პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ჩაბარდეს თავის პატრონს გაზპრომში" - სააკაშვილი
"საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ჩაბარდეს თავის პატრონს გაზპრომში" - სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ის სპე­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნის ჭორ­ვი­ლა­ში ერთი დღით სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტს და რე­ი­სით ჭორ­ვი­ლა-მოს­კო­ვით გა­ამ­გზავ­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ჩხე­რე­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძის წარ­დგე­ნა­ზე ვი­დე­ო­ჩარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა, მათ სა­ქარ­თვე­ლოს აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს.

„ღმერ­თმა არ ქნას, ესე­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე გაგ­ვიძ­ვრნენ. მათ უკვე გვი­თხრეს, რომ ჩვე­ნი გზა არის სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წა. მინ­და ვთქვა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აღარ და­ტო­ვებს, რო­გორც ეს ივა­ნიშ­ვილს სურს. სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვებს ერთი ადა­მი­ა­ნი, სპე­ცი­ა­ლუ­რად გავ­ხსნით ჭორ­ვი­ლა­ში ერ­თდღი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტს და რე­ი­სი ჭორ­ვი­ლა-მოს­კო­ვით ცალი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ბარ­დეს თა­ვის პატ­რონს „გა­ზპ­რომ­ში“, და­ა­ნე­ბოს თავი სა­ქარ­თვე­ლოს და მის მო­ქა­ლა­ქე­ებს. ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, თქვენ ნა­ხეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს გვი­ჭერს“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, ის თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის არ იბ­რძვის.

„ვე­რა­ნა­ი­რი მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლი და მაჭ­რუ­კა­ნა ვე­ღარ და­გამ­ცი­რებთ და ვე­ღარ ჩაგყრით უბე­დურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ 11 დღე გვა­შო­რებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნას. კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. თუ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო ახლა ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, მერე, რო­გორც ქვე­ყა­ნა გაქ­რე­ბა. თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ბევ­რი ერი გამ­ქრა­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში, სა­ქარ­თვე­ლო ახლა არის გაქ­რო­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე, მაგ­რამ ასე­ვე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლია ისე, რო­გორც არას­დროს. არა­ვინ იბ­რძვის თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის. სა­ერ­თოდ არ მა­ღელ­ვებს არც ერთი კა­ბი­ნე­ტი, ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მო­ნის­ტრო­ბა­ზე ვთქვი უარი, როცა ეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ ჩემს სამ­შობ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს ვე­რას­დროს ვუ­ღა­ლა­ტებ და ჩემს ქარ­თვე­ლო­ბა­ზე, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, ვე­რას­დროს ვი­ტყვი უარს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GGG
30

მიშიკო, შენი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცი, არა მგონია ამის გამკეთებელი იყო...

სიმართლე მწარეა
159

ეს არის საქართველოს მოუშორებელი ჭირი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ჩაბარდეს თავის პატრონს გაზპრომში" - სააკაშვილი

"საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ჩაბარდეს თავის პატრონს გაზპრომში" - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ის სპეციალურად გახსნის ჭორვილაში ერთი დღით საერთაშორისო აეროპორტს და რეისით ჭორვილა-მოსკოვით გაამგზავრებს ბიძინა ივანიშვილს. როგორც სააკაშვილმა საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენაზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, მათ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს.

„ღმერთმა არ ქნას, ესენი არჩევნებზე გაგვიძვრნენ. მათ უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი გზა არის საქართველოს დატოვება და საქართველოდან უცხოეთში გადახვეწა. მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე მილიონი ადამიანი აღარ დატოვებს, როგორც ეს ივანიშვილს სურს. საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ცალი მიმართულებით ჩაბარდეს თავის პატრონს „გაზპრომში“, დაანებოს თავი საქართველოს და მის მოქალაქეებს. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს“,-განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, ის თანამდებობისთვის არ იბრძვის.

„ვერანაირი მეჯღანუაშვილი და მაჭრუკანა ვეღარ დაგამცირებთ და ვეღარ ჩაგყრით უბედურ მდგომარეობაში. მინდა გითხრათ, რომ 11 დღე გვაშორებს საქართველოს გადარჩენას. კარგად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. თუ ჩვენ საქართველო ახლა ვერ გადავარჩინეთ, მერე, როგორც ქვეყანა გაქრება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. ბევრი ერი გამქრალა თანამედროვე ეპოქაში, საქართველო ახლა არის გაქრობის საფრთხის წინაშე, მაგრამ ასევე ვიცი, რომ საქართველო გამოღვიძებულია ისე, როგორც არასდროს. არავინ იბრძვის თანამდებობისთვის. საერთოდ არ მაღელვებს არც ერთი კაბინეტი, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრემიერ-მონისტრობაზე ვთქვი უარი, როცა ეს უკრაინის პრეზიდენტმა შემომთავაზა, მაგრამ ჩემს სამშობლოს - საქართველოს ვერასდროს ვუღალატებ და ჩემს ქართველობაზე, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ვერასდროს ვიტყვი უარს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს