სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა
"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

იგი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მთარ­გმნე­ლია. თარ­გმნის კლა­სი­კო­სებ­საც და თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლებ­საც, პო­ე­ზი­ა­საც და პრო­ზა­საც. უმე­ტეს­წი­ლად თარ­გმნის იტა­ლი­უ­რი­დან ქარ­თუ­ლად და ქარ­თუ­ლი­დან იტა­ლი­უ­რად. მის ნა­თარ­გმნ ქარ­თველ ავ­ტო­რებს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მოს­ცე­მენ იტა­ლი­ე­ლე­ბი და პი­რი­ქით - იტა­ლი­ელ ავ­ტო­რებს ქარ­თვე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბი. ქარ­თვე­ლი მთარ­გმნე­ლი ნუნუ გე­ლა­ძე წლე­ბია, იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს და ორი ქვეყ­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­საც­ნო­ბად უდი­დეს საქ­მე­ებს აკე­თებს - ხელ­მძღვა­ნე­ლობს ქარ­თულ-იტა­ლი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას "სამ­შობ­ლო გუ­ლით სა­ტა­რე­ბე­ლი", რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მის­მა უფ­როს­მა მე­გო­ბარ­მა, უცხო­ეთ­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა დიდ­მა ქარ­თველ­მა, ნინო ყა­უხ­ჩიშ­ვილ­მა და­ა­არ­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მისი პრე­ზი­დენ­ტიც იყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ იტა­ლი­ის ქა­ლაქ ორტა-სან-ჯუ­ლი­ო­ში პო­ე­ზი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის - "პო­ე­ტე­ბი ტბის გარ­შე­მო" და "იუ­ნეს­კოს" იტა­ლი­ის კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნუნუ გე­ლა­ძეს ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის იტა­ლი­ა­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის და ფეს­ტი­ვალ­თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მთარ­გმენ­ლის პრე­მია მი­ა­ნი­ჭეს და ალე­სის კო­ლექ­ცი­ის ვერ­ცხლის თასი გა­დას­ცეს. ქალ­ბა­ტონ ნუ­ნუს იტა­ლი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და მი­ლოც­ვის შემ­დეგ ვთხო­ვეთ, თა­ვის ქარ­თულ-იტა­ლი­ურ ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე მო­ე­თხრო.

ნუნუ გე­ლა­ძე:

- ვცხოვ­რობ მი­ლა­ნი­დან 70 კი­ლო­მეტრში, ქა­ლაქ ბორ­გო­მა­ნე­რო­ში. ჩემი ქა­ლა­ქი ორ­ტას ტბი­დან 12 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი და, ფა­ტობ­რი­ვად, ორ ტბას - ლაგო-მა­ჯორ­ე­სა და ორ­ტას შო­რის არის მოქ­ცე­უ­ლი. წე­ლი­წა­დის ამ პე­რი­ოდ­ში ტბე­ბი ცო­ტა­თი სევ­დი­ა­ნი ხდე­ბი­ან, მაგ­რამ ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი არი­ან. ორ­ტას ტბის ფეს­ტი­ვალ­თან - "პო­ე­ტე­ბი ტბის გარ­შე­მო" 2002 წლი­დან ვურ­თი­ერ­თობ. სწო­რედ იმ წელს გა­ვი­ცა­ნი ინ­გლი­სე­ლი პო­ე­ტი ქალი გაბ­რი­ელ გრი­ფი­ნი, ამ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, რო­მელ­მაც მე, რო­გორც მთარ­გმნელს, იმა­ვე გა­ზა­ფხულ­ზე შე­მომ­თა­ვა­ზა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­გო­ნა, ჩემს ნა­თარ­გმნ ერთ ლექსს წა­მა­კი­თხებ­დნენ და იო­ლად დავ­თან­ხმდი, მან კი ერთი სა­ა­თი მომ­ცა - ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ზე უნდა მე­ლა­პა­რა­კა. უკან ხომ არ და­ვი­ხევ­დი?! ასე და­ი­წყო ჩემი და ფეს­ტი­ვა­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა.

პო­ე­ზი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის - "პო­ე­ტე­ბი ტბის გარ­შე­მო" 2020 წლის და­ჯილ­დო­ე­ბა

ორ­ტას ფეს­ტი­ვა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლია და 20 წე­ლი­წა­დია, ეწყო­ბა. მას ბრი­ტა­ნე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო აფი­ნან­სებს და უამ­რა­ვი სპონ­სო­რი ჰყავს, ერთ-ერთი მათ­გა­ნი გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ბა­რო­ნე­სა, რო­მე­ლიც ორ­ტას ტბის შუ­ა­გულ­ში, კუნ­ძულ­ზე, ულა­მა­ზეს სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობს. ფეს­ტი­ვალ­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პო­ე­ტე­ბი ჩა­მო­დი­ან. ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან მარ­ტო დათო მაღ­რა­ძე ოთხჯერ იყო აქ მოწ­ვე­უ­ლი, იგი პიერ პა­ო­ლო პა­ზო­ლო­ნი­საც კი შე­ა­და­რეს. ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ქა­ლე­ბიც მო­იწ­ვი­ეს, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩა­მოს­ვლა.

პოეტ დათო მაღ­რა­ძეს­თან ერ­თად

ფეს­ტი­ვალს საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ წელს, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, იქ 50 კაცი თუ იქ­ნე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­შიც და იტა­ლი­ა­შიც მის გამო 5 ფეს­ტი­ვა­ლი ჩაგ­ვი­ვარ­და. შარ­შან პი­ზა­ში წარ­ვად­გი­ნე 14 პო­ე­ტი ქა­ლის კრე­ბუ­ლი - 7 იტა­ლი­ე­ლის და 7 ქარ­თვე­ლის (ელა გო­ჩი­აშ­ვი­ლის, ეთერ თა­თა­რა­ი­ძის და სხვ.), და მხო­ლოდ 3 პრე­ზენ­ტა­ცია მო­ვას­წა­რით, ასე­ვე, გა­ვა­კე­თე 4 ქარ­თვე­ლი (გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის, შოთა ია­თაშ­ვი­ლის, ნიკა ჯორ­ჯა­ნე­ლი­სა და ზვი­ად რა­ტი­ა­ნის) და 4 იტა­ლი­ე­ლი პო­ე­ტის ერ­თობ­ლი­ვი კრე­ბუ­ლი, მე­სა­მე ერ­თობ­ლივ კრე­ბულ­ში კი შე­ვი­ტა­ნე 4 აჭა­რე­ლი და 4 ლეჟო-დი-კა­ლაბ­რი­ე­ლი პო­ე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა, მაგ­რამ მისი წარ­დგე­ნა ვე­ღარ შევ­ძე­ლით. ასე და­ვამ­კვიდ­რე ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რი­თაც ქარ­თუ­ლი და იტა­ლი­უ­რი მწერ­ლო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკეთ გა­იც­ნობს ერ­თმა­ნეთს.

მახ­სოვს, "პო­ე­ტე­ბი ტბის გარ­შე­მოს" ერთ-ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე ლელა სამ­ნი­აშ­ვი­ლის ლექ­სი "ჩე­ჩე­ნი გო­გოს ლექ­სი" წა­ვი­კი­თხე და დარ­ბა­ზი გა­გიჟ­და. მერე არა­ბი პო­ე­ტი გა­მო­ვი­და და, - მე და­შაქ­რულ-და­თაფ­ლუ­ლი ლექ­სე­ბი უნდა წა­მე­კი­თხა და ამის შემ­დეგ ვე­ღარ წა­ვი­კი­თხავ, სურ­ვი­ლიც აღარ მაქ­ვსო. ასე­თი­ვე რე­ზო­ნან­სი ჰქონ­და მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის ლექსს "რა ვუ­თხრათ შვი­ლებს?" სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის ლექ­სის წა­კი­თხვას ნო­ბე­ლი­ან­ტე­ბით სავ­სე უდი­დეს ფეს­ტი­ვალ­ზე, ასე­ვე ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რეს ბექა ქურ­ხუ­ლი და ა.შ.

- პან­დე­მია ვახ­სე­ნეთ და აქვე გკი­თხავთ, დღეს რა ვი­თა­რე­ბაა თქვენ­თან?

- ჩვე­ვად მაქვს, დი­ლით რომ ვიღ­ვი­ძებ, ჯერ ქარ­თულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვის­მენ და შემ­დეგ - იტა­ლი­ურს. პირ­ვე­ლი ტალ­ღის პე­რი­ოდ­ში მარ­თლაც ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბა იყო, თუმ­ცა ახ­ლაც ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვმა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ლომ­ბარ­დი­ის მი­წა­ზე და რად­გან მი­ლან­თან საკ­მა­ოდ ახ­ლოს ვარ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მეც ეპი­ცენ­ტრში ვიმ­ყო­ფე­ბი. ჩვენს ქა­ლაქ­ში უკვე გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. ცუდი ვი­თა­რე­ბაა. 30 ათა­სი მო­სახ­ლეა ქა­ლაქ­ში და სა­ა­ვად­მყო­ფოც საკ­მა­ოდ დიდი გვაქვს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ად­გი­ლე­ბი არ ყოფ­ნით და ამ ზო­მა­საც იმი­ტომ მი­მარ­თეს. და­წე­რეს კი­დეც, რომ დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა მარ­ტის მო­ნა­ცე­მებს უბ­რუნ­დე­ბაო...

სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, ჩვენ­თა­ნაც არი­ან ურ­წმუ­ნო­ე­ბი, ვი­საც და­უ­ჩე­მე­ბია, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არ­სე­ბობ­სო. ამას წი­ნათ ერთ ოჯახ­ში ვი­ყა­ვი და ასე, 40 წლამ­დე ქალი ირ­წმუ­ნე­ბო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­გო­ნი­ლია იმის­თვის, რომ დაგ­ვხო­ცონ, იტა­ლი­ის და­ჩო­ქე­ბა უნ­და­თო და თან სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი მოჰ­ყავ­და. ასა­კო­ვანს რომ ეთ­ქვა, ალ­ბათ, ასე არ გა­ვი­ო­ცებ­დი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდის­გან გა­მიკ­ვირ­და. არა­და, პატ­რი­ო­ტი გო­გო­ნაა. ახლა კი­დევ ერთი ჭორი გავ­რცელ­და: რად­გან ტრამ­პი მალე გა­მო­კეთ­და, ვაქ­ცი­ნაც აქვთ და მხო­ლოდ ელი­ტას უკე­თე­ბე­ნო. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­გვარ ჭო­რებს ჩვენ­თან მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია კი არ ავ­რცე­ლე­ბენ, არა­მედ - მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნუნუ, თქვენ­ზეც მი­ამ­ბეთ. რო­გორ აღ­მოჩ­ნდით იტა­ლი­ა­ში?

- ახალ­ცი­ხე­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მამა სო­ფელ უდე­დან იყო, მღვდე­ლი და ახალ­ცი­ხე­ში ცხოვ­რობ­და, დედა კი თბი­ლი­სე­ლი იყო და გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ ახალ­ცი­ხე­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. 1973 წელს, 16 წლი­სა იქი­დან წა­მო­ვე­დი და თსუ-ის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი მთარ­გმნე­ლის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვამ­თავ­რე. თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვთარ­გმნი­დი ქარ­თუ­ლად, შემ­დეგ კი იტა­ლი­უ­რი ენა შე­ვის­წავ­ლე და იტა­ლი­უ­რი­დან თარ­გმნაც და­ვი­წყე. ჩემი ოჯა­ხიც თბი­ლის­ში გად­მო­სახ­ლდა. რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ას, იქ გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ, 46 წლის ასაკ­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბამ­დე, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში, ე. წ. იტა­ლი­ურ სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი. ეს სკო­ლა დიდი ხა­ნია, ბორ­გო­მა­ნე­როს სკო­ლას­თან არის დაძ­მო­ბი­ლე­ბუ­ლი და 1999 წლის ზა­ფხულს იქ თბი­ლი­სის იტა­ლი­უ­რი სკო­ლის 17 მოს­წავ­ლე წა­ვიყ­ვა­ნე.

ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ეჯი­დიო ფუს­კოც სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი ოჯახ­ში, სა­დაც ერთ-ერთი ჩემი მო­წა­ფე ცხოვ­რობ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეჯი­დიო ჩემს მას­პინ­ძელ­თან მე­გობ­რობ­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი - ტინო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, სამ­წუ­ხა­როდ, იგი აპ­რილ­ში კო­ვი­დით გარ­და­იც­ვა­ლა... ძა­ლი­ან იტან­ჯა...

- თქვენს მე­უღ­ლეს და­ვუბ­რუნ­დეთ - გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე მო­გე­წო­ნათ?

მე­უღ­ლეს­თან - ეჯი­დიო ფუს­კოს­თან ერ­თად

- მა­გა­ზე არ მი­ფიქ­რია... რა­ებს მა­ყო­ლებთ? მე­ცი­ნე­ბა... ტი­ნოს მე­უღ­ლე ფი­ლო­ლო­გია და ჩემი ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, ხან ერთ წიგნს მთა­ვა­ზობ­და სა­ჩუქ­რად, ხან მე­ო­რეს. ეჯი­დიო ეკო­ნო­მი­კის პრო­ფე­სო­რია (ცხა­დია, ახლა პენ­სი­ა­ზეა), მაგ­რამ ლექ­სებს წერს და ამ­ბობს, რომ პო­ე­ტია. დათო მაღ­რა­ძე ხში­რად ჩა­მო­დის ხოლ­მე ჩვენ­თან და ჩემი მე­უღ­ლეც გა­მო­უ­ტანს ხოლ­მე თა­ვის ლექ­სებს და მთხოვს, და­თოს ვუ­თარ­გმნო. მე ვე­უბ­ნე­ბი, და­ა­ნე­ბე თავი-მეთ­ქი, მაგ­რამ დათო მა­ჩე­რებს, არ არის ცუდი პო­ე­ტიო. არა­და, ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლი რომ გყავს, ძნე­ლია, თუნ­დაც ეჯი­დიო ფუს­კოს პო­ე­ტი და­არ­ქვა, უხერ­ხუ­ლი­ცაა (იღი­მის).

- მე­უღ­ლეს მე­ტის­მე­ტად მკაც­რად ხომ არ აფა­სებთ, ქალ­ბა­ტო­ნო ნუნუ?

- სა­კუ­თა­რის მი­მართ უფრო მკაც­რი ვარ. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ამ­დე­ნი პო­ე­ტი თარ­გმნე და შენ არ წერო? კი, მეც ვწერ ლექ­სებს, მაგ­რამ ლია სტუ­რუა რომ მყავს, ჩემს ლექსს რო­გორ გა­მო­ვა­ჩენ! რაც დავ­წე­რე, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი დავ­ხიე და დავ­წვი. მარ­თლაც ძა­ლი­ან მკაც­რი ვარ და... ალ­ბათ - ცო­ტა­თი მში­შა­რაც. გა­კი­ცხვის მე­ში­ნია... მოკ­ლედ, იმ დღეს, ტი­ნოს ოჯახ­ში სტუმ­რო­ბი­სას, ეჯი­დი­ომ გა­ი­გო, რომ ვთარ­გმნი­დი (უკვე მო­რა­ვია და კალ­ვი­ნო მქონ­და ნა­თარ­გმნი), ისიც გა­არ­კვია, რომ პო­ე­ზია ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ჩა­მე­კი­თხა, მზა­რე­უ­ლო­ბა თუ გიყ­ვარ­თო? მა­შინ ეჯი­დიო დიდი ხნის დაქვრი­ვე­ბუ­ლი იყო, ჩემ­ზე 19 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ, 65 წლის და ალ­ბათ ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად სახ­ლის საქ­მე­ებს, მით უფრო - სამ­ზა­რე­უ­ლოს, თავს ვე­ღარ არ­თმევ­და. მეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ქალი, სამ­ზა­რე­უ­ლო რომ არ იცო­დეს-მეთ­ქი. არა­და, იტა­ლი­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ცნო­ბი­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩემ­მა მე­უღ­ლემ აშ­კა­რად არ იცის საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბა (იცი­ნის). ჩანს, ეჯი­დიო ჩემ­მა პა­სუ­ხებ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და რომ შე­ი­ტყო, ალ­ბერ­ტო მო­რა­ვი­ას ესე­ებს და­ვე­ძებ­დი, დახ­მა­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა - მე გაგ­ყვე­ბით ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიო. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. მას ბორ­გო­მა­ნე­რო­ში ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემ­დნენ, დღე­საც კი, მისი 50 წლის წი­ნან­დე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი რომ ხვდე­ბი­ან, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით ჩა­ეხ­ვე­ვი­ან ხოლ­მე. ეჯი­დიო ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო, სპორ­ტსმე­ნი - ფა­რი­კა­ო­ბა­ში ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნიც გახ­ლდათ, მო­თხი­ლა­მუ­რეც, მთებ­ში სი­ა­რუ­ლი უყ­ვარ­და და მახ­სოვს, ახალ გაც­ნო­ბილს მთა­ში სულ ძა­ლით გავ­ყე­ვი, რად­გან სი­ცი­ვე არ მიყ­ვარს. ორ­ტას­კენ წა­მიყ­ვა­ნა.

ორ­ტას ტბა­ში დგას კუნ­ძუ­ლი ორტა-სან-ჯუ­ლიო. ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, მე-6 სა­უ­კუ­ნე­ში იქ ქრის­ტი­ა­ნო­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად სა­ბერ­ძნე­თი­დან ბერი წმ. იუ­ლი­უ­სი ჩა­სუ­ლა. ბერს, კუნ­ძულ­ზე რომ გა­და­სუ­ლი­ყო, უნდა გა­და­ე­ცუ­რა გვე­ლე­ბით სავ­სე ტბა, სა­დაც დრა­კო­ნი ბი­ნად­რობ­და. სან ჯუ­ლი­ომ ტბას თა­ვი­სი მო­სას­ხა­მი გა­დაჰ­ფი­ნა და ისე გა­და­ვი­და კუნ­ძულ­ზე. დათო მაღ­რა­ძეც ამი­ტომ და­ა­ჯილ­დო­ვეს "ვერ­ცხლის დრა­კო­ნით", თა­ვი­სი კრე­ბუ­ლის გამო პირ­ვე­ლი პრი­ზი რომ მი­ი­ღო. ტბის ზე­მოთ, მთა­ზე სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი და ნი­შე­ბი­ვით 21 მო­სა­ლო­ცი ად­გი­ლი არის. ახ­ლად­გაც­ნო­ბილ­მა ეჯი­დი­ომ სწო­რედ იმ ად­გი­ლებ­ში წა­მიყ­ვა­ნა. თბი­ლის­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ისიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფეხ­და­ფეხ გა­მომ­ყვა, შინ მო­მა­კი­თხა და მა­მა­ჩემს ჩემი ხელი სთხო­ვა.

ფა­ნა­ტი­კო­სი მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ ახ­ლაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მისი ცო­ლად გა­ყო­ლა მე არ გა­და­მი­წყვე­ტია, ეს ამ­ბა­ვი ზე­ცა­ში გა­და­წყდა. იტა­ლი­ა­ში რომ მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, მა­მამ მკი­თხა, გიყ­ვარ­სო? - რა ვიცი, მგო­ნი, მიყ­ვარს-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. 46 წლის ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა ცო­ტა­თი უხერ­ხუ­ლა­დაც კი მი­მაჩ­ნდა. მამა ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტი კაცი იყო და მი­თხრა, - თუ სიყ­ვა­რულს უცხო­ეთ­ში გა­ე­კი­დე­ბი, იცო­დე, შენი სამ­შობ­ლოს ვა­ლი­დან ვე­რას­დროს ამოხ­ვა­ლო! ასეც არის, ეგ­რეც ვცხოვ­რობ! რომ მე­უბ­ნე­ბი­ან ხოლ­მე, რა კარ­გია, რომ და­გა­ჯილ­დო­ვეს... ყო­ჩაღ... გი­ლო­ცავთ... გე­ფი­ცე­ბით, სულ არაფ­რად მი­მაჩ­ნია, რად­გან კი­დევ იმ­დე­ნი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტია, ვინც შე­და­რე­ბით უყუ­რა­დღე­ბოდ დამ­რჩა და ისი­ნიც უნდა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ, გა­მო­ვა­ჩი­ნოთ, მათი წიგ­ნე­ბი გა­მოვ­ცეთ. იმ­დე­ნი გეგ­მა მაქვს, კი­დევ იმ­დე­ნი რამ მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი... მა­ინც ასე­თი რა და­ნა­ბა­რე­ბი გა­მო­მა­ტა­ნა მა­მამ სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფე­რი მე­ცო­ტა­ვე­ბა?!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.ჯ.
0

კარგ საქმეს აკეთებთ ქალბატონო. მამათქვენის პატივისცემა მინდა გამოვხატო. იმ ერთ წინადადებაში , რაც გითხრათ ჩანს რა პატრიოტი ადამიანი ყოფილა.

გივი ჩიღვინაძე
0

დიდი საქმეს აკეთებთ და ღირსეულად იხდით სამშობლოს ვალს, ქალბატონო ნუნუ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელია. თარგმნის კლასიკოსებსაც და თანამედროვე მწერლებსაც, პოეზიასაც და პროზასაც. უმეტესწილად თარგმნის იტალიურიდან ქართულად და ქართულიდან იტალიურად. მის ნათარგმნ ქართველ ავტორებს დიდი სიამოვნებით გამოსცემენ იტალიელები და პირიქით - იტალიელ ავტორებს ქართველი გამომცემლები. ქართველი მთარგმნელი ნუნუ გელაძე წლებია, იტალიაში ცხოვრობს და ორი ქვეყნის შემოქმედების გასაცნობად უდიდეს საქმეებს აკეთებს - ხელმძღვანელობს ქართულ-იტალიურ საზოგადოებას "სამშობლო გულით სატარებელი", რომელიც წლების წინ მისმა უფროსმა მეგობარმა, უცხოეთში დაბადებულმა და გაზრდილმა დიდმა ქართველმა, ნინო ყაუხჩიშვილმა დააარსა და გარდაცვალებამდე მისი პრეზიდენტიც იყო. რამდენიმე დღის წინ იტალიის ქალაქ ორტა-სან-ჯულიოში პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის - "პოეტები ტბის გარშემო" და "იუნესკოს" იტალიის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნუნუ გელაძეს ქართული პოეზიის იტალიაში პოპულარიზაციისთვის და ფესტივალთან მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მთარგმენლის პრემია მიანიჭეს და ალესის კოლექციის ვერცხლის თასი გადასცეს. ქალბატონ ნუნუს იტალიაში დავუკავშირდით და მილოცვის შემდეგ ვთხოვეთ, თავის ქართულ-იტალიურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე მოეთხრო.

ნუნუ გელაძე:

- ვცხოვრობ მილანიდან 70 კილომეტრში, ქალაქ ბორგომანეროში. ჩემი ქალაქი ორტას ტბიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული და, ფატობრივად, ორ ტბას - ლაგო-მაჯორესა და ორტას შორის არის მოქცეული. წელიწადის ამ პერიოდში ტბები ცოტათი სევდიანი ხდებიან, მაგრამ ძალიან ლამაზები არიან. ორტას ტბის ფესტივალთან - "პოეტები ტბის გარშემო" 2002 წლიდან ვურთიერთობ. სწორედ იმ წელს გავიცანი ინგლისელი პოეტი ქალი გაბრიელ გრიფინი, ამ ფესტივალის ორგანიზატორი, რომელმაც მე, როგორც მთარგმნელს, იმავე გაზაფხულზე შემომთავაზა მასში მონაწილეობა. მეგონა, ჩემს ნათარგმნ ერთ ლექსს წამაკითხებდნენ და იოლად დავთანხმდი, მან კი ერთი საათი მომცა - ქართულ პოეზიაზე უნდა მელაპარაკა. უკან ხომ არ დავიხევდი?! ასე დაიწყო ჩემი და ფესტივალის ურთიერთობა.

პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის - "პოეტები ტბის გარშემო" 2020 წლის დაჯილდოება

ორტას ფესტივალი ტრადიციულია და 20 წელიწადია, ეწყობა. მას ბრიტანეთის გენერალური საკონსულო აფინანსებს და უამრავი სპონსორი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ცნობილი ბრიტანელი ბარონესა, რომელიც ორტას ტბის შუაგულში, კუნძულზე, ულამაზეს სასახლეში ცხოვრობს. ფესტივალზე მთელი მსოფლიოს ინგლისურენოვანი პოეტები ჩამოდიან. ქართველი პოეტებიდან მარტო დათო მაღრაძე ოთხჯერ იყო აქ მოწვეული, იგი პიერ პაოლო პაზოლონისაც კი შეადარეს. ქართველი პოეტი ქალებიც მოიწვიეს, მაგრამ ვერ მოახერხეს ჩამოსვლა.

პოეტ დათო მაღრაძესთან ერთად

ფესტივალს საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება ხოლმე, მაგრამ წელს, კორონავირუსის გამო, იქ 50 კაცი თუ იქნებოდა. საქართველოშიც და იტალიაშიც მის გამო 5 ფესტივალი ჩაგვივარდა. შარშან პიზაში წარვადგინე 14 პოეტი ქალის კრებული - 7 იტალიელის და 7 ქართველის (ელა გოჩიაშვილის, ეთერ თათარაიძის და სხვ.), და მხოლოდ 3 პრეზენტაცია მოვასწარით, ასევე, გავაკეთე 4 ქართველი (გიორგი ლობჟანიძის, შოთა იათაშვილის, ნიკა ჯორჯანელისა და ზვიად რატიანის) და 4 იტალიელი პოეტის ერთობლივი კრებული, მესამე ერთობლივ კრებულში კი შევიტანე 4 აჭარელი და 4 ლეჟო-დი-კალაბრიელი პოეტის შემოქმედება, მაგრამ მისი წარდგენა ვეღარ შევძელით. ასე დავამკვიდრე ერთობლივი პროექტი, რითაც ქართული და იტალიური მწერლობა და საზოგადოება უკეთ გაიცნობს ერთმანეთს.

მახსოვს, "პოეტები ტბის გარშემოს" ერთ-ერთ ფესტივალზე ლელა სამნიაშვილის ლექსი "ჩეჩენი გოგოს ლექსი" წავიკითხე და დარბაზი გაგიჟდა. მერე არაბი პოეტი გამოვიდა და, - მე დაშაქრულ-დათაფლული ლექსები უნდა წამეკითხა და ამის შემდეგ ვეღარ წავიკითხავ, სურვილიც აღარ მაქვსო. ასეთივე რეზონანსი ჰქონდა მარიამ წიკლაურის ლექსს "რა ვუთხრათ შვილებს?" საოცარი რეაქცია მოჰყვა გიორგი ლობჟანიძის ლექსის წაკითხვას ნობელიანტებით სავსე უდიდეს ფესტივალზე, ასევე ძალიან შეიყვარეს ბექა ქურხული და ა.შ.

- პანდემია ვახსენეთ და აქვე გკითხავთ, დღეს რა ვითარებაა თქვენთან?

- ჩვევად მაქვს, დილით რომ ვიღვიძებ, ჯერ ქართულ ინფორმაციას ვისმენ და შემდეგ - იტალიურს. პირველი ტალღის პერიოდში მართლაც ძალიან მძიმე ვითარება იყო, თუმცა ახლაც ძალიან მოიმატა დაინფიცირებულთა რიცხვმა, განსაკუთრებით, ლომბარდიის მიწაზე და რადგან მილანთან საკმაოდ ახლოს ვარ, ფაქტობრივად, მეც ეპიცენტრში ვიმყოფები. ჩვენს ქალაქში უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ცუდი ვითარებაა. 30 ათასი მოსახლეა ქალაქში და საავადმყოფოც საკმაოდ დიდი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ადგილები არ ყოფნით და ამ ზომასაც იმიტომ მიმართეს. დაწერეს კიდეც, რომ დღევანდელი ვითარება მარტის მონაცემებს უბრუნდებაო...

საქართველოს მსგავსად, ჩვენთანაც არიან ურწმუნოები, ვისაც დაუჩემებია, კორონავირუსი არ არსებობსო. ამას წინათ ერთ ოჯახში ვიყავი და ასე, 40 წლამდე ქალი ირწმუნებოდა, ეს ყველაფერი მოგონილია იმისთვის, რომ დაგვხოცონ, იტალიის დაჩოქება უნდათო და თან საკუთარი არგუმენტები მოჰყავდა. ასაკოვანს რომ ეთქვა, ალბათ, ასე არ გავიოცებდი, მაგრამ ახალგაზრდისგან გამიკვირდა. არადა, პატრიოტი გოგონაა. ახლა კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა: რადგან ტრამპი მალე გამოკეთდა, ვაქცინაც აქვთ და მხოლოდ ელიტას უკეთებენო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამგვარ ჭორებს ჩვენთან მემარცხენეები და დემოკრატიული პარტია კი არ ავრცელებენ, არამედ - მემარჯვენეები.

- ქალბატონო ნუნუ, თქვენზეც მიამბეთ. როგორ აღმოჩნდით იტალიაში?

- ახალციხეში დავიბადე და გავიზარდე. მამა სოფელ უდედან იყო, მღვდელი და ახალციხეში ცხოვრობდა, დედა კი თბილისელი იყო და გათხოვების შემდეგ ახალციხეში გადავიდა საცხოვრებლად. 1973 წელს, 16 წლისა იქიდან წამოვედი და თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი მთარგმნელის სპეციალობით დავამთავრე. თავდაპირველად რუსულ ლიტერატურას ვთარგმნიდი ქართულად, შემდეგ კი იტალიური ენა შევისწავლე და იტალიურიდან თარგმნაც დავიწყე. ჩემი ოჯახიც თბილისში გადმოსახლდა. რაც შეეხება იტალიას, იქ გათხოვების შემდეგ, 46 წლის ასაკში გადავედი საცხოვრებლად. საქართველოდან გამგზავრებამდე, 2 წლის განმავლობაში თბილისში, ე. წ. იტალიურ სკოლაში ვასწავლიდი. ეს სკოლა დიდი ხანია, ბორგომანეროს სკოლასთან არის დაძმობილებული და 1999 წლის ზაფხულს იქ თბილისის იტალიური სკოლის 17 მოსწავლე წავიყვანე.

ჩემი მომავალი მეუღლე - ეჯიდიო ფუსკოც სწორედ მაშინ გავიცანი ოჯახში, სადაც ერთ-ერთი ჩემი მოწაფე ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ ეჯიდიო ჩემს მასპინძელთან მეგობრობდა. ეს უკანასკნელი - ტინო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, სამწუხაროდ, იგი აპრილში კოვიდით გარდაიცვალა... ძალიან იტანჯა...

- თქვენს მეუღლეს დავუბრუნდეთ - გაცნობისთანავე მოგეწონათ?

მეუღლესთან - ეჯიდიო ფუსკოსთან ერთად

- მაგაზე არ მიფიქრია... რაებს მაყოლებთ? მეცინება... ტინოს მეუღლე ფილოლოგია და ჩემი ლიტერატურით დაინტერესების ამბავი რომ გაიგო, ხან ერთ წიგნს მთავაზობდა საჩუქრად, ხან მეორეს. ეჯიდიო ეკონომიკის პროფესორია (ცხადია, ახლა პენსიაზეა), მაგრამ ლექსებს წერს და ამბობს, რომ პოეტია. დათო მაღრაძე ხშირად ჩამოდის ხოლმე ჩვენთან და ჩემი მეუღლეც გამოუტანს ხოლმე თავის ლექსებს და მთხოვს, დათოს ვუთარგმნო. მე ვეუბნები, დაანებე თავი-მეთქი, მაგრამ დათო მაჩერებს, არ არის ცუდი პოეტიო. არადა, ბესიკ ხარანაული რომ გყავს, ძნელია, თუნდაც ეჯიდიო ფუსკოს პოეტი დაარქვა, უხერხულიცაა (იღიმის).

- მეუღლეს მეტისმეტად მკაცრად ხომ არ აფასებთ, ქალბატონო ნუნუ?

- საკუთარის მიმართ უფრო მკაცრი ვარ. ხშირად მეკითხებიან, ამდენი პოეტი თარგმნე და შენ არ წერო? კი, მეც ვწერ ლექსებს, მაგრამ ლია სტურუა რომ მყავს, ჩემს ლექსს როგორ გამოვაჩენ! რაც დავწერე, ნახევარზე მეტი დავხიე და დავწვი. მართლაც ძალიან მკაცრი ვარ და... ალბათ - ცოტათი მშიშარაც. გაკიცხვის მეშინია... მოკლედ, იმ დღეს, ტინოს ოჯახში სტუმრობისას, ეჯიდიომ გაიგო, რომ ვთარგმნიდი (უკვე მორავია და კალვინო მქონდა ნათარგმნი), ისიც გაარკვია, რომ პოეზია ძალიან მიყვარდა და ჩამეკითხა, მზარეულობა თუ გიყვართო? მაშინ ეჯიდიო დიდი ხნის დაქვრივებული იყო, ჩემზე 19 წლით უფროსი გახლდათ, 65 წლის და ალბათ ძირითად საქმიანობასთან ერთად სახლის საქმეებს, მით უფრო - სამზარეულოს, თავს ვეღარ ართმევდა. მეც ვუპასუხე, რომ საქართველოში არ არსებობს ქალი, სამზარეულო რომ არ იცოდეს-მეთქი. არადა, იტალიელი მამაკაცები ცნობილი მზარეულები არიან, მაგრამ ჩემმა მეუღლემ აშკარად არ იცის საჭმელების კეთება (იცინის). ჩანს, ეჯიდიო ჩემმა პასუხებმა დააკმაყოფილა და რომ შეიტყო, ალბერტო მორავიას ესეებს დავეძებდი, დახმარება შემომთავაზა - მე გაგყვებით ბიბლიოთეკაშიო. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მას ბორგომანეროში ძალიან დიდ პატივს სცემდნენ, დღესაც კი, მისი 50 წლის წინანდელი სტუდენტები რომ ხვდებიან, უდიდესი სიყვარულით ჩაეხვევიან ხოლმე. ეჯიდიო ძალიან სიმპათიური იყო, სპორტსმენი - ფარიკაობაში ყოფილი ჩემპიონიც გახლდათ, მოთხილამურეც, მთებში სიარული უყვარდა და მახსოვს, ახალ გაცნობილს მთაში სულ ძალით გავყევი, რადგან სიცივე არ მიყვარს. ორტასკენ წამიყვანა.

ორტას ტბაში დგას კუნძული ორტა-სან-ჯულიო. ლეგენდის მიხედვით, მე-6 საუკუნეში იქ ქრისტიანობის გასავრცელებლად საბერძნეთიდან ბერი წმ. იულიუსი ჩასულა. ბერს, კუნძულზე რომ გადასულიყო, უნდა გადაეცურა გველებით სავსე ტბა, სადაც დრაკონი ბინადრობდა. სან ჯულიომ ტბას თავისი მოსასხამი გადაჰფინა და ისე გადავიდა კუნძულზე. დათო მაღრაძეც ამიტომ დააჯილდოვეს "ვერცხლის დრაკონით", თავისი კრებულის გამო პირველი პრიზი რომ მიიღო. ტბის ზემოთ, მთაზე სამონასტრო კომპლექსი და ნიშებივით 21 მოსალოცი ადგილი არის. ახლადგაცნობილმა ეჯიდიომ სწორედ იმ ადგილებში წამიყვანა. თბილისში რომ დავბრუნდი, ისიც, ფაქტობრივად, ფეხდაფეხ გამომყვა, შინ მომაკითხა და მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა.

ფანატიკოსი მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მისი ცოლად გაყოლა მე არ გადამიწყვეტია, ეს ამბავი ზეცაში გადაწყდა. იტალიაში რომ მივემგზავრებოდი, მამამ მკითხა, გიყვარსო? - რა ვიცი, მგონი, მიყვარს-მეთქი, - ვუპასუხე. 46 წლის ასაკში გათხოვება ცოტათი უხერხულადაც კი მიმაჩნდა. მამა ძალიან პატრიოტი კაცი იყო და მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო! ასეც არის, ეგრეც ვცხოვრობ! რომ მეუბნებიან ხოლმე, რა კარგია, რომ დაგაჯილდოვეს... ყოჩაღ... გილოცავთ... გეფიცებით, სულ არაფრად მიმაჩნია, რადგან კიდევ იმდენი ქართველი პოეტია, ვინც შედარებით უყურადღებოდ დამრჩა და ისინიც უნდა გამოვავლინოთ, გამოვაჩინოთ, მათი წიგნები გამოვცეთ. იმდენი გეგმა მაქვს, კიდევ იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი... მაინც ასეთი რა დანაბარები გამომატანა მამამ საქართველოდან, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მეცოტავება?!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"გაზაფხულზე პანდემია რომ დაიწყო, რაღაცების ცხობას შევუდექი... ვცდილობ, როგორც შემიძლია, სხვებსაც დავეხმარო" - ირინა ონაშვილი

"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც შვილს 2021 წელს ელოდებიან