სპორტი
სამართალი
სამხედრო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"
"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"

აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის, ე.წ „შვე­დურ მო­დელ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მაჩ­ვე­ნებ­ლებს გა­ნი­ხი­ლავს და გან­მარ­ტავს, რა­ტომ არის შორს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლის­გან:

"ბევ­რი ტერ­მი­ნე­ბით რომ არ გა­დაგ­ღა­ლოთ, მხო­ლოდ ორს ვახ­სე­ნებ.

- რამ­დე­ნი ტეს­ტია საკ­მა­რი­სი და რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა? ამის მი­ნი­მუმ 3 მარ­კე­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ადექ­ვა­ტუ­რი არის და­დე­ბი­თი ტეს­ტე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (ანუ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის რა პრო­ცენ­ტია და­დე­ბი­თი). სა­სურ­ვე­ლი რი­ცხვი არის 5-10% .

- ჩვენ­თან თუ მსგავს პრო­პორ­ცი­ას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ბოლო დღე­ებ­ში ეს პრო­ცენ­ტი 13%-ს გა­დაც­და (1186 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი/9000მდე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი), რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რე­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დიდი ალ­ბა­თო­ბით უფრო მე­ტია ვიდ­რე ვი­ჭერთ.

- რო­დე­საც „შვე­დურ მო­დელ­ზე“ ვსა­უბ­რობთ, მთა­ვა­რი კი­თხვაა - რა არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის ზღვა­რი - ანუ პო­პუ­ლა­ცი­ის რა პრო­ცენ­ტმა უნდა გა­და­ი­ტა­ნოს ინ­ფექ­ცია იმი­სათ­ვის, რომ ვირუ­სის გა­და­ცე­მის ჯაჭ­ვი გა­წყდეს - ეს ციფ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­და­ცე­მის ინ­დექსზე (Ro), რო­მე­ლიც იც­ვლე­ბა ბევ­რი ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნით.

ეპი­დე­მი­ის აქ­ტი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბი­სას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის ზღვა­რი არის და­ახ­ლო­ე­ბით 50-67% ( აბა თუ მიხ­ვდე­ბით აპ­რი­ლის ბო­ლოს სტოკ­ჰოლ­მის რა პრო­ცენტს ქონ­და და­დე­ბი­თი ან­ტის­ხე­უ­ლი, ანუ გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცია? - 8%-ს!!!! ანუ ჩვე­ნი ნა­ნატ­რი შვე­დე­თი რამ­დე­ნად შორ­საა ამ გზით იმუ­ნი­ტე­ტის მიღ­წე­ვის­გან, მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ან­გა­რი­შე­ბე­ლია. ამ დროს, სიკ­ვდი­ლო­ბით 100 ათას მო­სახ­ლე­ზე მხო­ლოდ ბრი­ტა­ნეთს, ეს­პა­ნეთს, იტა­ლი­ას და ამე­რი­კას ჩა­მორ­ჩე­ბა

- მარ­ტი­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის, 1.8 მი­ლი­ო­ნი­დან 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ან­მა უნდა „გა­და­ი­ტა­ნოს“ ინ­ფექ­ცია, რაც ნიშ­ნავს 260 000 მძი­მე შემ­თხვე­ვას და 55 000 ლე­ტა­ლურ გა­მო­სა­ვალს - ეს თე­ო­რი­უ­ლი ციფ­რე­ბია და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არც კი მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით!

- ამას­თა­ნა­ვე, იმუ­ნი­ტე­ტის მახ­სოვ­რო­ბა/ხან­გრძლი­ვო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ იმუ­ნი­ტეტ­თან, ანუ თუ ვირუ­სით რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი­დევ უფრო რთულ­დე­ბა; ის ფაქ­ტი, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 40 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა და მხო­ლოდ 5 რე­ინ­ფი­ცი­რე­ბაა გე­ნე­ტი­კუ­რი მე­თო­დით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეს ჩემ­თვის თა­ვის­თა­ვად წარ­მო­ად­გენს გა­მო­ნაკ­ლისს და ამ­ტკი­ცებს წესს, რომ მი­ნი­მუმ ერთ სე­ზონ­ზე იმუ­ნი­ტე­ტი დამ­ცა­ვი იქ­ნე­ბა - სწო­რედ აქ ხდე­ბა ვაქ­ცი­ნის როლი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და მთელს სუ­რათს ცვლის - ვაქ­ცი­ნა ჩემი აზ­რით აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა , რაც ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა;

რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა და რამ­დე­ნად ხან­გრძლივ იმუ­ნი­ტეტს და­ტო­ვებს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, ამას ვნა­ხავთ, თუმ­ცა უფრო დიდი პრობ­ლე­მა ვაქ­ცი­ნის ლო­გის­ტი­კა იქ­ნე­ბა (ფასი, დის­ტრუ­ბუ­ცია).

- მინ­და ცალ­სა­ხად ვთქვა, რომ ქვეყ­ნის „ჩა­კეტ­ვას“ ან ეკო­ნი­მი­კის გა­ჩე­რე­ბას არა­ნა­ი­რად არ ვემ­ხრო­ბი - შე­ზღუდ­ვა უნდა იყოს წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი, მოქ­ნი­ლი და უნდა ეხე­ბო­დეს კონ­კრე­ტულ სფე­როს (მა­გა­ლი­თად, თუ და­დე­ბი­თი ტეს­ტე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რჩე­ბა 5%-ზე და­ბა­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლა შე­საძ­ლოა გა­ნახ­ლდეს, მაგ­რამ მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბე­ბი ისევ აკ­რძა­ლუ­ლი დარ­ჩეს... ასე­ვე მა­გა­ლი­თის­თვის, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნიღ­ბის ტა­რე­ბის შე­მო­ღე­ბამ არი­ზო­ნა­ში კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბი 75%-ით შე­ამ­ცი­რა ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში). ასე თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ სპონ­ტა­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ნი­ჰი­ლიზმს ისე­დაც ძა­ლი­ან დაბ­ნე­ულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
17

იშვიათი გამონაკლისი, ადეკვატურად მოაზროვნე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი.

