სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა, აქ საკუთარი წალკოტი გექნებაო და გამიკეთა კიდეც... თავად ავტოკატასტროფაში დაიღუპა" - ვინ არის ულამაზესი "ზამთრის ბაღის" მეპატრონე
"მითხრა, აქ საკუთარი წალკოტი გექნებაო და გამიკეთა კიდეც... თავად ავტოკატასტროფაში დაიღუპა" - ვინ არის ულამაზესი "ზამთრის ბაღის" მეპატრონე

ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რულს ზოგი სწავ­ლობს, ზოგს ის თან­და­ყო­ლი­ლად აქვს, ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი "მა­მულ-დე­დუ­ლის" დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რი ნა­ი­რა ტუ­ხაშ­ვი­ლია. პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი წლე­ბია შინ ზამ­თრის ბაღს უვ­ლის, ვერც კი ასა­ხე­ლებს სრუ­ლად იმ მცე­ნა­რე­ებს, ასო­ბით ქოთ­ნის ყვა­ვილს, რომ­ლე­ბიც მას­თან ბი­ნად­რო­ბენ. მცე­ნა­რე­ე­ბის გარ­და, ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბიც ძა­ლი­ან უყ­ვარს, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სი კუ­ე­ბი არი­ან. პირ­ვე­ლი კუ მათ ოჯახ­ში 27 წლის წინ და­ბი­ნავ­და. ქალ­ბა­ტონ ნა­ი­რას სამი შვი­ლი და ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, ძა­ლი­ან უყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა, ბავ­შვო­ბა­ში ხა­ტავ­და კი­დეც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­გვამ გა­ი­ტა­ცა, მაგ­რამ ბოლო დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც მცე­ნა­რე­ებ­ზე ზრუ­ნავს.

ნა­ი­რა ტუ­ხაშ­ვი­ლი: - სკო­ლა­ში ბი­ო­ლო­გი­ის კარ­გი პე­და­გო­გი მყავ­და და მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, რომ მცე­ნა­რე­ე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სულ რა­ღა­ცას ვუვ­ლი­დი, ლო­ბი­ოს მარ­ცვლებს ვა­ღი­ვებ­დი, ფოთ­ლებს ვამ­რავ­ლებ­დი, მერე ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა-გამ­რავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვე­დი...

მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ჩემი კლა­სე­ლი იყო, ინ­სტი­ტუ­ტში რომ ჩა­ვი­რი­ცხე, შე­ვუღლდით. ელი­ა­ზე სახ­ლის აშე­ნე­ბი­სას მი­თხრა, აქ ისე­თი ად­გი­ლი უნდა გა­მო­გი­ყო, სა­დაც შენს ყვა­ვი­ლებს ზამ­თარ-ზა­ფხულ მო­უვ­ლი, სა­კუ­თა­რი წალ­კო­ტი გექ­ნე­ბაო და გა­მი­კე­თა კი­დეც. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ჰო­ლან­დი­უ­რი იუ­კე­ბი რომ შე­მო­ვი­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­მი­ტა­ნა. ჩვენს ეზოს ის დღე­საც ამ­შვე­ნებს... 2001 წელს მე­უღ­ლის ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ღუპ­ვის შემ­დეგ არაფ­რის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი და ხა­ლი­სი არ მქონ­და. მერე ეკ­ლე­სი­ა­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ცოტა გა­მო­ვე­დი. ყვა­ვი­ლებს, ახალ სი­ცო­ცხლეს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ნელ-ნელა მიბ­რუნ­დე­ბო­და მათი მოვ­ლის სურ­ვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვებ­საც ვჭირ­დე­ბო­დი... მოკ­ლედ, ყვა­ვი­ლე­ბის ხე­ლახ­ლა გამ­რავ­ლე­ბა, პატ­რო­ნო­ბა და­ვი­წყე.

- ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე-მეყ­ვა­ვი­ლე აღ­ნიშ­ნავს, რომ მცე­ნა­რე ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა...

- ყო­ველ­დღი­უ­რად ყვე­ლას ჩა­მო­ვუვ­ლი, ვე­სალ­მე­ბი და ვე­კი­თხე­ბი: "აბა, რო­გორ ხართ, გო­გო­ე­ბო?" მი­წას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ვუფხვი­ე­რებ, ვრწყავ, ფოთ­ლებს ვუ­წ­მენდ, ზედ­მეტს ვა­ცი­ლებ. გა­წევ­რე­ბუ­ლი ვარ მემ­ცე­ნა­რე­ე­ბის გვერ­დზე "ყვა­ვილ­ნა­რი", სა­დაც ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებთ, ყვა­ვი­ლებს ვჩუქ­ნით, ვუც­ვლით, უამ­რავ სი­ახ­ლეს ვი­გებთ...

- გვი­ამ­ბეთ თქვენს ზამ­თრის ბაღ­ზე, რა ტემ­პე­რა­ტუ­რა გაქვთ იქ ზამ­თარ­ში?

- +18-20 გრა­დუ­სია ზამ­თარ­ში. გა­ზა­ფხულ­ზე მცე­ნა­რე­ე­ბი გა­რეთ გა­მო­მაქვს. შე­მოდ­გო­მით, შე­ტა­ნის დროს, თი­თო­ე­ულს გავ­წმენდ, მო­ვა­წეს­რი­გებ, დავ­ბან და თა­ვის ად­გილ­ზე ვაბ­რუ­ნებ. ზოგი ჩრდი­ლის ამ­ტა­ნია, ზოგს მეტი გა­ნა­თე­ბა უნდა და ასე ვა­ნა­წი­ლებ...

შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და­ი­ზარ­დნენ და ახლა მე უმე­ტე­სად მცე­ნა­რე­ებს ვჭირ­დე­ბი, თან იმ­დე­ნია, მათი მი­ტო­ვე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია... პა­ტა­რა ყა­ვის ხეც კი მაქვს, ბავ­შვებ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მა­ჩუ­ქეს... მცე­ნა­რე ისე­თი ფა­ქი­ზი და მგრძნო­ბი­ა­რეა, მოვ­ლი­სას ვერ მო­დუნ­დე­ბი. ზოგი ზედ­მეტ სი­ცი­ვე­საც უძ­ლებს, ზოგს ეს არ შე­უძ­ლია და მათ ხა­სი­ათს უნდა მო­ერ­გო. შვი­ლიშ­ვი­ლებს მცე­ნა­რე­ე­ბის სიყ­ვა­რულს ვუ­ნერ­გავ. მინ­და მათ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სი იყოს ეს ბაღი, რო­გო­რიც ჩემ­თვის არის და ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით და სიფრ­თხი­ლით მო­უ­ა­რონ, რო­გორც მე ვუვ­ლი...

- თურ­მე კუ­ებ­საც უვ­ლით და გა­ვი­გე, რომ თქვე­ნი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი ყო­ფი­ლან...

- წლე­ბია, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ზამ­თარ­ში მი­წის ქვეშ ძვრე­ბი­ან, გა­ზა­ფხულ­ზე ისევ ამო­დი­ან... 27 წლის წინ უმ­ცროს­მა შვილ­მა პირ­ვე­ლად მო­იყ­ვა­ნა კუ, რო­მე­ლიც გოგო აღ­მოჩ­ნდა, მომ­დევ­ნო წელს ისევ მო­იყ­ვა­ნა და ისიც გოგო. შემ­დეგ ჩემს მე­ო­რე შვილს, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რი­დან მო­დი­ო­და, გზა­ზე შეხ­ვედ­რია კუ და მა­ნაც წა­მო­იყ­ვა­ნა. მე­სა­მე ბიჭი აღ­მოჩ­ნდა და გამ­რავ­ლე­ბა და­ი­წყეს, კვერ­ცხებს დებ­დნენ, მაგ­რამ ის კვერ­ცხე­ბი გა­ფუჭ­და. მერე ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე, რა და რო­გორ სჭირ­დე­ბო­დათ. ახლა სპე­ცი­ა­ლუ­რი დიდი პლასტმა­სის ყუთი მაქვს, სა­დაც მიწა ყრია და იქ ბი­ნად­რო­ბენ... დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, ზე­მოთ რომ იწე­ვენ, ამო­ფო­ფხე­ბას იწყე­ბენ, იმის მერე თოვ­ლი აღარ მო­დის ხოლ­მე, ანუ ეს იმის ნი­შა­ნია, რომ ნამ­დვი­ლი გა­ზა­ფხუ­ლი დგე­ბა... რომ იბა­დე­ბი­ან, პა­ტა­რა კუ­ე­ბი ისე­თი საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან... ბა­კა­ნი კი აქვთ, მაგ­რამ ჯერ ძა­ლი­ან რბი­ლი. ნელა იზ­რდე­ბი­ან... მერე გა­ვი­გე, რომ მათ­თვის შუ­ქიც იყო სა­ჭი­რო, ამი­ტომ აკ­ვა­რი­უ­მიც გა­ვა­კე­თე­ბი­ნე, შიგ ჩავ­სხი, გა­ნა­თე­ბაც მი­ვუ­მაგ­რე. გა­ზა­ფხუ­ლის პი­რას კი გა­რე­თაც გა­მო­ვიყ­ვა­ნე, რომ გა­რე­მოს შეჰ­გუ­ე­ბოდ­ნენ.

ის პირ­ვე­ლი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და უც­ნა­უ­რი იყო. ეზო­ში რო­გორც კი და­მი­ნა­ხავ­და, უკან დამ­ყვე­ბო­და. ცივ­სის­ხლი­ა­ნე­ბი არი­ა­ნო, რომ ამ­ბო­ბენ, ასე არ ყო­ფი­ლა, ფე­ხებ­ზე მად­გე­ბო­და და ზე­მოთ მო­ი­წევ­და, ამიყ­ვა­ნეო. ავიყ­ვან­დი, ვე­ფე­რე­ბო­დი - ჩემი ლა­მა­ზი გოგო-მეთ­ქი. ერთხე­ლაც ეზოს კარი ღია დარ­ჩათ და გა­ი­პა­რა. ასე დავ­კარ­გეთ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი კუ.

კუს მო­შე­ნე­ბა უფრო იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მა­ნამ­დე უამ­რა­ვი ძაღ­ლი გვყავ­და, მაგ­რამ ძაღ­ლე­ბი დიდ­ხანს ვერ ცო­ცხლო­ბენ, მალე იხო­ცე­ბი­ან და ამით დიდი ტკი­ვი­ლი მიგ­ვი­ღია. კუ­ე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ძაღ­ლებ­ზე მეტ­ხანს ცო­ცხლო­ბენ, ნაკ­ლე­ბად პრე­ტენ­ზი­უ­ლი არი­ან. მი­არ­თმევ - შე­ჭამს, არა­და, არის თა­ვის­თვის. ეზოს მცე­ნა­რე­ებ­საც ნაკ­ლე­ბად აფუ­ჭე­ბენ, მაგ­რამ მზე­სუმ­ზი­რას, რო­მე­ლიც ეზოს გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად დავრგე, მი­ე­პა­რე­ბოდ­ნენ, გა­და­აწ­ვენ­დნენ და ზედ ტრაქ­ტო­რი­ვით გა­და­უვ­ლიდ­ნენ, ამი­ტომ ახლა მცე­ნა­რე­ებს ვა­რი­დებ, დიდ ხე­ებს კი ვე­რა­ფერს უშა­ვე­ბენ. კი მი­ფიქ­რია, მოდი, გა­ვუშ­ვათ ბუ­ნე­ბა­ში ჩვე­ნი კუ­ე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ ისე­თი გა­ფუ­ფუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, მე­ში­ნია, ბუ­ნე­ბა­ში არ და­ი­ხო­ცონ....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მითხრა, აქ საკუთარი წალკოტი გექნებაო და გამიკეთა კიდეც... თავად ავტოკატასტროფაში დაიღუპა" - ვინ არის ულამაზესი "ზამთრის ბაღის" მეპატრონე

"მითხრა, აქ საკუთარი წალკოტი გექნებაო და გამიკეთა კიდეც... თავად ავტოკატასტროფაში დაიღუპა" - ვინ არის ულამაზესი "ზამთრის ბაღის" მეპატრონე

ბუნების სიყვარულს ზოგი სწავლობს, ზოგს ის თანდაყოლილად აქვს, ამის ერთ-ერთი მაგალითი "მამულ-დედულის" დღევანდელი სტუმარი ნაირა ტუხაშვილია. პროფესიით პედაგოგი წლებია შინ ზამთრის ბაღს უვლის, ვერც კი ასახელებს სრულად იმ მცენარეებს, ასობით ქოთნის ყვავილს, რომლებიც მასთან ბინადრობენ. მცენარეების გარდა, ცხოველები და ფრინველებიც ძალიან უყვარს, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კუები არიან. პირველი კუ მათ ოჯახში 27 წლის წინ დაბინავდა. ქალბატონ ნაირას სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს, ძალიან უყვარს ხელოვნება, ბავშვობაში ხატავდა კიდეც, მოგვიანებით ქარგვამ გაიტაცა, მაგრამ ბოლო დროს ყველაზე მეტად მაინც მცენარეებზე ზრუნავს.

ნაირა ტუხაშვილი: - სკოლაში ბიოლოგიის კარგი პედაგოგი მყავდა და მისი დამსახურებაც არის, რომ მცენარეები ძალიან მიყვარს. სულ რაღაცას ვუვლიდი, ლობიოს მარცვლებს ვაღივებდი, ფოთლებს ვამრავლებდი, მერე ყვავილოვანი მცენარეების მოვლა-გამრავლებაზე გადავედი...

მომავალი მეუღლე ჩემი კლასელი იყო, ინსტიტუტში რომ ჩავირიცხე, შევუღლდით. ელიაზე სახლის აშენებისას მითხრა, აქ ისეთი ადგილი უნდა გამოგიყო, სადაც შენს ყვავილებს ზამთარ-ზაფხულ მოუვლი, საკუთარი წალკოტი გექნებაო და გამიკეთა კიდეც. საქართველოში პირველი ჰოლანდიური იუკები რომ შემოვიდა, დაბადების დღეზე მომიტანა. ჩვენს ეზოს ის დღესაც ამშვენებს... 2001 წელს მეუღლის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ არაფრის გაკეთების სურვილი და ხალისი არ მქონდა. მერე ეკლესიაში დავიწყე სიარული და მდგომარეობიდან ცოტა გამოვედი. ყვავილებს, ახალ სიცოცხლეს რომ ვუყურებდი, ნელ-ნელა მიბრუნდებოდა მათი მოვლის სურვილი, შვილიშვილები პატარები იყვნენ და ბავშვებსაც ვჭირდებოდი... მოკლედ, ყვავილების ხელახლა გამრავლება, პატრონობა დავიწყე.

- ბევრი პროფესიონალი და მოყვარული მებაღე-მეყვავილე აღნიშნავს, რომ მცენარე ძალიან მგრძნობიარეა...

- ყოველდღიურად ყველას ჩამოვუვლი, ვესალმები და ვეკითხები: "აბა, როგორ ხართ, გოგოებო?" მიწას შეძლებისდაგვარად და საჭიროებისამებრ ვუფხვიერებ, ვრწყავ, ფოთლებს ვუწმენდ, ზედმეტს ვაცილებ. გაწევრებული ვარ მემცენარეების გვერდზე "ყვავილნარი", სადაც ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ყვავილებს ვჩუქნით, ვუცვლით, უამრავ სიახლეს ვიგებთ...

- გვიამბეთ თქვენს ზამთრის ბაღზე, რა ტემპერატურა გაქვთ იქ ზამთარში?

- +18-20 გრადუსია ზამთარში. გაზაფხულზე მცენარეები გარეთ გამომაქვს. შემოდგომით, შეტანის დროს, თითოეულს გავწმენდ, მოვაწესრიგებ, დავბან და თავის ადგილზე ვაბრუნებ. ზოგი ჩრდილის ამტანია, ზოგს მეტი განათება უნდა და ასე ვანაწილებ...

შვილები და შვილიშვილები დაიზარდნენ და ახლა მე უმეტესად მცენარეებს ვჭირდები, თან იმდენია, მათი მიტოვება დაუშვებელია... პატარა ყავის ხეც კი მაქვს, ბავშვებმა დაბადების დღეზე მაჩუქეს... მცენარე ისეთი ფაქიზი და მგრძნობიარეა, მოვლისას ვერ მოდუნდები. ზოგი ზედმეტ სიცივესაც უძლებს, ზოგს ეს არ შეუძლია და მათ ხასიათს უნდა მოერგო. შვილიშვილებს მცენარეების სიყვარულს ვუნერგავ. მინდა მათთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყოს ეს ბაღი, როგორიც ჩემთვის არის და ისეთი სიყვარულით და სიფრთხილით მოუარონ, როგორც მე ვუვლი...

- თურმე კუებსაც უვლით და გავიგე, რომ თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრები ყოფილან...

- წლებია, ჩემი ოჯახის წევრები არიან. ზამთარში მიწის ქვეშ ძვრებიან, გაზაფხულზე ისევ ამოდიან... 27 წლის წინ უმცროსმა შვილმა პირველად მოიყვანა კუ, რომელიც გოგო აღმოჩნდა, მომდევნო წელს ისევ მოიყვანა და ისიც გოგო. შემდეგ ჩემს მეორე შვილს, რომელიც სამსახურიდან მოდიოდა, გზაზე შეხვედრია კუ და მანაც წამოიყვანა. მესამე ბიჭი აღმოჩნდა და გამრავლება დაიწყეს, კვერცხებს დებდნენ, მაგრამ ის კვერცხები გაფუჭდა. მერე ინფორმაცია მოვიძიე, რა და როგორ სჭირდებოდათ. ახლა სპეციალური დიდი პლასტმასის ყუთი მაქვს, სადაც მიწა ყრია და იქ ბინადრობენ... დაკვირვებული ვარ, ზემოთ რომ იწევენ, ამოფოფხებას იწყებენ, იმის მერე თოვლი აღარ მოდის ხოლმე, ანუ ეს იმის ნიშანია, რომ ნამდვილი გაზაფხული დგება... რომ იბადებიან, პატარა კუები ისეთი საყვარლები არიან... ბაკანი კი აქვთ, მაგრამ ჯერ ძალიან რბილი. ნელა იზრდებიან... მერე გავიგე, რომ მათთვის შუქიც იყო საჭირო, ამიტომ აკვარიუმიც გავაკეთებინე, შიგ ჩავსხი, განათებაც მივუმაგრე. გაზაფხულის პირას კი გარეთაც გამოვიყვანე, რომ გარემოს შეჰგუებოდნენ.

ის პირველი ძალიან საყვარელი და უცნაური იყო. ეზოში როგორც კი დამინახავდა, უკან დამყვებოდა. ცივსისხლიანები არიანო, რომ ამბობენ, ასე არ ყოფილა, ფეხებზე მადგებოდა და ზემოთ მოიწევდა, ამიყვანეო. ავიყვანდი, ვეფერებოდი - ჩემი ლამაზი გოგო-მეთქი. ერთხელაც ეზოს კარი ღია დარჩათ და გაიპარა. ასე დავკარგეთ ამდენი წლის შემდეგ ჩვენი უსაყვარლესი კუ.

კუს მოშენება უფრო იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მანამდე უამრავი ძაღლი გვყავდა, მაგრამ ძაღლები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მალე იხოცებიან და ამით დიდი ტკივილი მიგვიღია. კუები, გარდა იმისა, რომ ძაღლებზე მეტხანს ცოცხლობენ, ნაკლებად პრეტენზიული არიან. მიართმევ - შეჭამს, არადა, არის თავისთვის. ეზოს მცენარეებსაც ნაკლებად აფუჭებენ, მაგრამ მზესუმზირას, რომელიც ეზოს გასალამაზებლად დავრგე, მიეპარებოდნენ, გადააწვენდნენ და ზედ ტრაქტორივით გადაუვლიდნენ, ამიტომ ახლა მცენარეებს ვარიდებ, დიდ ხეებს კი ვერაფერს უშავებენ. კი მიფიქრია, მოდი, გავუშვათ ბუნებაში ჩვენი კუები-მეთქი, მაგრამ ისეთი გაფუფუნებული არიან, მეშინია, ბუნებაში არ დაიხოცონ....წაიკითხეთ სრულად

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რას აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამობენ სპეციალისტები კვლევებზე

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"