მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: "ლატალის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა"
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: "ლატალის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა"

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ლა­ტა­ლის მიმ­დე­ბა­რე ტყის მა­სივ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­ო­რე დღეა უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გვი­ან ღა­მით, ად­გილ­ზე ჩა­ვიდ­ნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის და­მა­ტე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბი თბი­ლი­სი­დან და იმე­რე­თი­დან.

„ამ დრო­ის­თვის, ხან­ძრის კე­რებ­თან მუ­შა­ობს ცო­ცხა­ლი ძალა - 125 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით და 10 ერ­თე­უ­ლი ტყის ხან­ძრის ქრო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა. ად­გილ­ზე სა­მუ­შა­ო­ებს სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და­ვით სუ­ხიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­უ­რი ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მო­ხერ­ხდა ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში სო­ფე­ლი ლა­ტა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, წიწ­ვო­ვან ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ შე­მო­ვი­და. შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და­უ­ყო­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ხან­ძრის კე­რებ­თან სა­ხან­ძრო ტექ­ნი­კის მიყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა და და­ი­წყო ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: "ლატალის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა"

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: "ლატალის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა"

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, გვიან ღამით, ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან.

„ამ დროისთვის, ხანძრის კერებთან მუშაობს ცოცხალი ძალა - 125 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. ადგილზე სამუშაოებს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

მეხანძრე-მაშველების მიერ მთელი ღამის განმავლობაში, აქტიური ქრობის სამუშაოების შედეგად, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სოფელი ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"70-მა დაამარცხა კოვიდი, მათ შორის უხუცესი 87 წლისაა, შვიდი ხანდაზმული კი, გარდაიცვალა" - ბათუმში, "სათნოების სავანეს" 12 მობინადრე კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა, 278 კი - გამოჯანმრთელდა - ბოლო მონაცემები

ლატალის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - ადგილობრივები პროცესში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