ტატო
2

კოვიდთან ერთად რამდენი წინასწარმეტყველი გაჩნდა. თან თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ დაზაფრავს ხალხს თავისი სტატისტიკით. დაავადება შეუსწავლელია და პროგნოზებსაც ასეთი თავდაჯერებით არ უნდა აკეთებდნენ. ჯობია, მეტი დრო პროფილაქტიკის პროგანდას დაუთმონ. საქართველოში იმდენი შეუგნებელი ,,არ მჯერა კოვიდის"აღმოჩნდა, რომ აჯობებს მათ დარწმუნებაზე, ან იძულებებაზე იმუშაონ.

ავტორი:

"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"

"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ე.წ „შვედურ მოდელთან“ დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მაჩვენებლებს განიხილავს და განმარტავს, რატომ არის შორს ჩვენი ქვეყანა აღნიშნული მოდელისგან:

"ბევრი ტერმინებით რომ არ გადაგღალოთ, მხოლოდ ორს ვახსენებ.

- რამდენი ტესტია საკმარისი და რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში, სერიოზული შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება? ამის მინიმუმ 3 მარკერი არსებობს, მაგრამ ყველაზე ადექვატური არის დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი (ანუ ჩატარებული ტესტების რა პროცენტია დადებითი). სასურველი რიცხვი არის 5-10% .

- ჩვენთან თუ მსგავს პროპორციას დავაკვირდებით, ბოლო დღეებში ეს პროცენტი 13%-ს გადაცდა (1186 დადასტურებული/9000მდე ჩატარებული ტესტი), რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი დიდი ალბათობით უფრო მეტია ვიდრე ვიჭერთ.

- როდესაც „შვედურ მოდელზე“ ვსაუბრობთ, მთავარი კითხვაა - რა არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი - ანუ პოპულაციის რა პროცენტმა უნდა გადაიტანოს ინფექცია იმისათვის, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს - ეს ციფრი დამოკიდებულია გადაცემის ინდექსზე (Ro), რომელიც იცვლება ბევრი ფაქტორის გავლენით.

ეპიდემიის აქტიური გავრცელებისას საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი არის დაახლოებით 50-67% ( აბა თუ მიხვდებით აპრილის ბოლოს სტოკჰოლმის რა პროცენტს ქონდა დადებითი ანტისხეული, ანუ გადატანილი ინფექცია? - 8%-ს!!!! ანუ ჩვენი ნანატრი შვედეთი რამდენად შორსაა ამ გზით იმუნიტეტის მიღწევისგან, მარტივი გამოსაანგარიშებელია. ამ დროს, სიკვდილობით 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ ბრიტანეთს, ესპანეთს, იტალიას და ამერიკას ჩამორჩება

- მარტივად, საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 1.8 მილიონიდან 2 მილიონამდე ადამიანმა უნდა „გადაიტანოს“ ინფექცია, რაც ნიშნავს 260 000 მძიმე შემთხვევას და 55 000 ლეტალურ გამოსავალს - ეს თეორიული ციფრებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც კი მივუახლოვდებით!

- ამასთანავე, იმუნიტეტის მახსოვრობა/ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ იმუნიტეტთან, ანუ თუ ვირუსით რეინფიცირება ხდება, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულდება; ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონი შემთხვევა და მხოლოდ 5 რეინფიცირებაა გენეტიკური მეთოდით დადასტურებული ეს ჩემთვის თავისთავად წარმოადგენს გამონაკლისს და ამტკიცებს წესს, რომ მინიმუმ ერთ სეზონზე იმუნიტეტი დამცავი იქნება - სწორედ აქ ხდება ვაქცინის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მთელს სურათს ცვლის - ვაქცინა ჩემი აზრით აუცილებლად იქნება , რაც ბუნებრივი ინფექციის გავრცელებასთან ერთად საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების ერთადერთი რეალური საშუალებაა;

რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინა და რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს დატოვებს მოსახლეობაზე, ამას ვნახავთ, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ვაქცინის ლოგისტიკა იქნება (ფასი, დისტრუბუცია).

- მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ქვეყნის „ჩაკეტვას“ ან ეკონიმიკის გაჩერებას არანაირად არ ვემხრობი - შეზღუდვა უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, მოქნილი და უნდა ეხებოდეს კონკრეტულ სფეროს (მაგალითად, თუ დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი რჩება 5%-ზე დაბალი 2 კვირის განმავლობაში, არადისტანციური სწავლა შესაძლოა განახლდეს, მაგრამ მასობრივი შეკრებები ისევ აკრძალული დარჩეს... ასევე მაგალითისთვის, სავალდებულო ნიღბის ტარების შემოღებამ არიზონაში კოვიდის შემთხვევები 75%-ით შეამცირა ზაფხულის განმავლობაში). ასე თავიდან ავიცილებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ნიჰილიზმს ისედაც ძალიან დაბნეულ მოსახლეობაში".

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა