სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საკმარისი საწოლები, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე არ პასუხობენ, ეს არის ტყუილი" - მეზვრიშვილი
"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საკმარისი საწოლები, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე არ პასუხობენ, ეს არის ტყუილი" - მეზვრიშვილი

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ნა­სა და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში მკურ­ნა­ლო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე არი­ან და­ტო­ვე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ მან უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ახა­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, გრძელ­დე­ბა ბი­ნა­ზე და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში. რო­გორც ბი­ნა­ზე, ასე­ვე კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში ამ ადა­მი­ა­ნებს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბენ ექი­მე­ბი, ანუ ბი­ნა­სა და სას­ტუმ­რო­ში მკურ­ნა­ლო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე არი­ან და­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ვინ მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ მძი­მე, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ასაკ­შია, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა არის და ეს ზრდა გაგ­რძელ­დე­ბა ჩვენ­თა­ნაც, ისე­ვე რო­გორც ზრდა გრძელ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მარ­თვის პრო­ცესს, კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ახა­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კის და­თეს­ვის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა, ეს ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში შფოთვის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს არ არის სა­წო­ლე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი მიყ­რი­ლე­ბი არი­ან სახ­ლებ­ში და მათ არა­ვინ მკურ­ნა­ლობს, ზა­რებ­ზე პა­სუ­ხი არ ხდე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­სულ­ტა­ცი­ას ვერ გა­დი­ან. მე მინ­და და­ვამ­შვი­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შფოთვის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის და რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ტყუ­ი­ლი და ემ­სა­ხუ­რე­ბა პა­ნი­კის და­თეს­ვის მი­ზანს. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში რე­ა­ლუ­რად 2 1703 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა და თი­თო­ე­ულ ამ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტზე არის ოჯა­ხის ექი­მი. გა­სა­გე­ბია, რომ შე­იძ­ლე­ბა არის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც კონ­სულ­ტა­ცია დაგ­ვი­ან­და, მაგ­რამ ამ დარ­ღვე­ვებს არ აქვს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი და ძა­ლი­ან გთხოვთ, ამ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გამო არ ავ­ყვეთ პა­ნი­კას.

თხოვ­ნა გვაქვს მაქ­სი­მა­ლუ­რი და ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით, რომ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა არ და­ვუშ­ვათ ყო­ველ­დღი­უ­რად ბრი­ფინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ფორ­მატ­ში. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მთავ­რო­ბა იყო უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გამჭვირ­ვა­ლე. და­მერ­წმუ­ნეთ, თუ აპო­კა­ლიფ­სი იქ­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ვალთ და ამ ტრი­ბუ­ნი­დან ვი­ტყვით. ამის პრობ­ლე­მა საბ­ჭოს არ­ცერთ წევ­რს არა­სო­დეს ჰქო­ნია. სი­მარ­თლე არის ის, რა­საც საბ­ჭოს წევ­რე­ბი ამ ტრი­ბუ­ნი­დან ყვე­ბი­ან და რაც არ უნდა მწა­რე იყოს, ამის თქმას არ მო­ვე­რი­დე­ბით. ამი­ტომ, გთხოვთ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როდ გა­მო­ი­ყე­ნოთ ის, რაც აქ ით­ქმე­ვა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან ვრცელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
8

"თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვითო" - ქალბატონო ნათია თუ აპოკალიფსამდე მივა საქმე, რას გვიშველის მერე თქვენი ტრიბუნიდან გამოსვლა. მანამდე უნდა გაამკაცროთ წესები, რომ აპოკალიფსი არ მოხდეს, ისეთი არა რაა - რესტორანი რომ 22 საათზე დაიკეტოს. რა რესტორანი, ავტობუსებს და მეტროს შეხეთ, ყველა ერთმანეთზეა მიწებებული, ჩაკეტეთ 1 კვირა მიანც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცოტა ჩაცხრეს ეს ვირუსი. მიხედეთ მოხუცებს, გრიპის ვაქცინის რიგში რომ დგანან, იქიდან რას წამოიღებენ კაცმა არ იცის. ესაა თქვენი ზრუნვა? 80 წელს გადაცულებული მოხუცები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, იმ რიგში აცრის გასაკეთებლად როგორ უნდა იდგეს.

ნინო
9

ეს ვიღას დაკარგვია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საკმარისი საწოლები, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე არ პასუხობენ, ეს არის ტყუილი" - მეზვრიშვილი

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საკმარისი საწოლები, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე არ პასუხობენ, ეს არის ტყუილი" - მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბინასა და კოვიდსასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებული. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"კოვიდინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდსასტუმროებში. როგორც ბინაზე, ასევე კოვიდსასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ანუ ბინასა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, მაქსიმალურად ვცდილობთ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა. ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა არის და ეს ზრდა გაგრძელდება ჩვენთანაც, ისევე როგორც ზრდა გრძელდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვაგრძელებთ მართვის პროცესს, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება. თუმცა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ქვეყანაში შფოთვის საფუძველი არ არსებობს.

,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე პასუხი არ ხდება და ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის და რეალობას არ შეესაბამება. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს. თვითიზოლაციაში რეალურად 2 1703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზე არის ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა, მაგრამ ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას.

თხოვნა გვაქვს მაქსიმალური და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არ დავუშვათ ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. ამის პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან და რაც არ უნდა მწარე იყოს, ამის თქმას არ მოვერიდებით. ამიტომ, გთხოვთ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმევა და ოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კორონავირუსისგან 398 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მას აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა..." - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები? სამხედრო ექსპერტის მოსაზრება