პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე
დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე

ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის სის­ხლის ჯგუ­ფის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შე­სა­ხებ. სულ უფრო ბევ­რი კვლე­ვა ჩნდე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 1-ლი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით იო­ლად გა­და­ი­ტა­ნენ ვირუსს, ვიდ­რე სხვა სის­ხლის ჯგუ­ფის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ორი კვლე­ვა, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, 1-ლი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის და­ბა­ლი რის­კი აქვთ, ასე­ვე და­ბა­ლია იმის ალ­ბა­თო­ბაც, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძიმ­დეთ. ერთ-ერ­თმა ახალ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ I და III ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უფრო ნაკ­ლებ დროს ატა­რებ­დნენ, ვიდ­რე II და IV ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტე­ბი.

ამას გარ­და, მათ ნაკ­ლე­ბად ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ ფილ­ტვე­ბის ვენ­ტი­ლა­ცია და უფრო იშ­ვი­ა­თად ჰქონ­დათ თირკმე­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბაც. იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში, ივ­ნის­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 1-ლი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის სა­ჭი­რო­ბა 50 %-ით ნაკ­ლე­ბად იყო სა­ჭი­რო სის­ხლის სხვა ჯგუ­ფე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით. კი­დევ ერ­თმა ახალ­მა კვლე­ვამ კი და­ად­გი­ნა, რომ I ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის უფრო და­ბა­ლი რის­კი ჰქონ­დეთ, ვიდ­რე სხვა ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე­ებს.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნე­ვენ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აღ­ნიშ­ნულ მო­საზ­რე­ბებს და რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას სის­ხლის ჯგუ­ფი­სა და კორ­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ასე­თი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი?

იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი კვლე­ვის შე­დე­გებს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს და ამ­ბობს, რომ ამ მო­საზ­რე­ბას რა­ი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი სარ­გე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ვერ ექ­ნე­ბა.

"ასე­თი კვლე­ვე­ბი იყო შიდსი­დან და­წყე­ბუ­ლი არა­ერთ და­ა­ვა­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით, მათ შო­რის ჰე­პა­ტი­ტე­ბის, მერ­სი­სის, სარ­სის და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­გა­ლით­ზე. ეს ის­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბია, მაგ­რამ არა­ფერს არ ნიშ­ნავს. ადა­მი­ანს იმას ხომ ვერ ეტყვი, შენ თუ ამ ჯგუ­ფის სის­ხლი გაქვს დამ­ძიმ­დე­ბი-თქო ან - პი­რი­ქით. ეს არ არის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და 100%-ის სი­ზუს­ტით არ მოხ­დე­ბა ასე. მძიმ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სის­ხლის ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტი. მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია და ა.შ. ამ სა­კი­თხზე სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობს.

ეს არის პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით უე­ფექ­ტოა. არა­ფერს არ ცვლის. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო ახ­სნას, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­დეს ადა­მი­ა­ნის სის­ხლის ჯგუ­ფი და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბას, ან პი­რი­ქით, იოლ ფორ­მებ­ში გა­და­ტანს, ეს გა­მო­საკ­ვლე­ვია. ერთი ვა­რი­ან­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა. მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, ეს მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებს არ უღი­ა­რე­ბია, ამი­ტომ ამა­ზე იმე­დე­ბის დამ­ყა­რე­ბა, არ იქ­ნე­ბა სწო­რი" - აცხა­დებს Ambebi.ge -სთან ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა, ამ სა­კი­თხზე მათ კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბულ მცი­რე კვლე­ვას იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი პა­ცი­ენ­ტის სის­ხლის ჯგუფ­სა და და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის არ გა­მო­უვ­ლე­ნი­ათ.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩვენს კლი­ნი­კა­ში ჩა­ვა­ტართ ზე­და­პი­რუ­ლი კვლე­ვა, რა­ი­მე გან­სხა­ვა­ვე­ბა იყო თუ არა სის­ხლის ჯგუ­ფი­სა და და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ რომ გი­თხრათ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ვნა­ხეთ - არა. რამ­დე­ნი­მე ასე­ულ პა­ცი­ენტზე ჩა­ვა­ტა­რეთ ეს დაკ­ვირ­ვე­ბა. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ მხრივ არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა ჩვენს პრაქ­ტი­კა­ში.

ეს სა­კი­თხი ჯერ კი­დევ კვლე­ვის ფა­ზა­შია. ზო­გა­დად, და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბა-არ­დამ­ძი­მე­ბას სის­ხლის ჯგუფ­ზე მე­ტად ფო­ნუ­რი და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს. ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია აგენტზე და ორ­გა­ნიზ­მზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა სის­ხლის ჯგუ­ფის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი ჰქონ­დეს ინ­ფექ­ცი­ა­ზე. თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლის ჯგუფ­ზე, თუმ­ცა კი­დევ გა­მო­საკ­ვლე­ვი სა­კი­თხია, ამი­ტომ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად და გა­დაჭ­რით ჯერ გა­მი­ჭირ­დე­ბა ამა­ზე სა­უ­ბა­რი" - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ოთარ ჩო­კოშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სის­ხლის ჯგუ­ფი შე­იძ­ლე­ბა გან­სა­ზღვარვდეს covid-19 -ს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, თუმ­ცა ექი­მი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, რომ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტის ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნებს არ შე­ექ­მნათ ცრუ მო­ლო­დი­ნე­ბი ან არ და­ის­ტრე­სონ.

"პირ­ველ რიგ­ში უნდა ვთქვათ ის, რომ გა­რანტრე­ბულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ეს არ არის. კვლე­ვაა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს კი­დევ მეტ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებს არ უნდა შე­ექ­მნათ ცრუ იმე­დე­ბი, რომ თუ, მა­გა­ლი­თად, მათ აქვთ პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი, ვირუ­სი არ და­ე­მარ­თე­ბათ, ან თუ და­ე­მარ­თე­ბათ უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნენ. შე­იძ­ლე­ბა, ამის გამო ვინ­მე ისე მო­დუნ­დეს, უარი თქვას ნიღ­ბის ტა­რე­ბა­ზე და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა­ზე. ან პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა და­ის­ტრე­სონ იმ ჯგუ­ფის სის­ხლის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კვლე­ვის მი­ხედ­ვით, უფრო მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან. ამი­ტომ ეს ასე არ არის.

კო­რო­ნა­ვირუ­სი იმ­დე­ნად ამო­უც­ნო­ბი და სა­ინ­ტერ­სო და­ა­ვა­დე­ბაა, მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ხში­რად იც­ვლე­ბა მის მი­მართ მიდ­გო­მე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი. აქვე გე­ტყვით ერთ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო სამ­ყა­რო­ში გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს. ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არის კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის გა­რან­ტი, ჩვენ გვქონ­და რამ­დე­ნი­მე ისე­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთი ოჯა­ხის საკ­მა­ოდ რთუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე წევ­რმა ფაქ­ტობ­რი­ვად, უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სი, მა­შინ რო­დე­საც იმა­ვე ოჯა­ხის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და ახალ­გაზ­რდა წევ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მის გამო ვმკურ­ნა­ლობ­დით. ამი­ტომ, ცალ­სა­ხად გვი­ჭირს რა­მის თქმა, ძნე­ლია. ამ ვირუსს აქვს ისე­თი უც­ნა­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია და კვლე­ვის სა­გა­ნია" - გვიხ­სნის ოთარ ჩო­კოშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე

ბოლო პერიოდში აქტიურდება მსჯელობა კორონავირუსის მიმდინარეობისა და ადამიანის სისხლის ჯგუფის ურთიერთმიმართების შესახებ. სულ უფრო ბევრი კვლევა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტები გაცილებით იოლად გადაიტანენ ვირუსს, ვიდრე სხვა სისხლის ჯგუფის მქონე პაციენტები.

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ორი კვლევა, რომელთა მიხედვითაც, 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკი აქვთ, ასევე დაბალია იმის ალბათობაც, რომ ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობა დაუმძიმდეთ. ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ, ვიდრე II და IV ჯგუფის პაციენტები.

ამას გარდა, მათ ნაკლებად ესაჭიროებოდათ ფილტვების ვენტილაცია და უფრო იშვიათად ჰქონდათ თირკმელების უკმარისობაც. იტალიასა და ესპანეთში, ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში ჟანგბადის მიწოდების საჭირობა 50 %-ით ნაკლებად იყო საჭირო სისხლის სხვა ჯგუფების მქონე პაციენტებთან შედარებით. კიდევ ერთმა ახალმა კვლევამ კი დაადგინა, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს შეიძლება, კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკი ჰქონდეთ, ვიდრე სხვა ჯგუფის სისხლის მქონეებს.

Ambebi.ge დაინტერესდა, რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევენ ქართველი სპეციალისტების აღნიშნულ მოსაზრებებს და რით შეიძლება აიხსნას სისხლის ჯგუფისა და კორნავირუსის მიმდინარეობის ასეთი ურთიერთკავშირი?

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კვლევის შედეგებს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ამ მოსაზრებას რაიმე პრაქტიკული სარგებელი კორონავირუსის მკურნალობაში ვერ ექნება.

"ასეთი კვლევები იყო შიდსიდან დაწყებული არაერთ დაავადებასთან მიმართებით, მათ შორის ჰეპატიტების, მერსისის, სარსის და სხვა დაავადებების მაგალითზე. ეს ისტორიული კვლევებია, მაგრამ არაფერს არ ნიშნავს. ადამიანს იმას ხომ ვერ ეტყვი, შენ თუ ამ ჯგუფის სისხლი გაქვს დამძიმდები-თქო ან - პირიქით. ეს არ არის პროგნოზირებადი და 100%-ის სიზუსტით არ მოხდება ასე. მძიმდება ნებისმიერი სისხლის ჯგუფის პაციენტი. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ა.შ. ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობს.

ეს არის პოპულარული ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით უეფექტოა. არაფერს არ ცვლის. რაც შეეხება სავარაუდო ახსნას, თუ რატომ შეიძლება განაპირობებდეს ადამიანის სისხლის ჯგუფი დაავადების დამძიმებას, ან პირიქით, იოლ ფორმებში გადატანს, ეს გამოსაკვლევია. ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ პირველი ჯგუფის სისხლში ანტისხეულები უფრო მეტი რაოდენობითაა. მაგრამ, ვიმეორებ, ეს მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებს არ უღიარებია, ამიტომ ამაზე იმედების დამყარება, არ იქნება სწორი" - აცხადებს Ambebi.ge -სთან ბიძინა კულუმბეგოვი.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, ამ საკითხზე მათ კლინიკაში ჩატარებულ მცირე კვლევას იხსენებს და ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებული კავშირი პაციენტის სისხლის ჯგუფსა და დაავადების განვითარებას შორის არ გამოუვლენიათ.

"რამდენიმე თვის წინ ჩვენს კლინიკაში ჩავატართ ზედაპირული კვლევა, რაიმე განსხავავება იყო თუ არა სისხლის ჯგუფისა და დაავადების მიმდინარეობაში, მაგრამ რომ გითხრათ რაიმე საინტერესო ვნახეთ - არა. რამდენიმე ასეულ პაციენტზე ჩავატარეთ ეს დაკვირვება. არაფერი განსაკუთრებული ამ მხრივ არ გამოვლენილა ჩვენს პრაქტიკაში.

ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია. ზოგადად, დაავადების დამძიმება-არდამძიმებას სისხლის ჯგუფზე მეტად ფონური და ქრონიკული დაავადებები განაპირობებს. ყველა დაავადების განვითარება დამოკიდებულია აგენტზე და ორგანიზმზე, შესაძლებელია სხვადასხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს სხვადასხვანაირი იმუნური პასუხი ჰქონდეს ინფექციაზე. თეორიულად შესაძლებელია, რომ იმუნური პასუხი შეიძლება იყოს დამოკიდებული ადამიანის სისხლის ჯგუფზე, თუმცა კიდევ გამოსაკვლევი საკითხია, ამიტომ უფრო კონკრეტულად და გადაჭრით ჯერ გამიჭირდება ამაზე საუბარი" - გვეუბნება ალექსანდრე გოგინავა.

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი არ გამორიცხავს, რომ სისხლის ჯგუფი შეიძლება განსაზღვარვდეს covid-19 -ს მიმდინარეობის თავისებურებებს, თუმცა ექიმი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევები აბსოლუტური სიზუსტის ჯერჯერობით ვერ იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანებს არ შეექმნათ ცრუ მოლოდინები ან არ დაისტრესონ.

"პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ გარანტრებულ ჭეშმარიტება ეს არ არის. კვლევაა, რომელიც საჭიროებს კიდევ მეტ არგუმენტაციას. ამიტომ ადამიანებს არ უნდა შეექმნათ ცრუ იმედები, რომ თუ, მაგალითად, მათ აქვთ პირველი ჯგუფის სისხლი, ვირუსი არ დაემართებათ, ან თუ დაემართებათ უსიმპტომოდ გადაიტანენ. შეიძლება, ამის გამო ვინმე ისე მოდუნდეს, უარი თქვას ნიღბის ტარებაზე და რეკომენდაციების დაცვაზე. ან პირიქით, შეიძლება დაისტრესონ იმ ჯგუფის სისხლის ადამიანები, რომლებიც კვლევის მიხედვით, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ ეს ასე არ არის.

კორონავირუსი იმდენად ამოუცნობი და საინტერსო დაავადებაა, მსოფლიოში ძალიან ხშირად იცვლება მის მიმართ მიდგომები და წარმოდგენები. აქვე გეტყვით ერთ საინტერესო რამეს, რომელიც სამედიცინო სამყაროში გაოცებას იწვევს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქრონიკული დაავადებები არის კორონავირუსის გართულების გარანტი, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახის საკმაოდ რთული ქრონიკული დაავადების მქონე წევრმა ფაქტობრივად, უსიმპტომოდ გადაიტანა კორონავირუსი, მაშინ როდესაც იმავე ოჯახის სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა წევრი საავადმყოფოში იწვა დღეების განმავლობაში დაავადების გართულებული ფორმის გამო ვმკურნალობდით. ამიტომ, ცალსახად გვიჭირს რამის თქმა, ძნელია. ამ ვირუსს აქვს ისეთი უცნაური მახასიათებლები, რაც ჯერ კიდევ უცნობია და კვლევის საგანია" - გვიხსნის ოთარ ჩოკოშვილი.

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - რომელი რეგიონები ლიდერობს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო 24 საათის მონაცემებით?

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა - მარინა ელდელაძე დეტალებით

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა