მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?
"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?

სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის სა­და­ვო მო­ნაკ­ვე­თის გარ­შე­მო სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ნა­პოვ­ნია რუკა, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია დე­მარ­კა­ცია-დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და მტკი­ცე იქ­ნე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე აღ­ძრა და ძი­ე­ბა და­ი­წყო, 7 ოქ­ტომ­ბერს კი და­ა­კა­ვეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. ისი­ნი სა­ზღვრის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ტკი­ცებს, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის - და­ვით­გა­რე­ჯას­თან. ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ისი­ნი ბრალ­დე­ბას აბ­სურ­დუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და არ აღი­ა­რე­ბენ.

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის სა­კითხს, არ­ქივ­ში იძებ­ნე­ბა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ცხა­დად ჩანს, რომ რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე, ისე სხვა მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნებ­თან პრობ­ლე­მე­ბი გა­მუდ­მე­ბით იჩენ­და თავს.

გა­ზე­თის 2009 წლის 29 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მძი­მე შეც­დო­მებს სა­კუ­თა­რი მი­წე­ბით ვზღავთ", რო­მელ­შიც სწო­რედ იმ­ჟა­მად სა­ზღვარ­ზე შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი.

"სა­ქარ­თვე­ლომ 1920 წლი­დან დღემ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უგერ­გი­ლო­ბი­სა და უხე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მე­ბის გამო და­კარ­გა 18507 კვკმ ტე­რი­ტო­რია. ეს მხო­ლოდ 2004 წლის მო­ნა­ცე­მე­ბია და სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. ამას მხო­ლოდ უცხო, მე­სა­მე ძა­ლას ნამ­დვი­ლად ვერ და­ვაბ­რა­ლებთ, ჩვენ ჩვე­ნი­ვე უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მწა­რე მო­სა­ვალ­საც ვიმ­კით. მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის სკან­და­ლი ორ კვი­რა­ზე მე­ტია გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა­ტომ აა­ფეთ­ქეს ხიდი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა აქვს. სა­უბ­რო­ბენ, რომ ხიდი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბით აა­ფეთ­ქეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ომში ჩათ­რე­ვას ცდი­ლობს და სა­ბაბს ეძებს, რის­თვი­საც სწო­რედ მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლის ერთ-ერთი რესპoნდენ­ტიც ჯან­სუღ კე­კე­ლი­აა - გე­ოგ­რა­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, კარ­ტოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს კარ­ტოგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და რო­გორც ირ­კვე­ვა, ის იყო სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ის წევ­რი, რო­მე­ლიც და­ტო­ვა.

  • ამო­ნა­რი­დი სტა­ტი­ი­დან:
ასევე დაგაინტერესებთ
15:40 / 09-10-2020

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

15:48 / 12-10-2020

"ეს არის მორიგი რუსული "ზაგატოვკა" - რას აცხადებს ნინო კალანადაძე ე.წ. საზღვრის საქმეში არსებულ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე

15:17 / 16-10-2020

"1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც" - ლადო მირიანაშვილი

10:14 / 23-10-2020

როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან

"- თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ის წევ­რი იყა­ვით. რა­ტომ და­ტო­ვეთ კო­მი­სია?

ჯან­სუღ კე­კე­ლია:

- ბევ­რი რა­მის გამო. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, რა უბ­ნე­ბია შე­თან­ხმე­ბუ­ლი და დე­ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი და ეს არ მომ­წონს. სა­ხელ­მწი­ფო კი მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ფერს ეუბ­ნე­ბა. ხალ­ხმა უნდა იცო­დეს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მისი ქვეყ­ნის მი­წის ყვე­ლა გოჯი.

არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა და­ღუ­პა ეს ქვე­ყა­ნა. ჯერ იყო და, კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ა­კა­ნო­ნეს სა­ზღვრე­ბი, რომ­ლე­ბიც არც დე­ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი იყო და არც დე­მარ­კი­რე­ბუ­ლი. ახლა რა უნდა ვქნათ? კუ ბაკ­ნი­დან ხომ ვერ ამოხ­ტე­ბა, არა?

სომ­ხებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი ასე­თი წინ­და­უ­ხე­და­ვი მუხ­ლის გამო ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ის­ტო­რია ვერ მო­ვიშ­ვე­ლიე, ეს კა­ნო­ნი მე­ღო­ბე­ბო­და წინ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვრე­ბი მე­ზობ­ლებ­თან დე­ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლიც კი არ გქონ­დეს და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სა­ზღვრე­ბი გქონ­დეს გან­სა­ზღვრუ­ლი? საქ­მის გა­ფუ­ჭე­ბა ამით და­ი­წყეს, თო­რემ ეს ხე­ლის შემ­შლე­ლი გა­რე­მო­ე­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, თა­ვი­სუფ­ლად ვი­და­ვებ­დით ბევრ ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო სა­კი­თხზე. ჩვენს ოპო­ნენ­ტებს ძველ რუ­კებს და­ვუ­წყობ­დით წინ და და­ვას მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებ­დით. საქ­მის მცოდ­ნე კა­ცის­თვის იო­ლია იმის და­სა­ბუ­თე­ბა, რა იყო ჩვე­ნი და რა - არა. სომ­ხებს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არც თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რია უწე­რი­ათ და არც სა­ზღვრე­ბი. როცა ვკი­თხეთ, გა­უკ­ვირ­დათ, მე­ზობ­ლებ­თან სა­ზღვრე­ბი არც დე­ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი გვაქვს და არც დე­მარ­კი­რე­ბუ­ლი და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში რას ჩავ­წერ­დი­თო.

სამ­ხედ­რო გე­ოგ­რა­ფი­ა­შიც ვმუ­შა­ობ. გამ­ზა­დე­ბუ­ლი მაქვს წიგ­ნე­ბი სა­ა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის, სა­ზღვრე­ბი­სა და და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის შე­სა­ხებ. აქ აღ­წე­რი­ლია ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი, გა­კე­თე­ბუ­ლია შე­ფა­სე­ბე­ბი. ხომ არ და­ვა­წერ ზედ, ეს სამ­ხედ­რო გე­ოგ­რა­ფია არის-მეთ­ქი? არა­და სწო­რედ რომ სამ­ხედ­რო გე­ოგ­რა­ფი­ის მა­სა­ლაა. მინ­დო­და, მი­მე­წო­დე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თვის, ჩა­ე­ხე­დათ მა­ინც შიგ. მინ­დო­და, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა რას ნიშ­ნავს, რო­მე­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი სად მდე­ბა­რე­ობს, რისი პატ­რო­ნი ვართ, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ 2000 მეტრს ზე­მოთ, რო­დის რო­მელ უღელ­ტე­ხილ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­დას­ვლა. ვერ გა­ვა­გე­ბი­ნე ამ ხალ­ხს, რომ ამის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. იქით გა­მიხ­და სახ­ვე­წა­რი... უვი­ცე­ბის დო­ღია ქვე­ყა­ნა­ში. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის კეთ­რო­ვა­ნე­ბი­ვით ეში­ნი­ათ! ჰოდა, რაც ახლა სა­ზღვრებ­თან ხდე­ბა, უვი­ცო­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რი შე­დე­გია.

კო­მი­სი­ი­დან კი­დევ იმი­ტომ გა­მო­ვე­დი, რომ საქ­მის გა­კე­თე­ბის ნება არ იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჯან­ჯლ­დე­ბო­და, ხან უფუ­ლო­ბას იმი­ზე­ზებ­დნენ, ხან რას და ხან რას. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმდნენ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამა­ზე არა­ფე­რი იცის. სა­ი­დუმ­ლო ტო­პოგ­რა­ფი­ულ რუ­კებს ბაზ­რო­ბებ­ზე ყი­დი­ან და ხალ­ხს კი უმა­ლა­ვენ, რა ხდე­ბა კო­მი­სი­ებ­ში. ვის უმა­ლა­ვენ ან რა­ტომ? სამ­წუ­ხა­როდ, არც პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაა, რომ სა­ზღვრე­ბის საქ­მე მოგ­ვარ­დეს. (იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად)

კი­დევ ერთი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ვის რას ვუ­მა­ლავთ? ხომ არ არის ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­თან სხვა თე­მებ­ზე ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხი?" 2011 წლის წლის 25 აპ­რი­ლით თა­რიღ­დე­ბა.

  • ნა­წყვე­ტი სტა­ტი­ი­დან:

"სა­ხელ­მწი­ფოს უმ­თავ­რე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სა­ზღვრე­ბის დაც­ვაა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვა­ლე­ო­ბებ­სა და რე­ა­ლო­ბას შო­რის დიდი ხა­ნია ჩა­ტყდა ხიდი. ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა ტე­რი­ტო­რი­ებს ხან ომით კარ­გავს, ხან - "უნე­ბუ­რად". მდი­ნა­რე ალა­ზანს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად მი­აქვს, გა­ზა­ფხულ­ზე, როცა ხში­რად წვიმს, დღე­ში თით­ქმის 25-30 მეტრ მი­წას გლეჯს ხოლ­მე. ცოტა ხნის წინ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Genn-მა ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ­მა და­ნა­კარ­გმა აზერ­ბა­ი­ჯან-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 297 ჰექ­ტა­რი შე­ად­გი­ნა.

ნინო ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი, ფერ­მე­რი:

"როცა ფერ­მა ავა­შე­ნეთ, მდი­ნა­რე ალაზ­ნი­დან 300 მეტ­რით ვი­ყა­ვით და­შო­რე­ბუ­ლი, ახლა კი 80 მეტ­რი­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, მი­ლა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის ყურე, რომ­ლის სი­გა­ნეც 180 მეტ­რი იყო, დღეს კი მხო­ლოდ 30 მეტ­რია. ორი

ყურე ალა­ზან­მა უკვე გა­არ­ღვია და 70 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რია გაღ­მა დარ­ჩა. იქით ვერ გა­დავ­დი­ვართ ვერც ფერ­მე­რე­ბი და ვერც ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი. იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ და იმა­თი მე­სა­ზღვრე­ე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ".

ნინო ფხო­ვე­ლიშ­ვილ­თან სა­უბ­რის შემ­დგომ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში ჩას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის­კენ ტრან­სპორ­ტი არ და­დის, ტაქ­სის მძღო­ლე­ბიც კი უარს ამ­ბო­ბენ. წნორ­ში ჩა­სულს, ბო­ლოს და ბო­ლოს, ერთი დან­ჯღ­რე­უ­ლი გაზ-31-ის მძღო­ლი დამ­თან­ხმდა ერი­სი­მედ­ში წას­ვლა­ზე. ჩემი მეგ­ზუ­რი, თა­მაზ ჭა­ბაშ­ვი­ლი, წნო­რე­ლია, სა­ზღვრის­პი­რა სო­ფელ მი­ლარ­ში კი ფერ­მა აქვს.

გი­ორ­გი ჭა­ბაშ­ვი­ლი:

"ზედ სა­ზღვარ­თან მაქვს მიწა აღე­ბუ­ლი იჯა­რით. მდი­ნა­რე ალა­ზა­ნი ჭამს მი­წა­სა, გად­მო­ი­წია ალა­ზან­მა 30-40 მეტ­რი­თა. თან­და­თან რე­ცხავს ნა­პი­რებს და თუ არ გა­მაგრდა, ეს ტე­რი­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს გა­და­ვა. ამას ჩვენ ვერ შევ­ძლებთ, თუ სა­ხელ­მწი­ფომ არ გა­მა­ი­ღო ხელი. ისი­ნი ამაგ­რე­ბენ ნა­პი­რებს და ჩვენ არა! რამ­დე­ნი­მე წლის წინ იგი­ვე საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­საც, მდი­ნა­რეს უნდა გა­და­ეჭ­რა ყუნ­წი და ჩვენ­კენ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მათი მიწა, მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა მთე­ლი ოთხი წე­ლი­წა­დი ზი­დეს ქვა-ღორ­ღი და ტე­რი­ტო­რია ისე გა­ა­მაგ­რეს, არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა. არ კარ­გა­ვენ ერთ გოჯ­საც...

სო­ფე­ლი ერი­სი­მე­დი, თუ სი­მარ­თლე გინ­დათ, კო­მუ­ნის­ტებ­მა და­ი­ნარ­ჩუ­ნეს. ეგ ტე­რი­ტო­რია ალა­ზან­გაღ­მა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ან ბო­რა­ნით გა­დავ­დი­ო­დით, ან ზა­ქა­თა­ლი­დან შევ­დი­ო­დით. ერი­სი­მედ­თან და­სა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი 80-იან წლებ­ში აა­შე­ნეს. მა­შინ უფრო გვპატ­რო­ნობ­დნენ. ჩვენს მთავ­რო­ბას კიდე სი­მარ­თლეს რო ეტყვი, სწყინს, ეგრე არ არიო! თა­ვი­ანთ ლეშ­საც კი პატ­რო­ნო­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი. შარ­შან ტყე­ში მივ­დი­ო­დი, ხელ­ში ნა­ჯა­ხი­თა. აქ რასა შვრე­ბიო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა და­მი­ჭი­რეს.

წა­მიყ­ვა­ნეს და სამი დღე ვყავ­დი და­კა­ვე­ბუ­ლი. უკან რომ და­მაბ­რუ­ნეს, იმა­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მომ­ყვა. ცხე­ნი მოჰ­კვდო­მო­დათ სა­ზღვარ­ზე. ჩვენ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა მკვდა­რიც კი შე­უ­ნა­ხეს და ისი­ნი კიდე ცო­ცხალ­საც არ უნა­ხა­ვენ ქარ­თვე­ლო­ბა­სა". (იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად)

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nini
2

ეჰ, საით მიექანები ჩემო ტკბილო სამშობლო. ასე არავის ჩირად არ უღირდეს საკუთარი მიწა-წყალი მეორე არ მინახავს. 

ნატა
1

ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთის გარშემო სკანდალი გრძელდება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნია რუკა, რომლითაც საქართველოს პოზიცია დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში გაცილებით უფრო დამაჯერებელი და მტკიცე იქნება, მოგეხსენებათ, პროკურატურამ საქმე აღძრა და ძიება დაიწყო, 7 ოქტომბერს კი დააკავეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ისინი საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები იყვნენ. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის - დავითგარეჯასთან. ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და არ აღიარებენ.

გაზეთი "კვირის პალიტრა" წლების განმავლობაში აქტიურად აშუქებდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, არქივში იძებნება არაერთი საინტერესო სტატია, რომლის მიხედვითაც ცხადად ჩანს, რომ როგორც აზერბაიჯანის მონაკვეთზე, ისე სხვა მოსაზღვრე ქვეყნებთან პრობლემები გამუდმებით იჩენდა თავს.

გაზეთის 2009 წლის 29 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ხელისუფლების მძიმე შეცდომებს საკუთარი მიწებით ვზღავთ", რომელშიც სწორედ იმჟამად საზღვარზე შექმნილ ვითარებაზეა ლაპარაკი.

"საქართველომ 1920 წლიდან დღემდე ხელისუფლების უგერგილობისა და უხეში პოლიტიკური შეცდომების გამო დაკარგა 18507 კვკმ ტერიტორია. ეს მხოლოდ 2004 წლის მონაცემებია და სამწუხაროდ, პროცესი გრძელდება. ამას მხოლოდ უცხო, მესამე ძალას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ჩვენ ჩვენივე უპასუხისმგებლობის მწარე მოსავალსაც ვიმკით. მამისონის უღელტეხილის სკანდალი ორ კვირაზე მეტია გრძელდება, მაგრამ პასუხი კითხვაზე, რატომ ააფეთქეს ხიდი, საზოგადოებას არა აქვს. საუბრობენ, რომ ხიდი ხელისუფლების მითითებით ააფეთქეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ახალ ომში ჩათრევას ცდილობს და საბაბს ეძებს, რისთვისაც სწორედ მამისონის უღელტეხილი შეიძლება გამოდგეს", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელის ერთ-ერთი რესპoნდენტიც ჯანსუღ კეკელიაა - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, კარტოგრაფი, პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი და როგორც ირკვევა, ის იყო საზღვრების დელიმიტაციის საექსპერტო კომისიის წევრი, რომელიც დატოვა.

  • ამონარიდი სტატიიდან:

"- თქვენ საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის საექსპერტო კომისიის წევრი იყავით. რატომ დატოვეთ კომისია?

ჯანსუღ კეკელია:

- ბევრი რამის გამო. საზოგადოებამ არ იცის, რა უბნებია შეთანხმებული და დელიმიტირებული და ეს არ მომწონს. სახელმწიფო კი მოსახლეობას არაფერს ეუბნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია მისი ქვეყნის მიწის ყველა გოჯი.

არაპროფესიონალიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა. ჯერ იყო და, კონსტიტუციით დააკანონეს საზღვრები, რომლებიც არც დელიმიტირებული იყო და არც დემარკირებული. ახლა რა უნდა ვქნათ? კუ ბაკნიდან ხომ ვერ ამოხტება, არა?

სომხებთან მოლაპარაკების დროს კონსტიტუციაში შეტანილი ასეთი წინდაუხედავი მუხლის გამო ვერაფერი გავაკეთე. ისტორია ვერ მოვიშველიე, ეს კანონი მეღობებოდა წინ. როგორ შეიძლება საზღვრები მეზობლებთან დელიმიტირებულიც კი არ გქონდეს და კონსტიტუციაში საზღვრები გქონდეს განსაზღვრული? საქმის გაფუჭება ამით დაიწყეს, თორემ ეს ხელის შემშლელი გარემოება რომ არ ყოფილიყო, თავისუფლად ვიდავებდით ბევრ ჩვენთვის სასარგებლო საკითხზე. ჩვენს ოპონენტებს ძველ რუკებს დავუწყობდით წინ და დავას მაინც მოვახერხებდით. საქმის მცოდნე კაცისთვის იოლია იმის დასაბუთება, რა იყო ჩვენი და რა - არა. სომხებს კონსტიტუციაში არც თავისი ტერიტორია უწერიათ და არც საზღვრები. როცა ვკითხეთ, გაუკვირდათ, მეზობლებთან საზღვრები არც დელიმიტირებული გვაქვს და არც დემარკირებული და კონსტიტუციაში რას ჩავწერდითო.

სამხედრო გეოგრაფიაშიც ვმუშაობ. გამზადებული მაქვს წიგნები სააქართველოს ტერიტორიის, საზღვრებისა და დასახლებული პუნქტების შესახებ. აქ აღწერილია ყველა კუთხე-კუნჭული, გაკეთებულია შეფასებები. ხომ არ დავაწერ ზედ, ეს სამხედრო გეოგრაფია არის-მეთქი? არადა სწორედ რომ სამხედრო გეოგრაფიის მასალაა. მინდოდა, მიმეწოდებინა შესაბამისი სტრუქტურების ჩინოვნიკებისთვის, ჩაეხედათ მაინც შიგ. მინდოდა, მეჩვენებინა, რა რას ნიშნავს, რომელი სტრატეგიული ობიექტი სად მდებარეობს, რისი პატრონი ვართ, როგორ უნდა მოვიქცეთ 2000 მეტრს ზემოთ, როდის რომელ უღელტეხილზე შეიძლება გადასვლა. ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ ამის ცოდნა აუცილებელია. იქით გამიხდა სახვეწარი... უვიცების დოღია ქვეყანაში. პროფესიონალების კეთროვანებივით ეშინიათ! ჰოდა, რაც ახლა საზღვრებთან ხდება, უვიცობის კანონზომიერი შედეგია.

კომისიიდან კიდევ იმიტომ გამოვედი, რომ საქმის გაკეთების ნება არ იყო. ყველაფერი ჯანჯლდებოდა, ხან უფულობას იმიზეზებდნენ, ხან რას და ხან რას. რამდენადაც ვიცი, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცის. საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში. ვის უმალავენ ან რატომ? სამწუხაროდ, არც პოლიტიკური ნებაა, რომ საზღვრების საქმე მოგვარდეს. (იხილეთ სტატია სრულად)

კიდევ ერთი სტატია, სათაურით: "ვის რას ვუმალავთ? ხომ არ არის ეს ტერიტორიები აზერბაიჯანთან სხვა თემებზე ვაჭრობის საკითხი?" 2011 წლის წლის 25 აპრილით თარიღდება.

  • ნაწყვეტი სტატიიდან:

"სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაცვაა. თუმცა საქართველოში მოვალეობებსა და რეალობას შორის დიდი ხანია ჩატყდა ხიდი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანა ტერიტორიებს ხან ომით კარგავს, ხან - "უნებურად". მდინარე ალაზანს ტერიტორიები ყოველწლიურად მიაქვს, გაზაფხულზე, როცა ხშირად წვიმს, დღეში თითქმის 25-30 მეტრ მიწას გლეჯს ხოლმე. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია Genn-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგმა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 297 ჰექტარი შეადგინა.

ნინო ფხოველიშვილი, ფერმერი:

"როცა ფერმა ავაშენეთ, მდინარე ალაზნიდან 300 მეტრით ვიყავით დაშორებული, ახლა კი 80 მეტრიღაა დარჩენილი. მაგალითად, მილარის ტერიტორიაზე არის ყურე, რომლის სიგანეც 180 მეტრი იყო, დღეს კი მხოლოდ 30 მეტრია. ორი

ყურე ალაზანმა უკვე გაარღვია და 70 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაღმა დარჩა. იქით ვერ გადავდივართ ვერც ფერმერები და ვერც ქართველი მესაზღვრეები. იმ ტერიტორიებით აზერბაიჯანელები სარგებლობენ და იმათი მესაზღვრეები აკონტროლებენ".

ნინო ფხოველიშვილთან საუბრის შემდგომ საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლა გადავწყვიტეთ. საზღვრისპირა სოფლებისკენ ტრანსპორტი არ დადის, ტაქსის მძღოლებიც კი უარს ამბობენ. წნორში ჩასულს, ბოლოს და ბოლოს, ერთი დანჯღრეული გაზ-31-ის მძღოლი დამთანხმდა ერისიმედში წასვლაზე. ჩემი მეგზური, თამაზ ჭაბაშვილი, წნორელია, საზღვრისპირა სოფელ მილარში კი ფერმა აქვს.

გიორგი ჭაბაშვილი:

"ზედ საზღვართან მაქვს მიწა აღებული იჯარით. მდინარე ალაზანი ჭამს მიწასა, გადმოიწია ალაზანმა 30-40 მეტრითა. თანდათან რეცხავს ნაპირებს და თუ არ გამაგრდა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს გადავა. ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, თუ სახელმწიფომ არ გამაიღო ხელი. ისინი ამაგრებენ ნაპირებს და ჩვენ არა! რამდენიმე წლის წინ იგივე საფრთხე ემუქრებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიასაც, მდინარეს უნდა გადაეჭრა ყუნწი და ჩვენკენ დარჩენილიყო მათი მიწა, მაგრამ აზერბაიჯანელებმა მთელი ოთხი წელიწადი ზიდეს ქვა-ღორღი და ტერიტორია ისე გაამაგრეს, არაფერი ემუქრება. არ კარგავენ ერთ გოჯსაც...

სოფელი ერისიმედი, თუ სიმართლე გინდათ, კომუნისტებმა დაინარჩუნეს. ეგ ტერიტორია ალაზანგაღმა იყო დარჩენილი, ან ბორანით გადავდიოდით, ან ზაქათალიდან შევდიოდით. ერისიმედთან დასაკავშირებელი ხიდი 80-იან წლებში ააშენეს. მაშინ უფრო გვპატრონობდნენ. ჩვენს მთავრობას კიდე სიმართლეს რო ეტყვი, სწყინს, ეგრე არ არიო! თავიანთ ლეშსაც კი პატრონობენ აზერბაიჯანელები. შარშან ტყეში მივდიოდი, ხელში ნაჯახითა. აქ რასა შვრებიო, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დამიჭირეს.

წამიყვანეს და სამი დღე ვყავდი დაკავებული. უკან რომ დამაბრუნეს, იმათი წარმომადგენელი გამომყვა. ცხენი მოჰკვდომოდათ საზღვარზე. ჩვენმა მესაზღვრეებმა მკვდარიც კი შეუნახეს და ისინი კიდე ცოცხალსაც არ უნახავენ ქართველობასა". (იხილეთ სტატია სრულად)

ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 79-ს ტაქსის მძღოლს და 56 ბაზრის მოვაჭრეს დაუდასტურდა - როგორია ბოლო მონაცემები

"მოემატა შეკვეთები, მაგრამ ჩვენ ხელფასები მოგვაკლდა..." - "გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ

"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები