სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან
"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ლა­ტა­ლის მიმ­დე­ბა­რე ტყის მა­სივ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­ო­რე დღეა უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გვი­ან ღა­მით, ად­გილ­ზე ჩა­ვიდ­ნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის და­მა­ტე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბი თბი­ლი­სი­დან და იმე­რე­თი­დან.

„ამ დრო­ის­თვის, ხან­ძრის კე­რებ­თან მუ­შა­ობს ცო­ცხა­ლი ძალა - 125 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით და 10 ერ­თე­უ­ლი ტყის ხან­ძრის ქრო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა. ად­გილ­ზე სა­მუ­შა­ო­ებს სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და­ვით სუ­ხიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­უ­რი ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მო­ხერ­ხდა ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში სო­ფე­ლი ლა­ტა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, წიწ­ვო­ვან ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ შე­მო­ვი­და. შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და­უ­ყო­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ხან­ძრის კე­რებ­თან სა­ხან­ძრო ტექ­ნი­კის მიყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა და და­ი­წყო ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თუმ­ცა, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, რომ­ლე­ბიც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად თა­ვა­დაც არი­ან ჩარ­თულ­ნი ხან­რძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში, ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­ხან­ძრე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის.

"უბ­რა­ლოდ რომ იცო­დეთ ლა­ტალს რო­გორ სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, ამ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე სულ ოთხი ადა­მი­ა­ნი ვართ, სა­ხან­ძრო აქ ვერ ამო­დის, სოფ­ლის დიდი ნა­წი­ლიც სხვა ლო­კა­ცი­ა­ზეა, კვამ­ლის­გან თუ დავ­წყდით, იმე­დია გვი­პო­ვით, სი­დი­ა­ნა­რის, გუ­ჰლის მხა­რეს ვართ, თავ­ბრუს­ხვე­ვა და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ყვე­ლას.

ეს იმი­ტომ რომ უბ­რა­ლოდ ყვე­ლამ გა­ი­გოს თუ რო­გორ გვი­ჭირს... არ შე­იძ­ლე­ბა დღეს სახ­ლში მშვი­დად ჯდო­მა, ხალ­ხი მი­წა­წყლის დაც­ვას ეწი­რე­ბო­და, დღე­საც უჭირს ჩვენს მი­წას" - წერს მა­დო­ნა წე­რე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობს ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში და ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს.

"გა­ი­ცა­ნით ჩვე­ნი დრო­ის გმი­რი გო­გო­ნე­ბი, სიფ­რი­ფა­ნა გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ებ­რძვი­ან სტი­ქი­ას - მა­დო­ნა წე­რე­დი­ა­ნი, ლილუ ნანო გირ­გვლი­ა­ნი და ისევ გენ­დერ­ზე ნუ და­მი­წყებთ ღა­ღადს. თქვენ რომ არ­სე­ბობთ ეს ძა­ლაა, დიდი ძალა რო­მე­ლიც ბევრ პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბას და­ატ­რი­ე­ლებს და შეც­ვლის გა­რე­მოს უკე­თე­სო­ბის­კენ", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ელე­ნე გა­ნა­ია.

ელე­ნე გა­ნა­ი­ას პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, რომ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი უკვე ესა­უბ­რა მა­დო­ნა წე­რე­დი­ანს და ჯგუ­ფე­ბიც მი­ვიდ­ნენ კონ­კრეტ­ლად იმ ლო­კა­ცი­ა­ზე, სა­დაც გო­გო­ნე­ბი მარ­ტო მუ­შა­ობ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, ლა­ტალ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დი­ლი­დან ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვას ითხოვ­დნენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სო­ფელ ლა­ტა­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა თენ­გო ფარ­ჯი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ცე­ცხლი სა­ვა­რა­უ­დოდ, და­უ­დევ­რო­ბით გაჩ­ნდა.

„ცე­ცხლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 8 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. ჩა­მო­სუ­ლია რე­გი­ო­ნე­ბი­დან სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს ცე­ცხლის ქრო­ბის პრო­ცე­სი, მაგ­რამ მარ­ტო ამ ძა­ლით არა მგო­ნია, რამე ეშ­ვე­ლოს. მი­უდ­გო­მე­ლი ად­გი­ლია, მთი­ა­ნი და სა­ჰა­ე­რო ძა­ლის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­ჭირ­დე­ბა ჩაქ­რო­ბა. ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ცე­ცხლი სა­ვა­რა­უ­დოდ, და­უ­დევ­რო­ბამ გა­მო­იწ­ვია. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ხე-ტყე­ზე მუ­შა­ობს, სა­ქო­ნე­ლიც იქეთ ჰყავთ და რო­გორც ჩანს, და­უ­დევ­რო­ბით მოხ­და, ან სი­გა­რეტს გა­და­აგ­დებ­და, ან კო­ცონს და­ან­თებ­და. ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ამა­ზე არა­ვის აქვს“, - აცხა­დებ­და ფარ­ჯი­ა­ნი.

სიმართლე.
0

ყოჩაღ გოგონებო. ასეთი შვილები გვიმრავლოს ღმერთმა.

ავტორი:

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, გვიან ღამით, ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან.

„ამ დროისთვის, ხანძრის კერებთან მუშაობს ცოცხალი ძალა - 125 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. ადგილზე სამუშაოებს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

მეხანძრე-მაშველების მიერ მთელი ღამის განმავლობაში, აქტიური ქრობის სამუშაოების შედეგად, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სოფელი ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ, რომლებიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავადაც არიან ჩართულნი ხანრძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ზოგიერთ მონაკვეთზე მეხანძრეების რაოდენობა საკმარისი არ არის.

"უბრალოდ რომ იცოდეთ ლატალს როგორ სჭირდება დახმარება, ამ კონკრეტულ ადგილზე სულ ოთხი ადამიანი ვართ, სახანძრო აქ ვერ ამოდის, სოფლის დიდი ნაწილიც სხვა ლოკაციაზეა, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია გვიპოვით, სიდიანარის, გუჰლის მხარეს ვართ, თავბრუსხვევა დაწყებული გვაქვს ყველას.

ეს იმიტომ რომ უბრალოდ ყველამ გაიგოს თუ როგორ გვიჭირს... არ შეიძლება დღეს სახლში მშვიდად ჯდომა, ხალხი მიწაწყლის დაცვას ეწირებოდა, დღესაც უჭირს ჩვენს მიწას" - წერს მადონა წერედიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში და ფოტოებსაც აქვეყნებს.

"გაიცანით ჩვენი დროის გმირი გოგონები, სიფრიფანა გოგონები, რომლებიც შიშველი ხელებით ებრძვიან სტიქიას - მადონა წერედიანი, ლილუ ნანო გირგვლიანი და ისევ გენდერზე ნუ დამიწყებთ ღაღადს. თქვენ რომ არსებობთ ეს ძალაა, დიდი ძალა რომელიც ბევრ პოზიტიურ ცვლილებას დაატრიელებს და შეცვლის გარემოს უკეთესობისკენ", - წერს ადგილობრივი ელენე განაია.

ელენე განაიას პოსტის კომენტარებში წერენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უკვე ესაუბრა მადონა წერედიანს და ჯგუფებიც მივიდნენ კონკრეტლად იმ ლოკაციაზე, სადაც გოგონები მარტო მუშაობდნენ.

ცნობისთვის, ლატალში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე ღონისძიებაში ადგილობრივები დილიდან ვერტმფრენის ჩართვას ითხოვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფელ ლატალის რწმუნებულმა თენგო ფარჯიანმა განუცხადა, ცეცხლი სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩნდა.

„ცეცხლი გავრცელებულია დაახლოებით 8 ჰექტარ ტერიტორიაზე. მობილიზებულია ყველა სტრუქტურა და ადგილობრივი მოსახლეობა. ჩამოსულია რეგიონებიდან სამაშველო ჯგუფები, სახანძრო მანქანები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი, მაგრამ მარტო ამ ძალით არა მგონია, რამე ეშველოს. მიუდგომელი ადგილია, მთიანი და საჰაერო ძალის დახმარების გარეშე გაჭირდება ჩაქრობა. ვერტმფრენის ჩართვა აუცილებელია.

ცეცხლი სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა ხე-ტყეზე მუშაობს, საქონელიც იქეთ ჰყავთ და როგორც ჩანს, დაუდევრობით მოხდა, ან სიგარეტს გადააგდებდა, ან კოცონს დაანთებდა. ზუსტი ინფორმაცია ამაზე არავის აქვს“, - აცხადებდა ფარჯიანი.

"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"

"ეს ხდება მეტროში... მთავრობამ ბარები და რესტორნები აკრძალა და ხალხი მიაწყდა მეტროს" - ალეკო ელისაშვილი

"სიმართლე უნდა ითქვას! მსურს ყველას მოვუყვე ის, რაც აქამდე საჯაროდ არ დამიწერია" - რას წერს უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრსა და მიხეილ სააკაშვილზე