პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი? რა არის აქ საღლიცინო" - გიგი უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე
"მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი? რა არის აქ საღლიცინო" - გიგი უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე

მე ხომ სხვის ცხოვ­რე­ბას არ ვრის­კავ­დი, ჩემს ცხოვ­რე­ბას ვრის­კავ­დი ? რა არის აქ საღ­ლი­ცი­ნო და სა­პო­პუ­ლიზ­მო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბებს, რო­მე­ლიც „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ გუ­შინ აყ­ვა­ნი­ლი მძევ­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის შე­სა­ხებ უგუ­ლა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვას მოჰ­ყვა.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა, არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თავ­დამ­სხმელს ბან­კში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ნაც­ვლად, პო­ლი­ტი­კო­სის მძევ­ლად აყ­ვა­ნა მო­ე­სურ­ვე­ბი­ნა და თუ ამი­სი 1%-იანი შან­სი მა­ინც იყო, ცდად ღირ­და.

"რაც ვთქვი გუ­შინ, ვი­ყა­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლი და ეს რომ გა­მო­სუ­ლი­ყო, თქვენ რა ეჭვი გე­პა­რე­ბათ ერთი წუ­თით, რომ მე მზად ვი­ყა­ვი და ამას ვი­ზამ­დი ?ვი­საც პო­პუ­ლიზ­მი ჰგო­ნია, პო­პუ­ლიზ­მი არის, რო­დე­საც რა­ღა­ცას იტყვი და იქი­დან არა­ფე­რი გა­მო­ვა და თუ ერთი პრო­ცენ­ტი არ­სე­ბობს შან­სი, რომ გა­მო­ვი­დეს, მა­შინ ეს რის­კი არის და მე ამ რისკს, ბუ­ნებ­რი­ვია, ავი­ღებ­დი. თუ პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი წა­ვი­და ამ რის­კზე, მე მას მად­ლო­ბას ვუხ­დი მხო­ლოდ, მეტს არა­ფერს, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, მსგავ­სი რამე პო­ლი­ტი­კოსს გა­ე­კე­თე­ბი­ნა? ან რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, იმას მო­ენ­დო­მე­ბი­ნა ხალ­ხის ნაც­ვლად პო­ლი­ტი­კო­სი ყო­ფი­ლი­ყო? თუ ერთი პრო­ცენ­ტი არ­სე­ბობ­და შან­სი, რა­ტომ არ უნდა გვე­ცა­და?

მე ხომ სხვის ცხოვ­რე­ბას არ ვრის­კავ­დი, ჩემს ცხოვ­რე­ბას ვრის­კავ­დი? რა არის აქ საღ­ლი­ცი­ნო და სა­პო­პუ­ლიზ­მო? ვი­საც რო­გორ უნდა, ისე გა­ი­გოს, სულ არ და­ვე­ძებ. მთა­ვა­რია, რომ მძევ­ლე­ბის ნა­წილ­ში კარ­გად და უსაფრ­თხოდ დამ­თავ­რდა. მაგ­რამ ახლა ვხე­დავთ, რომ სულ უფრო და უფრო მი­ზე­რუ­ლია შან­სი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ის მო­ძა­ლა­დე პირი და­ა­კა­ვოს. ასეთ დროს თუ ცხელ კვალ­ზე აკა­ვებ, აკა­ვებ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, როცა იქით არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­აა ძა­ლი­ან ახ­ლოს და პრაქ­ტი­კუ­ლად, 24 სა­ა­თია თით­ქმის გა­სუ­ლი, მე ვეჭ­ვობ, რომ ამას ვერ შეძ­ლებს, მი­თუ­მე­ტეს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც 24 სა­ათ­ზე მეტი გა­ვი­და და ჩვენ არ ვი­ცით, ვინ იყო ეს პირი და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, პო­ლი­ცი­ას არც აქვს დად­გე­ნი­ლი ვის­ზეა სა­უ­ბა­რი," - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გიგი უგუ­ლა­ვამ გუ­შინ მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, მძევ­ლებს ჩა­ნაც­ვლე­ბო­და, თუ თავ­დამ­სხმე­ლი ამის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფგჰჰ
1

ლოქო

mmg
2

და ვის რა ფეხებად უნდოდი?! მაგარი რიცკიანი თეძოიანი ბიჭები ხართ შენ და მიშა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი? რა არის აქ საღლიცინო" - გიგი უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე

"მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი? რა არის აქ საღლიცინო" - გიგი უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე

მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი ? რა არის აქ საღლიცინო და საპოპულიზმო, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საზოგადოების ნაწილის შეფასებებს, რომელიც „საქართველოს ბანკში“ გუშინ აყვანილი მძევლების ჩანაცვლების შესახებ უგულავას ინიციატივას მოჰყვა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, არ იყო გამორიცხული, რომ თავდამსხმელს ბანკში მყოფი ადამიანების ნაცვლად, პოლიტიკოსის მძევლად აყვანა მოესურვებინა და თუ ამისი 1%-იანი შანსი მაინც იყო, ცდად ღირდა.

"რაც ვთქვი გუშინ, ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ეს რომ გამოსულიყო, თქვენ რა ეჭვი გეპარებათ ერთი წუთით, რომ მე მზად ვიყავი და ამას ვიზამდი ?ვისაც პოპულიზმი ჰგონია, პოპულიზმი არის, როდესაც რაღაცას იტყვი და იქიდან არაფერი გამოვა და თუ ერთი პროცენტი არსებობს შანსი, რომ გამოვიდეს, მაშინ ეს რისკი არის და მე ამ რისკს, ბუნებრივია, ავიღებდი. თუ პოლიციის უფროსი წავიდა ამ რისკზე, მე მას მადლობას ვუხდი მხოლოდ, მეტს არაფერს, რატომ არ შეიძლება, მსგავსი რამე პოლიტიკოსს გაეკეთებინა? ან რატომ არ შეიძლება, იმას მოენდომებინა ხალხის ნაცვლად პოლიტიკოსი ყოფილიყო? თუ ერთი პროცენტი არსებობდა შანსი, რატომ არ უნდა გვეცადა?

მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი? რა არის აქ საღლიცინო და საპოპულიზმო? ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, სულ არ დავეძებ. მთავარია, რომ მძევლების ნაწილში კარგად და უსაფრთხოდ დამთავრდა. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მიზერულია შანსი, ხელისუფლებამ ის მოძალადე პირი დააკავოს. ასეთ დროს თუ ცხელ კვალზე აკავებ, აკავებ. სხვა შემთხვევაში, როცა იქით არაკონტროლირებადი ტერიტორიაა ძალიან ახლოს და პრაქტიკულად, 24 საათია თითქმის გასული, მე ვეჭვობ, რომ ამას ვერ შეძლებს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც 24 საათზე მეტი გავიდა და ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ეს პირი და მაღალი ალბათობით, პოლიციას არც აქვს დადგენილი ვისზეა საუბარი," - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ გუშინ მზადყოფნა გამოთქვა, მძევლებს ჩანაცვლებოდა, თუ თავდამსხმელი ამის სურვილს გამოთქვამდა.

"თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ კვლავ უარი უთხრა ოპოზიციას, ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ?" - ექსპერტი

ოპოზიციის 4-პუნქტიანი მოთხოვნებიდან რას თანხმდება მმართველი გუნდი? - "ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციას მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია