პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 24 სა­ათ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 პი­რი­დან ერთი 30 წლამ­დე ასა­კი­საა.

ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე იმე­რეთ­სა და აჭა­რა­ში.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, სად გარ­და­იც­ვა­ლა 30 წლამ­დე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში. 14 გარ­დაც­ვლი­ლი­დან ძი­რი­თა­დად ხან­დაზ­მუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა, ერთი არის 30 წლამ­დე პირი. კონ­კრე­ტუ­ლად სად გარ­და­იც­ვა­ლა, რა მი­ზე­ზით, ეს კლი­ნი­ცის­ტე­ბის მიერ ირ­ჩე­ვა და ღია ეთერ­ში გა­სარ­ჩე­ვი სა­კი­თხი არ არის. მხო­ლოდ და მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კუ­რი კუ­თხით ვიძ­ლე­ვით ინ­ფორ­მა­ცი­ას. და­ნარ­ჩე­ნი ჩვენს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტენ­ში შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ, რო­მე­ლიც ორ თვე­ში ერთხელ გა­მო­ი­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
3

გააჩერეთ ბოლოს და ბოლოს ტრანსპორტი რომ უფროსებმა მისცენ უფლება თანამშრომლებს სახლიდან იმუშაონ. თუარადა ახალგაზრდა თაობა დაინფიცირდება ვინც მეტროთი და ავტობუსით დადის . ეს გინდათ??? გადაჯედილია ახალგაზრდებით მეტრო და ავტობუსიიი

ასეთი მთავრობის პირობებში
22

ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ათეულების და ასეულებისა კი უბრალო სტატისტიკა. უკვე გარდაცვლილების რაოდენობა ციფრების კომბინაციად იქცა, რომელიც გამუდმებით იზრდება და ეს არაფრის მაქნისი მთავრობა გულგრილად ელოდება არჩევნების მოსვლას, რომ დაზაფრული ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე და მათთვის სასურველი ციფრები დასვან.

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ასევე იმერეთსა და აჭარაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, სად გარდაიცვალა 30 წლამდე ინფიცირებული, თუმცა აღნიშნა, რომ ის კლინიკაში მკურნალობდა.

"სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 14 გარდაცვლილიდან ძირითადად ხანდაზმულები არიან, თუმცა, ერთი არის 30 წლამდე პირი. კონკრეტულად სად გარდაიცვალა, რა მიზეზით, ეს კლინიცისტების მიერ ირჩევა და ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას. დანარჩენი ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სვანეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო - ადგილზე 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობს