პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობის 5 ტრენდი
თანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობის 5 ტრენდი

ბოლო პე­რი­ოდ­ში ახა­ლი ოფი­სე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, მათი ინ­ტე­რი­ე­რი­სა და ექ­სტე­რი­ე­რის სწო­რად და­გეგ­მვა ხე­ლოვ­ნე­ბად და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ოდ იქცა.

ზო­გი­ერ­თი კომ­პა­ნი­ის შთამ­ბეჭ­და­ვი სა­მუ­შაო სივ­რცის ფო­ტო­ე­ბი „ფე­ის­ბუქ­ზე“, „ინ­სტაგ­რამ­სა“ თუ „პინ­ტე­რესტზე“ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბას თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ზრდის.

იმი­სათ­ვის, რომ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო, დახ­ვე­წი­ლი და რაც მთა­ვა­რია, საქ­მი­ა­ნი სა­მუ­შაო სივ­რცე შევ­ქმნათ, შეგ­ვიძ­ლია, შემ­დე­გი 5 ტრენ­დი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ:

სა­მუ­შაო და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე ერ­თად

თუ გვსურს, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იგ­რძნონ, რომ მათ კომ­ფორტზე ვზრუ­ნავთ, მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­მუ­შაო სივ­რცე უნდა მო­ვა­წყოთ. ნა­თე­ლი ოთა­ხე­ბი დიდი ვიტ­რა­ჟე­ბით, ღია ფე­რის ავე­ჯი და კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო კუ­თხე სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­რათს ქმნის.

თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თით გან­ტვირ­თვაც რომ შეძ­ლონ, შეგ­ვიძ­ლია, სა­მუ­შაო სივ­რცე­ში­ვე მო­ვა­წყოთ პა­ტა­რა კუ­თხე რბი­ლი ავე­ჯი­თა და ყა­ვის მა­გი­დით, რო­მე­ლიც მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი იქ­ნე­ბა და სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბა­დაც გა­მოგ­ვად­გე­ბა.

სივ­რცი­თი სა­მუ­შაო სივ­რცე­ე­ბი სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, რაც ერთი მხრივ, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რო­ბის და მე­ო­რე მხრივ, გამჭვირ­ვა­ლო­ბის ხა­რისხს ზრდის. ასეთ სივ­რცე­ებ­ში შე­ნო­ბი­დან ეზო­ში ან ეზო­დან შე­ნო­ბა­ში ისე ხვდე­ბი, რომ სა­მუ­შაო ტე­რი­ტო­რი­ას არ ტო­ვებ, ირ­გვლივ გი­გან­ტუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბია, აქ­ვეა პა­ტარ-პა­ტა­რა მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი კუ­თხე­ე­ბი, წიგ­ნე­ბის თარო, ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, პა­ტა­რა კაფე. დღეს, ასე­თი სივ­რცე­ე­ბი სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლურ და­გეგ­მა­რე­ბას წარ­მო­ად­გენს და თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს შო­რის ინ­ტე­რაქ­ცი­ას, სა­მუ­შა­ო­თი კმა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას ზრდის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დენ­ცია გა­მოგ­ვად­გე­ბა, თუ დიდ სა­მუ­შაო სივ­რცეს ვა­წყობთ, ხოლო პა­ტა­რას შემ­თხვე­ვა­ში, შეგ­ვიძ­ლია, მცი­რე ზო­მის რამ­დე­ნი­მე მცე­ნა­რე­თი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კუ­თხი­თა და ნა­თელ ფე­რებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი ავე­ჯით შე­მო­ვი­ფარ­გლოთ.

ხის მა­სა­ლა ან ხის ფე­რე­ბი

ხე ან ხის ფერ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი ინ­ტე­რი­ე­რი დიდი ხა­ნია, წარ­სუ­ლი­დან დაბ­რუნ­და. თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი და სი­თეთ­რე გვჭრი­და თვალს, დღეს მათ ხის დე­ტა­ლე­ბი ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმის. ბევრ ოფის­სა თუ ბი­ნა­ში უკვე შეხ­ვდე­ბით ხის ია­ტაკს, ავეჯს ან უბ­რა­ლოდ ხის ფერ­ში გა­და­წყვე­ტილ კედ­ლებს, რო­მე­ლიც სივ­რცეს უფრო მყუდ­როს და თბილს ხდის.

ფო­ტოშ­პა­ლე­რი

ალ­ბათ, არას­დროს ყო­ფი­ლა მი­ნი­მა­ლიზ­მი ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­გორც დღეს. ოფის­ში ზო­გი­ერ­თი ოთა­ხი, მა­გა­ლი­თად, სა­თათ­ბი­რო, ავე­ჯი­თა და სხვა ნივ­თე­ბით გა­დატ­ვირ­თვას სუ­ლაც არ მო­ი­თხოვს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, საკ­მა­რი­სია ერთი დიდი მა­გი­და სკა­მე­ბით და მო­ნი­ტო­რი გან­ვა­თავ­სოთ. ამ­გვარ ოთა­ხებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს კედ­ლის ფო­ტოშ­პა­ლე­რით გა­ფორ­მე­ბა. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია და­ნარ­ჩე­ნი კედ­ლე­ბი­სა და ავე­ჯის ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­ვარ­ჩი­ოთ და სა­თათ­ბი­რო ოთახს თუ და­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცეს მეტი ხა­ლი­სი შევ­მა­ტოთ.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ფო­ტოშ­პა­ლე­რის ხა­რისხზე. უხა­რის­ხო მა­სა­ლით და­ბეჭ­დი­ლი ფო­ტოშ­პა­ლე­რი შე­იძ­ლე­ბა მომ­წამ­ვლე­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფო­ტოშ­პა­ლერ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდის შე­სა­ბა­მი­სად, სტამ­ბა „პრინ­ტა­რე­ამ“ შე­მო­ი­ტა­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც რო­გორც ოფის­ში, ისე ბავ­შვის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შპა­ლე­რი სვე­ლი წე­სი­თაც იწ­მინ­დე­ბა ისე, რომ არ ზი­ან­დე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ავე­ჯის, ისე ფო­ტოშ­პა­ლე­რის შერ­ჩე­ვის დრო­საც სა­სურ­ვე­ლია, ხა­რისხზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა.

მცე­ნა­რე­ე­ბი

მცე­ნა­რე­ე­ბი დღეს ოფი­სე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ოფი­სი 90-იან წლებ­ში დაპ­რო­ექტდა და აშენ­და თუ არ­ქი­ტექ­ტუ­რის უახ­ლეს ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს, შეს­ვლის­თა­ნა­ვე შე­ნიშ­ნავთ, რომ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში ისი­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლე­ბენ.

ამას­თან, მცე­ნა­რე­ე­ბი ჟანგბა­დის წყა­როა და ოფის­ში „ჰა­ე­რის გამ­წმენდ“ სა­შუ­ა­ლე­ბაც არის. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლებ­ში გან­წყო­ბას ამაღ­ლე­ბენ და სტრესს ხსნი­ან. ამას­თან, თა­ნამ­შრომ­ლებს მათი მოვ­ლის, მათ­ზე ზრუნ­ვის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ, რაც სა­მუ­შაო ად­გი­ლი­სად­მი მათ კმა­ყო­ფი­ლე­ბას კი­დევ უფრო ზრდის.

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

ვი­ნა­ი­დან ციფ­რულ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ოფი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღვჭურ­ვოთ, რათა თა­ნამ­შრომ­ლებს მუ­შა­ო­ბა უფრო გა­ვუ­ად­ვი­ლოთ.

გარ­და ამი­სა, ტექ­ნი­კა ინ­ტე­რი­ე­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წილ­საც წარ­მო­ად­გენს. ბევრ თა­ნა­მედ­რო­ვე ოფის­ში შეხ­ვდე­ბით მო­ნი­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში დიდ როლს ას­რუ­ლე­ბენ. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე უნდა იყოს მორ­გე­ბუ­ლი.

ავტორი:

თანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობის 5 ტრენდი

თანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობის 5 ტრენდი

ბოლო პერიოდში ახალი ოფისების დაპროექტება, მათი ინტერიერისა და ექსტერიერის სწორად დაგეგმვა ხელოვნებად და საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაოდ იქცა.

ზოგიერთი კომპანიის შთამბეჭდავი სამუშაო სივრცის ფოტოები „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ თუ „პინტერესტზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბრენდის ცნობადობას თავისდაუნებურად ზრდის.

იმისათვის, რომ თანამშრომლებზე მორგებული, სასიამოვნო, დახვეწილი და რაც მთავარია, საქმიანი სამუშაო სივრცე შევქმნათ, შეგვიძლია, შემდეგი 5 ტრენდი გავითვალისწინოთ:

სამუშაო და დასასვენებელი სივრცე ერთად

თუ გვსურს, თანამშრომლებმა იგრძნონ, რომ მათ კომფორტზე ვზრუნავთ, მათზე მორგებული სამუშაო სივრცე უნდა მოვაწყოთ. ნათელი ოთახები დიდი ვიტრაჟებით, ღია ფერის ავეჯი და კომფორტული სამუშაო კუთხე სასიამოვნო სურათს ქმნის.

თანამშრომლებმა რამდენიმე წუთით განტვირთვაც რომ შეძლონ, შეგვიძლია, სამუშაო სივრცეშივე მოვაწყოთ პატარა კუთხე რბილი ავეჯითა და ყავის მაგიდით, რომელიც მულტიფუნქციური იქნება და სტუმრების მისაღებადაც გამოგვადგება.

სივრცითი სამუშაო სივრცეები სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ერთი მხრივ, მულტიფუნქციურობის და მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ხარისხს ზრდის. ასეთ სივრცეებში შენობიდან ეზოში ან ეზოდან შენობაში ისე ხვდები, რომ სამუშაო ტერიტორიას არ ტოვებ, ირგვლივ გიგანტური მცენარეებია, აქვეა პატარ-პატარა მოსასვენებელი კუთხეები, წიგნების თარო, ტექნიკური აღჭურვილობა, პატარა კაფე. დღეს, ასეთი სივრცეები სრულიად ნორმალურ დაგეგმარებას წარმოადგენს და თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შორის ინტერაქციას, სამუშაოთი კმაყოფილებასა და მოტივაციას ზრდის.

აღნიშნული ტენდენცია გამოგვადგება, თუ დიდ სამუშაო სივრცეს ვაწყობთ, ხოლო პატარას შემთხვევაში, შეგვიძლია, მცირე ზომის რამდენიმე მცენარეთი, დასასვენებელი კუთხითა და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ავეჯით შემოვიფარგლოთ.

ხის მასალა ან ხის ფერები

ხე ან ხის ფერში გადაწყვეტილი ინტერიერი დიდი ხანია, წარსულიდან დაბრუნდა. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ულტრათანამედროვე სტილი და სითეთრე გვჭრიდა თვალს, დღეს მათ ხის დეტალები ჰარმონიულად ერწყმის. ბევრ ოფისსა თუ ბინაში უკვე შეხვდებით ხის იატაკს, ავეჯს ან უბრალოდ ხის ფერში გადაწყვეტილ კედლებს, რომელიც სივრცეს უფრო მყუდროს და თბილს ხდის.

ფოტოშპალერი

ალბათ, არასდროს ყოფილა მინიმალიზმი ისეთი პოპულარული, როგორც დღეს. ოფისში ზოგიერთი ოთახი, მაგალითად, სათათბირო, ავეჯითა და სხვა ნივთებით გადატვირთვას სულაც არ მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში, საკმარისია ერთი დიდი მაგიდა სკამებით და მონიტორი განვათავსოთ. ამგვარ ოთახებში დიდი პოპულარობით სარგებლობს კედლის ფოტოშპალერით გაფორმება. გამოსახულება შეგვიძლია დანარჩენი კედლებისა და ავეჯის ფერების მიხედვით შევარჩიოთ და სათათბირო ოთახს თუ დასასვენებელ სივრცეს მეტი ხალისი შევმატოთ.

ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ფოტოშპალერის ხარისხზე. უხარისხო მასალით დაბეჭდილი ფოტოშპალერი შეიძლება მომწამვლელი და ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. საქართველოში ფოტოშპალერზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, სტამბა „პრინტარეამ“ შემოიტანა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რომელიც როგორც ოფისში, ისე ბავშვის საძინებელ ოთახშიც გამოიყენება. აღნიშნული შპალერი სველი წესითაც იწმინდება ისე, რომ არ ზიანდება.

შესაბამისად, როგორც ავეჯის, ისე ფოტოშპალერის შერჩევის დროსაც სასურველია, ხარისხზე გავამახვილოთ ყურადღება.

მცენარეები

მცენარეები დღეს ოფისების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს, ოფისი 90-იან წლებში დაპროექტდა და აშენდა თუ არქიტექტურის უახლეს ნიმუშს წარმოადგენს, შესვლისთანავე შენიშნავთ, რომ ინტერიერის დიზაინში ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

ამასთან, მცენარეები ჟანგბადის წყაროა და ოფისში „ჰაერის გამწმენდ“ საშუალებაც არის. ცნობილი ფაქტია, რომ ისინი თანამშრომლებში განწყობას ამაღლებენ და სტრესს ხსნიან. ამასთან, თანამშრომლებს მათი მოვლის, მათზე ზრუნვის სურვილი უჩნდებათ, რაც სამუშაო ადგილისადმი მათ კმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის.

თანამედროვე ტექნიკური საშუალებები

ვინაიდან ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია, ოფისი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღვჭურვოთ, რათა თანამშრომლებს მუშაობა უფრო გავუადვილოთ.

გარდა ამისა, ტექნიკა ინტერიერის უმნიშვნელოვანეს ნაწილსაც წარმოადგენს. ბევრ თანამედროვე ოფისში შეხვდებით მონიტორებს, რომლებიც მუშაობის პროცესში დიდ როლს ასრულებენ. რა თქმა უნდა, ყველა ტექნიკური საშუალება საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული.

ჩვენ ვართ ის გამონაკლისი ძალა, რომელსაც ოპოზიციური ძალების გაერთიანება შეუძლია - გიორგი ვაშაძე

6 რამ, რაც ავტომობილს უხარისხო ძრავის ზეთის გამოყენებისას ემართება

ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო