამცავებს, რომ ამ ადამიანს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა" - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, თავდამსხმელი პერიოდულად ტელევიზიას თვალს ადევნებდა, თუმცა მუდმივად არ ჰქონდა ჩართული, რომ ტელეფონები არ დამჯდარიყო.

"მას ნამდვილად არ უკითხავს ჩემთვის ჩემი პარტიული კუთვნილება, ის კი არა, როცა გაიგო ტელევიზიის ეთერში რა კამპანია იყო აწეული ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“. როცა პოლიტიკური ბრალდებები იყო ოპოზიციის ან პოზიციის მხრიდან ერთმანეთის მიმართ და ამას ვუსმენდით, ამაზე გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ აი, ხომ ხედავთ, არავის თქვენ არ აინტერესებთ და ერთმანეთის გინების მეტი არაფერი აინტერესებთო,“- განაცხადა კვარაცხელიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტი მკურნალობს საქართველოში და რამდენი ადამიანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით... მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც"

"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"