სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"
გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"

ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი თა­ვი­სი 33 ასო-ბგე­რით მსოფ­ლი­ოს ან­ბან­თა შო­რის სა­პა­ტიო ად­გილს რომ იკა­ვებს, ეს დიდი ხა­ნია, ვი­ცით. ისიც ვი­ცით, რომ თი­თო­ე­უ­ლი ასო-ბგე­რა სა­ოც­რად მჟ­ღე­რი და მე­ტყვე­ლია, თუმ­ცა 11 წლის გაგა ჯან­ხო­თელ­მა ის სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად და­ი­ნა­ხა. ბი­ჭუ­ნა სკო­ლა-ლი­ცე­უმ „პრო­მე­თეს“ მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლია, ერთ დღე­საც სკო­ლა­ში სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად კლდი­სა და თუ­თის ხის გა­სა­უბ­რე­ბა­ზე (რო­მე­ლიც ერთ-ერთ ლექსში იყო მო­ცე­მუ­ლი), თემა უნდა და­ე­წე­რა. "წე­რი­სას უეც­რად ხელი გა­მეკ­რა და ასო ადა­მი­ა­ნის სა­ხეს და­ემ­სგავ­სა ისე, რომ მე­გო­ნა, ცო­ცხა­ლი იყო", - ამ­ბობს გაგა. მერე თვა­ლე­ბი, ხე­ლე­ბი, ფე­ხე­ბიც მი­ა­ხა­ტა და მთე­ლი ან­ბა­ნი ასე გა­ა­სუ­ლი­ე­რა. მოკ­ლედ, ბუ­ნე­ბის გა­სუ­ლი­ე­რე­ბა ან­ბა­ნის გა­სუ­ლი­ე­რე­ბით დას­რულ­და ისე, რომ ასო-ბგე­რე­ბი ცალ-ცალ­კე პერ­სო­ნა­ჟე­ბად აქ­ცია. ამ­ბობს, რომ ზოგი მათ­გა­ნი ნამ­დვი­ლი პერ­სო­ნა­ჟია, ზოგი - გა­მო­გო­ნი­ლი, - მისი ფან­ტა­ზი­ით შექ­მნი­ლი. გა­გას ნა­მუ­შევ­რებს, რო­მე­ლიც დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ბი­ჭუ­ნას ნა­მუშ­ვა­რი და იდეა მო­უ­წო­ნეს. ახლა თი­თო­ე­ულ­ზე მო­თხრო­ბას ქმნის, რაც ძა­ლი­ან უნდა, რომ ანი­მა­ცი­ად იქ­ცეს. ბავ­შვის მშობ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას ირ­კვე­ვა, რომ ბი­ჭუ­ნას ხატ­ვის ნიჭი აქვს და ხა­ტავს, ამას­თან, ბა­ბუც მხატ­ვარ-მო­ქან­და­კე ყო­ლია, - მაგ­რამ ამ კონ­კრე­ტულ ნა­მუ­შევ­რებ­ში ისი­ნი იდე­ას უფრო ხე­და­ვენ, ვიდ­რე თა­ვად ხატ­ვის ტექ­ნი­კას... გა­გას მუ­სი­კაც უყ­ვარს, და­დის ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, გი­ტა­რა­ზე. იტა­ცებს სპორ­ტიც - ცურ­ვა, ჩოგ­ბურ­თი, „რო­ლი­კე­ბი“... სკო­ლა­შიც კარ­გი მოს­წავ­ლეა...

თუ გა­გას მიერ გა­ცო­ცხლე­ბულ ან­ბანს მი­ვუბ­რუნ­დე­ბით, გე­ტყვით, რომ ზოგი ასო-ბგე­რა გურ­მა­ნია, ზოგი მომ­ღე­რა­ლი, პო­ლი­ცი­ე­ლი, სპორ­ტსმე­ნი, ჩოგ­ბურ­თე­ლი... დიახ, მის პერ­სო­ნა­ჟებ­ში იპო­ვით სპორ­ტსმენ რო­ზას, მხატ­ვარ ხო­სეს, პო­ლი­ცი­ელ ჩაპს. მე­გო­ბა­რი, თა­ნაკ­ლა­სე­ლი ცოტ­ნეც პერ­სო­ნა­ჟად აქ­ცია და ის ასო-ბგე­რა „ც“ გახ­ლავთ. „ქ“ კი მისი ბებო ქე­თი­ნოა, ეზო­ში პო­მა­დის გა­რე­შე არ გა­დის და პრან­ჭია ქე­თი­ნო­აო... „დ“ წელ­ში მოხ­რი­ლია და ბა­ბუს მი­ვამ­სგავ­სე, „ძ“ მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რია, ელექტრი­კო­სი - გუ­რუ­ლია და ძა­მას ეძა­ხი­ან, იტა­ლი­ა­ში რომ ვცხოვ­რობ­დით, ჩვენს ქვე­მოთ რეს­ტო­რა­ნი იყო, სა­დაც მზა­რე­ულს ენსო ერ­ქვა, ამი­ტომ „ე“ ბგე­რა ის კა­ცია,“ - აღ­ნიშ­ნავს გაგა, რომ­ლის ან­ბა­ნის პერ­სო­ნა­ჟებს თა­ვი­სი ამ­ბე­ბი, ის­ტო­რი­ე­ბი აქვთ და მათ შე­სა­ხებ სწო­რედ თა­ვის მო­თხრო­ბებ­შიც თან­და­თან მოგ­ვიყ­ვე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, უნდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ანი­მა­ცი­ად იქ­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ძალიან მომეწონა. 

ვაზი
1

გაიზარდოს ჯანმრთელი წარმატებით გააგრძელე შენი ნიჭიერება გაგვახარე ყველა ქართველი დიდი გონიერებით

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"

გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"

ქართული ანბანი თავისი 33 ასო-ბგერით მსოფლიოს ანბანთა შორის საპატიო ადგილს რომ იკავებს, ეს დიდი ხანია, ვიცით. ისიც ვიცით, რომ თითოეული ასო-ბგერა საოცრად მჟღერი და მეტყველია, თუმცა 11 წლის გაგა ჯანხოთელმა ის სრულიად სხვაგვარად დაინახა. ბიჭუნა სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ მეექვსეკლასელია, ერთ დღესაც სკოლაში საშინაო დავალებად კლდისა და თუთის ხის გასაუბრებაზე (რომელიც ერთ-ერთ ლექსში იყო მოცემული), თემა უნდა დაეწერა. ''წერისას უეცრად ხელი გამეკრა და ასო ადამიანის სახეს დაემსგავსა ისე, რომ მეგონა, ცოცხალი იყო'', - ამბობს გაგა. მერე თვალები, ხელები, ფეხებიც მიახატა და მთელი ანბანი ასე გაასულიერა. მოკლედ, ბუნების გასულიერება ანბანის გასულიერებით დასრულდა ისე, რომ ასო-ბგერები ცალ-ცალკე პერსონაჟებად აქცია. ამბობს, რომ ზოგი მათგანი ნამდვილი პერსონაჟია, ზოგი - გამოგონილი, - მისი ფანტაზიით შექმნილი. გაგას ნამუშევრებს, რომელიც დედამ სოციალურ ქსელში განათავსა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიჭუნას ნამუშვარი და იდეა მოუწონეს. ახლა თითოეულზე მოთხრობას ქმნის, რაც ძალიან უნდა, რომ ანიმაციად იქცეს. ბავშვის მშობლებთან საუბრისას ირკვევა, რომ ბიჭუნას ხატვის ნიჭი აქვს და ხატავს, ამასთან, ბაბუც მხატვარ-მოქანდაკე ყოლია, - მაგრამ ამ კონკრეტულ ნამუშევრებში ისინი იდეას უფრო ხედავენ, ვიდრე თავად ხატვის ტექნიკას... გაგას მუსიკაც უყვარს, დადის ფორტეპიანოზე, გიტარაზე. იტაცებს სპორტიც - ცურვა, ჩოგბურთი, „როლიკები“... სკოლაშიც კარგი მოსწავლეა...

თუ გაგას მიერ გაცოცხლებულ ანბანს მივუბრუნდებით, გეტყვით, რომ ზოგი ასო-ბგერა გურმანია, ზოგი მომღერალი, პოლიციელი, სპორტსმენი, ჩოგბურთელი... დიახ, მის პერსონაჟებში იპოვით სპორტსმენ როზას, მხატვარ ხოსეს, პოლიციელ ჩაპს. მეგობარი, თანაკლასელი ცოტნეც პერსონაჟად აქცია და ის ასო-ბგერა „ც“ გახლავთ. „ქ“ კი მისი ბებო ქეთინოა, ეზოში პომადის გარეშე არ გადის და პრანჭია ქეთინოაო... „დ“ წელში მოხრილია და ბაბუს მივამსგავსე, „ძ“ მამაჩემის მეგობარია, ელექტრიკოსი - გურულია და ძამას ეძახიან, იტალიაში რომ ვცხოვრობდით, ჩვენს ქვემოთ რესტორანი იყო, სადაც მზარეულს ენსო ერქვა, ამიტომ „ე“ ბგერა ის კაცია,“ - აღნიშნავს გაგა, რომლის ანბანის პერსონაჟებს თავისი ამბები, ისტორიები აქვთ და მათ შესახებ სწორედ თავის მოთხრობებშიც თანდათან მოგვიყვება. საბოლოოდ კი, როგორც აღვნიშნეთ, უნდა, რომ ყველაფერი ანიმაციად იქცეს.

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა