პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს
კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს

ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რაფ­ში" (The Daily Telegraph) გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ბრექ­სი­ტის შემ­დეგ დიდი ბრი­ტა­ნე­თი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა", რომ­ლის ავ­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი გა­ხა­რია.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­უბ­რობს და­სავ­ლე­თის სა­ერ­თო მიდ­გო­მა­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის სა­კი­თხში, „რო­მე­ლიც დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ იგ­რძნო­ბა. ამ კონ­ტექ­სტში ნა­ტოს ალი­ან­სმა საკ­ვან­ძო როლი უნდა შე­ას­რუ­ლოს“, - წერს იგი და ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

„სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ევ­რო­პუ­ლი ხედ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ ვცდი­ლობთ თავ­დაც­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ნა­ტოს­თან და­ახ­ლო­ე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლოა და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა...

როცა ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმ რე­გი­ო­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო იმ­ყო­ფე­ბა, ჩვენ მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს შავი ზღვის რე­გი­ო­ნი და მისი უსაფრ­თხო­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა უახ­ლო­ეს­მა პარტნი­ო­რებ­მა აღი­ა­რონ შა­ვი­ზღვი­პი­რა რე­გი­ო­ნის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, კერ­ძოდ - უსაფრ­თხო­ე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის იმ მას­შტა­ბუ­რი გან­ხილ­ვის ჩარ­ჩო­ებ­ში, რა­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბა აწარ­მო­ებს“, - წერს გი­ორ­გი გა­ხა­რია და ხაზს უს­ვამს შავი ზღვის რე­გი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბას: „შავი ზღვის რე­გი­ო­ნი მო­ი­ცავს ევ­რა­ზი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ტე­რი­ტო­რი­ას ევ­რო­პა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შავი ზღვის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ცია სე­რი­ო­ზულ შედ­გებს გა­მო­იწ­ვევს ევ­რო­პი­სა და ნა­ტოს ყვე­ლა წევ­რის­თვის. და რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო ამ რე­გი­ონ­ში ნა­ტო­სა და და­სავ­ლე­თის საკ­ვან­ძო მო­კავ­ში­რეს წარ­მო­ად­გენს, ამი­ტო­მაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა და გამ­ტკი­ცე­ბა ჩვე­ნი სა­ერ­თო მტრე­ბის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა“.

ავ­ტო­რი ეხე­ბა რუ­სე­თის მა­დეს­ტა­ბი­ლი­ზე­ბელ როლს შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში და აღ­ნიშ­ნავს: „დღე­ი­სათ­ვის მოს­კო­ვი სხვა­დას­ხვა ჰიბ­რი­დულ ინ­სტრუ­მენ­ტებს იყე­ნებს შავი ზღვის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით. კრემ­ლის მი­ზა­ნი მარ­ტი­ვია: გა­ა­კონ­ტრო­ლოს რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და მი­აღ­წი­ოს იმას, რომ ისი­ნი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით უსაფრ­თხო­ნი იყ­ვნენ და ნე­იტ­რა­ლურ­ნი - და­სავ­ლეთ­თან. ამ მიზ­ნით რუ­სე­თი იყე­ნებს თა­ვის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, ატა­რებს ძა­ლის­მი­ერ დიპ­ლო­მა­ტი­ას, მი­მარ­თავს სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სა­შუ­ა­ლე­ბებს და კი­ბერ­სივ­რცულ ზე­მოქ­მე­დე­ბას, მა­ნი­პუ­ლი­რებს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბით, სარ­გებ­ლობს სუს­ტი ად­გი­ლე­ბით ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში, მი­მარ­თავს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტებს, არ­ღვევს ინფრა­ს­ქტრუქ­ტუ­რის საკ­ვან­ძო ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას და იყე­ნებს ჰიბ­რი­დუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სხვა მრა­ვალ მე­თოდს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ­გვარ აგ­რე­სი­ას მტკი­ცედ უპი­რის­პირ­დე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ გვა­ი­ძუ­ლოს და უარი გვათ­ქმე­ვი­ნოს ჩვენს მი­ზან­ზე, და­სავ­ლეთ­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად.

ამას წი­ნათ გა­ერ­თი­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ და სა­ქარ­თვე­ლომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყეს ე.წ. „უორდრო­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის“ ჩარ­ჩო­ებ­ში. ორი­ვე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს თა­ვი­ან­თი მზად­ყოფ­ნა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ონ [რუ­სულ] აგ­რე­სი­ას და შავი ზღვის რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ. სა­კი­თხი ეხე­ბა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წინმსწრებ მე­თო­დებ­საც, რო­გო­რე­ბი­ცაა, მა­გა­ლი­თად, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბის ხში­რი შე­მოს­ვლა შა­ვი­ზღვის­პი­რა ნავ­სად­გუ­რებ­ში.

დღეს ომი მხო­ლოდ ბრძო­ლის ველ­ზე არ ხდე­ბა, არა­მედ კი­ბერ­სივ­რცე­შიც. ამ სფე­რო­შიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს ერ­თმა­ნეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქვთ. სა­ქარ­თვე­ლოს ინფრა­ს­ქტრუქ­ტუ­რა რე­გუ­ლა­რუ­ლად ხდე­ბა რუ­სე­თის შე­ტე­ვის ობი­ექ­ტი, მა­გა­ლი­თად, რო­გორც ეს პირ­ველ სექ­ტემ­ბერს მოხ­და ჯან­დაც­ვის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ქარ­თვე­ლო ამ ბრძო­ლის წი­ნა­ხაზ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოც და­ზა­რალ­და ამ­გვა­რი შე­ტე­ვე­ბით, როცა „კო­ვიდ-19“-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შემ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხო­ცი­ელ­და.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ბრი­ტა­ნელ ექ­სპერტთა დახ­მა­რე­ბით, კი­ბერ­სივ­რცე­ში ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ მხრივ ლონ­დო­ნის მხარ­და­ჭე­რა ფას­და­უ­დე­ბე­ლია, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ელე­მენ­ტი გახ­და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მთლი­ა­ნად შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვი­სათ­ვის რუ­სე­თის აგ­რე­სი­ი­სა­გან.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა და ლი­დე­რის ის­ტო­რი­უ­ლად გან­მტკი­ცე­ბუ­ლი როლი ჩვენს ქვე­ყა­ნას შავი ზღვის რე­გი­ო­ნის კა­რიბ­ჭედ წარ­მო­ა­ჩენს. პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბამ უდი­დე­სი რე­სურ­სე­ბი მო­ახ­მა­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­დაქ­ცე­ვას რე­გი­ო­ნულ კვან­ძად, მათ შო­რის ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ა­შიც, რომ­ლის სრუ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბა, დღე­ვან­დელ არას­ტა­ბი­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და ჩვე­ნი სხვა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რით მოხ­დეს.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს გა­რე­შე საფრ­თხე­ე­ბი­სა­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის.

მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სივ­რცი­სა და ნა­ტო­სა­კენ შე­ქუ­ცე­ვა­დია. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ქარ­თველ ხალ­ხს ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. 31 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლებ­მა პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა უნდა აირ­ჩი­ონ და თუ არ­ჩევ­ნებ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ი­მარ­ჯვებს, ჩვენ შევ­ძლებთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში პროგ­რე­სის დაჩ­ქა­რე­ბას. ჩვენ ამას ვპირ­დე­ბით რო­გორც ქარ­თველ ხალ­ხს, ისე ჩვენს პარტნი­ო­რებს ლონ­დონ­ში და მთელ მსოფ­ლი­ო­ში“, - წერს პუბ­ლი­კა­ცი­ის და­სას­რულს გი­ორ­გი გა­ხა­რია.

თარ­გმა­ნი: სი­მონ კი­ლა­ძე

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
55

საწყალი საქართველო ვის ხელშია?! 

.
48

1-0

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს

კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს

ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ბრექსიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება", რომლის ავტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია.

პუბლიკაციაში გიორგი გახარია საუბრობს დასავლეთის საერთო მიდგომაზე თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საკითხში, „რომელიც დღეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა. ამ კონტექსტში ნატოს ალიანსმა საკვანძო როლი უნდა შეასრულოს“, - წერს იგი და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სწრაფვაზე მონაწილეობა მიიღოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

„საქართველო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს თავისუფალი სამყაროს ევროპული ხედვის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ ვცდილობთ თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, ნატოსთან დაახლოებას. საქართველოსთვის ძალზე სასარგებლოა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა...

როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, სადაც საქართველო იმყოფება, ჩვენ მხედველობაში გვაქვს შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება. საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უახლოესმა პარტნიორებმა აღიარონ შავიზღვიპირა რეგიონის დიდი მნიშვნელობა, კერძოდ - უსაფრთხოების პრიორიტეტების იმ მასშტაბური განხილვის ჩარჩოებში, რასაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აწარმოებს“, - წერს გიორგი გახარია და ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას: „შავი ზღვის რეგიონი მოიცავს ევრაზიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. აქედან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონში არსებული სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური სიტუცია სერიოზულ შედგებს გამოიწვევს ევროპისა და ნატოს ყველა წევრისთვის. და რადგანაც საქართველო ამ რეგიონში ნატოსა და დასავლეთის საკვანძო მოკავშირეს წარმოადგენს, ამიტომაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამტკიცება ჩვენი საერთო მტრების შემაკავებელი ფაქტორი იქნება“.

ავტორი ეხება რუსეთის მადესტაბილიზებელ როლს შავიზღვისპირეთში და აღნიშნავს: „დღეისათვის მოსკოვი სხვადასხვა ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს იყენებს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით. კრემლის მიზანი მარტივია: გააკონტროლოს რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და მიაღწიოს იმას, რომ ისინი რუსეთთან მიმართებით უსაფრთხონი იყვნენ და ნეიტრალურნი - დასავლეთთან. ამ მიზნით რუსეთი იყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს, ატარებს ძალისმიერ დიპლომატიას, მიმართავს საინფორმაციო ომის საშუალებებს და კიბერსივრცულ ზემოქმედებას, მანიპულირებს ტერიტორიული კონფლიქტებით, სარგებლობს სუსტი ადგილებით ენერგეტიკის სფეროში, მიმართავს ეკონომიკური ზემოქმედების ინსტრუმენტებს, არღვევს ინფრასქტრუქტურის საკვანძო ობიექტების მუშაობას და იყენებს ჰიბრიდული კონფლიქტის განხორციელების სხვა მრავალ მეთოდს. საქართველოს მთავრობა ამგვარ აგრესიას მტკიცედ უპირისპირდება. შეუძლებელია ვინმემ გვაიძულოს და უარი გვათქმევინოს ჩვენს მიზანზე, დასავლეთთან დასაახლოებლად.

ამას წინათ გაერთინებულმა სამეფომ და საქართველომ თანამშრომლობა დაიწყეს ე.წ. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ჩარჩოებში. ორივე ქვეყნის მთავრობებმა დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა, წინააღმდეგობა გაუწიონ [რუსულ] აგრესიას და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება უზრუნველყონ. საკითხი ეხება ჩვენს ურთიერთობაში წინმსწრებ მეთოდებსაც, როგორებიცაა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდების ხშირი შემოსვლა შავიზღვისპირა ნავსადგურებში.

დღეს ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ხდება, არამედ კიბერსივრცეშიც. ამ სფეროშიც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს ერთმანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ. საქართველოს ინფრასქტრუქტურა რეგულარულად ხდება რუსეთის შეტევის ობიექტი, მაგალითად, როგორც ეს პირველ სექტემბერს მოხდა ჯანდაცვის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წინააღმდეგ. საქართველო ამ ბრძოლის წინახაზზე იმყოფება. ბუნებრივია, გაერთიანებული სამეფოც დაზარალდა ამგვარი შეტევებით, როცა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემმუშავებელი ბრიტანული ჯანდაცვის ინსტიტუტებზე კიბერშეტევა განხოციელდა.

ამჟამად საქართველოს მთავრობა, ბრიტანელ ექსპერტთა დახმარებით, კიბერსივრცეში ეროვნული უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებით არის დაკავებული. ამ მხრივ ლონდონის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, რომელიც უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვისათვის რუსეთის აგრესიისაგან.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ლიდერის ისტორიულად განმტკიცებული როლი ჩვენს ქვეყანას შავი ზღვის რეგიონის კარიბჭედ წარმოაჩენს. პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობამ უდიდესი რესურსები მოახმარა საქართველოს გადაქცევას რეგიონულ კვანძად, მათ შორის ციფრულ ტექნოლოგიაშიც, რომლის სრული რეალიზება, დღევანდელ არასტაბილურ სიტუაციაში, შეიძლება მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერით მოხდეს.

ქართველი ხალხის სახელით მინდა მადლობა ვუთხრა გაერთიანებულ სამეფოს გარეშე საფრთხეებისაგან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის გაწეული დახმარებისათვის.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცისა და ნატოსაკენ შექუცევადია. საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ მიზნის მიღწევა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. 31 ოქტომბერს ქართველებმა პარლამენტის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ და თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ჩვენ შევძლებთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პროგრესის დაჩქარებას. ჩვენ ამას ვპირდებით როგორც ქართველ ხალხს, ისე ჩვენს პარტნიორებს ლონდონში და მთელ მსოფლიოში“, - წერს პუბლიკაციის დასასრულს გიორგი გახარია.

თარგმანი: სიმონ კილაძე

წყარო

"ხისტი და გაშიშვლებული ხელისუფლება" და "ჩამშლელი ოპოზიცია" - რა განაცხადეს მხარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ

"ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა თქვა დანიელსონმა მოლაპარაკებების შემდეგ

საქართველო "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესს არ შეაჩერებს - ეკატერინე ტიკარაძე