სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამყიდველს მივმართე, რატომ არ ეკეთა პირბადე, რაზეც მეუზრდელა... დავრეკე პატრულში. აღმოჩნდა, რომ ვერ დააჯარიმებენ, რადგან მტკიცებულება არ აქვთ" - რას წერს "ფეისბუქმომხმარებელი"?
"გამყიდველს მივმართე, რატომ არ ეკეთა პირბადე, რაზეც მეუზრდელა... დავრეკე პატრულში. აღმოჩნდა, რომ ვერ დააჯარიმებენ, რადგან მტკიცებულება არ აქვთ" - რას წერს "ფეისბუქმომხმარებელი"?

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ბერ­სე­ნა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს სტა­ტუსს, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ რა ვქნა, ამ წუ­თას შე­მო­ვე­დი სახ­ლში, კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნეს ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად/ მი­ზე­ზი პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა­ზე შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მა და თან­მდე­ვი მოვ­ლე­ნე­ბი. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი და თხუთ­მე­ტი­ა­თას­ჯერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბის შემ­დეგ ჩვე­ნე­ბის მიმ­ღე­ბი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ ტვი­ნის გალ­ღო­ბის მიზ­ნი­თაც ვერ და­ა­ჯა­რი­მებს გა­ყი­ნულტვი­ნი­ან ადა­მი­ანს, ვი­ნა­ი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ აქვს.

პ.ს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა წერა რა­ტომ არ იცი­ან, რა­ტომ? ( მოკ­ლე ში­ნა­არ­სის სწო­რად და­წე­რა რა­ტომ არ იცი­ან? ესე­ნი რა­ნა­ი­რად იძი­ე­ბენ საქ­მე­ებს? დე­დუქ­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის ქო­ნა­ზე ხმა­საც არ ვი­ღებ.

პ.ს.ს. რა მოხ­და:

ჩემი უბ­ნის ხა­ჭა­პუ­რის გამ­ყიდ­ველს ხელ­ში არ მი­ვე­ცი ბა­რა­თი გა­სა­ტა­რებ­ლად, თა­ვად გა­ვა­ტა­რებ-მეთ­ქი, რა­ზეც გაბ­რაზ­და. გაბ­რა­ზე­ბულ­მა გა­ი­კე­თა ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნი და მა­ინც თვი­თონ გა­ა­ტა­რა (რომ შე­ვე­დი, მა­ში­ნაც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო). შემ­დეგ და­მი­წყო ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა, რომ სი­სუ­ლე­ლეა ჩემი სიფრ­თხი­ლე, რომ ბევ­რი აძ­ლევს ბა­რათს, მერე ადებს აპა­რატს და ათა­სი რამ. ამ დროს მივ­მარ­თე, რა­ტომ არ ეკე­თა პირ­ბა­დე. თან, უკვე მოვ­დი­ვარ, წა­მოს­ვლა მინ­და, მაგ­რამ ეს გოგო არ ჩერ­დე­ბა, აღ­გზნე­ბუ­ლია და ხე­ლებს შლის. ჩემი მი­მარ­თვის შემ­დეგ სა­უ­ბარ­ში ჩა­ერ­თო მე­ო­რე ქალი და მე­უბ­ნე­ბა, რომ პირ­ბა­დე მხო­ლოდ სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გვი­ცავს და აზრი არ აქვს მის გა­კე­თე­ბას. იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა იმ გო­გო­მაც, რომ პირ­ბა­დე არ გვი­ცავ­და და ტყუ­ი­ლად გვე­კე­თა. აზრი არ აქ­ვსო?! აქ უკვე მე აღ­ვშფოთ­დი, რომ რას ჰქვია არ აქვს-მეთ­ქი და მე ექი­მი ვარ და ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ციო. გე­ტყო­ბათ, რო­გო­რი ექი­მიც ხართ-მეთ­ქი და ამ წი­ნა­და­დე­ბის მერე რას ჰქვია, დე­დის ტოლა ქალს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბო და აქეთ მო­მა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. მე უკვე გა­რეთ ვი­ყა­ვი. მო­ვარ­და გამძვინ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­მი­კე­ტა სა­ცხო­ბის კარი. შემ­დეგ მი­ნის იქით იდ­გნენ, მი­ყუ­რებ­დნენ და იცი­ნოდ­ნენ. ავ­დე­ქი და დავ­რე­კე პატ­რულ­ში. სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ყი­ნულ ტვინს მა­ინც ვერ გა­ულ­ღო­ბენ, რად­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ.

რჩე­ვა: გა­და­უ­ღეთ ფოტო, ვინც გე­უზ­რდე­ლე­ბათ და გე­უ­ხე­შე­ბათ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში".

მი­სი­ვე თქმით, მან სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ქმე­დე­ბის თა­ო­ბა­ზე გე­ნინ­სპექ­ცი­ა­საც მი­მარ­თა.

//
2

გენანსპექცია დაიხევდა შარვალს. სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ?

ავტორი:

"გამყიდველს მივმართე, რატომ არ ეკეთა პირბადე, რაზეც მეუზრდელა... დავრეკე პატრულში. აღმოჩნდა, რომ ვერ დააჯარიმებენ, რადგან მტკიცებულება არ აქვთ" - რას წერს "ფეისბუქმომხმარებელი"?

"გამყიდველს მივმართე, რატომ არ ეკეთა პირბადე, რაზეც მეუზრდელა... დავრეკე პატრულში. აღმოჩნდა, რომ ვერ დააჯარიმებენ, რადგან მტკიცებულება არ აქვთ" - რას წერს "ფეისბუქმომხმარებელი"?

ჟურნალისტი ნათია ბერსენაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც გთავაზობთ:

"დაუჯერებელია, მაგრამ რა ვქნა, ამ წუთას შემოვედი სახლში, კრიმინალურ პოლიციაში წამიყვანეს ჩვენების მისაცემად/ მიზეზი პირბადის გაკეთებაზე შენიშვნის მიცემა და თანმდევი მოვლენები. რამდენიმესაათიანი და თხუთმეტიათასჯერ მოყოლილი ამბის შემდეგ ჩვენების მიმღები გამომძიებელი მეუბნება, რომ ტვინის გალღობის მიზნითაც ვერ დააჯარიმებს გაყინულტვინიან ადამიანს, ვინაიდან მტკიცებულება არ აქვს.

პ.ს. პოლიციელებმა და გამომძიებლებმა წერა რატომ არ იციან, რატომ? ( მოკლე შინაარსის სწორად დაწერა რატომ არ იციან? ესენი რანაირად იძიებენ საქმეებს? დედუქციური აზროვნების ქონაზე ხმასაც არ ვიღებ.

პ.ს.ს. რა მოხდა:

ჩემი უბნის ხაჭაპურის გამყიდველს ხელში არ მივეცი ბარათი გასატარებლად, თავად გავატარებ-მეთქი, რაზეც გაბრაზდა. გაბრაზებულმა გაიკეთა ერთჯერადი ხელთათმანი და მაინც თვითონ გაატარა (რომ შევედი, მაშინაც გაბრაზებული იყო). შემდეგ დამიწყო ჭკუის სწავლება, რომ სისულელეა ჩემი სიფრთხილე, რომ ბევრი აძლევს ბარათს, მერე ადებს აპარატს და ათასი რამ. ამ დროს მივმართე, რატომ არ ეკეთა პირბადე. თან, უკვე მოვდივარ, წამოსვლა მინდა, მაგრამ ეს გოგო არ ჩერდება, აღგზნებულია და ხელებს შლის. ჩემი მიმართვის შემდეგ საუბარში ჩაერთო მეორე ქალი და მეუბნება, რომ პირბადე მხოლოდ საათნახევარი გვიცავს და აზრი არ აქვს მის გაკეთებას. იგივე გაიმეორა იმ გოგომაც, რომ პირბადე არ გვიცავდა და ტყუილად გვეკეთა. აზრი არ აქვსო?! აქ უკვე მე აღვშფოთდი, რომ რას ჰქვია არ აქვს-მეთქი და მე ექიმი ვარ და ძალიან კარგად ვიციო. გეტყობათ, როგორი ექიმიც ხართ-მეთქი და ამ წინადადების მერე რას ჰქვია, დედის ტოლა ქალს შეურაცხყოფას აყენებო და აქეთ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე უკვე გარეთ ვიყავი. მოვარდა გამძვინვარებული და მომიკეტა საცხობის კარი. შემდეგ მინის იქით იდგნენ, მიყურებდნენ და იცინოდნენ. ავდექი და დავრეკე პატრულში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გაყინულ ტვინს მაინც ვერ გაულღობენ, რადგან მტკიცებულება არ აქვთ.

რჩევა: გადაუღეთ ფოტო, ვინც გეუზრდელებათ და გეუხეშებათ ასეთ ვითარებაში".

მისივე თქმით, მან სამართალდამცავთა ქმედების თაობაზე გენინსპექციასაც მიმართა.

"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო" - "ტვ პირველის" დირექტორი

"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?

"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"