პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ
"ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ

„ლე­ლოს“ თამვჯდო­მა­რის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის და მისი გუნ­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია, "ერთი წა­მით არ წყვე­ტენ ბრძო­ლას, რომ ის გა­უ­გებ­რო­ბა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ჰქვია, წარ­სულს ჩა­ა­ბა­რონ".

მისი თქმით, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ხალ­ხი მივა არ­ჩევ­ნებ­ზე და მის­ცემს ხმას ახალ მო­მა­ვალს, “ლე­ლოს“.

“არ ვე­თი­შე­ბით სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს, რო­დე­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჩნდე­ბა, ჩვე­ნი გუნ­დი მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბა, პარ­ტია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ბი­ლიზ­და. ონ­ლა­ინ, მაგ­რამ მა­ინც მე ვიქ­ნე­ბი ჩემს გუნდთან ყვე­ლა მი­ტინგზე, ყველ­გან, სა­დაც ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან და ერ­თად და­ვას­რუ­ლებთ იმ მმარ­თვე­ლო­ბას, რო­მე­ლიც “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” შექ­მნა. მათ აწყობთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა ადა­მი­ა­ნი მი­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე, მაგ­რამ ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში ყო­ველ­თვის ჩვე­ნი ხალ­ხი იჩენს კე­თილ ნე­ბას და ეს ასა­ხუ­ლია ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა­ში, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბის 70% ადას­ტუ­რებს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღებს მი­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ხალ­ხი მივა არ­ჩევ­ნებ­ზე და მის­ცემს ხმას ახალ მო­მა­ვალს, ეს კი არის “ლელო”. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ “ლელო” არ შექ­მნი­ლი­ყო, მა­შინ არ­ჩე­ვა­ნი გა­კეთ­დე­ბო­და ისევ ამ ძველ ორ პო­ლუსს შო­რის. ჩვენ გვაქვს “ლე­ლოს მარ­შა­ლის გეგ­მა”, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას გა­მო­იყ­ვანს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ისეთ ადა­მი­ა­ნებს უნდა და­ვუჭ­როთ მხა­რი, ვი­საც საქ­მე გა­უ­კე­თე­ბია, იცის და კომ­პე­ტენ­ტუ­რია“, - გა­ნა­ცა­ხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ხა­ზა­რა­ძის თქმით, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” „გა­მო­ავ­ლი­ნა ტი­პი­უ­რი აღ­ტკი­ნე­ბა, ვი­თომ მათ შეძ­ლეს და კო­ვიდ­ზე გა­ი­მარ­ჯვეს.

“მხო­ლოდ 8 ოქ­ტომ­ბერს გა­მოყ­ვეს 48 მი­ლი­ო­ნი ინ­ფექ­ცი­უ­რის­თვის. მე ვერ გა­ვი­გე, რა არის მარ­თვა. ამ­დე­ნი სეს­ხი რომ აიღო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, გა­ხა­რი­ამ ფული სად და­ი­ხარ­ჯა. ამ მთავ­რო­ბას უნდა, ჩვე­ნი ფუ­ლის ჭამა გა­აგ­რძე­ლოს, ამას არ და­ვუშ­ვებთ, ჩვენ ყვე­ლა და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებ­თან ერ­თად და­ვი­წყებთ ქვეყ­ნის აღორ­ძი­ნე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას,” - აცხა­დებს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც „ლე­ლოს“ პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, „ლე­ლოს“ ლი­დერს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტრუ­და. ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც ხა­ზა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თქმით, ის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია გა­და­სუ­ლი და თავს კარ­გად გრძნობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცი
0

ბატონო მამუკა, თუ თქვენ შეგტკივათ ჩვენს ქვეყანაზე გული, სესხს რატომ აღებინებთ სახელმწიფოს. 100 000 მილიონი გადარიცხეთ ჯანდაცვაში, ეს ხომ თქვენს ბიუჯეტს საერთოდ არ დაეტყობა!!! 

tngh
19

"ლელო" აუცილებლად, საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს არჩევნებში, ბ-ნი მ. ხაზარაძე გახდება პრემიერ-მინისტრი და იზრუნებს ხალხზე... ისე, როგორც მთელი წინა პერიოდი... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ

"ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ

„ლელოს“ თამვჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი გუნდი თვითიზოლაციაშია, "ერთი წამით არ წყვეტენ ბრძოლას, რომ ის გაუგებრობა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, წარსულს ჩააბარონ".

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ახალ მომავალს, “ლელოს“.

“არ ვეთიშებით საარჩევნო პროცესს, როდესაც წინააღმდეგობა ჩნდება, ჩვენი გუნდი მეტად მობილიზებული ხდება, პარტია ძალიან სერიოზულად მობილიზდა. ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან და ერთად დავასრულებთ იმ მმართველობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ ამ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ჩვენი ხალხი იჩენს კეთილ ნებას და ეს ასახულია ყველა გამოკვლევაში, რომელშიც ადამიანების 70% ადასტურებს, რომ არჩევნებში მიიღებს მინაწილეობას. ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ახალ მომავალს, ეს კი არის “ლელო”. წარმოიდგინეთ, რომ “ლელო” არ შექმნილიყო, მაშინ არჩევანი გაკეთდებოდა ისევ ამ ძველ ორ პოლუსს შორის. ჩვენ გვაქვს “ლელოს მარშალის გეგმა”, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან. ისეთ ადამიანებს უნდა დავუჭროთ მხარი, ვისაც საქმე გაუკეთებია, იცის და კომპეტენტურია“, - განაცახადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” „გამოავლინა ტიპიური აღტკინება, ვითომ მათ შეძლეს და კოვიდზე გაიმარჯვეს.

“მხოლოდ 8 ოქტომბერს გამოყვეს 48 მილიონი ინფექციურისთვის. მე ვერ გავიგე, რა არის მართვა. ამდენი სესხი რომ აიღო ხელისუფლებამ, გამოაქვეყნოს, გახარიამ ფული სად დაიხარჯა. ამ მთავრობას უნდა, ჩვენი ფულის ჭამა გააგრძელოს, ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის აღორძინებისთვის მუშაობას,” - აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტრუდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ის თვითიზოლაციაშია გადასული და თავს კარგად გრძნობს.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წყალტუბოსა და სამტრედიაში "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"