სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როცა პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან" - პრემიერი
"მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როცა პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან" - პრემიერი

მძი­მე ორი კვი­რა გვე­ლის წინ, ძა­ლი­ან ტოქ­სი­კუ­რი ორი კვი­რა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ან და შე­იძ­ლე­ბა ისე­თე­ბი იკად­რონ, რაც ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გუ­რი­ა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ოზურ­გე­თის, ლან­ჩხუ­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ვა­სილ ჩი­გო­გი­ძის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა ვირუ­სის პირ­ველ ტალ­ღას წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­და, ახლა ქვე­ყა­ნა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა და მო­სახ­ლე­ო­ბა წე­სე­ბის დაც­ვით უნდა გა­უფრ­თხილ­დეს, რო­გორც ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბას, ასე­ვე თი­თო­ე­ულ სა­მუ­შაო ად­გილს.

„დღეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი ძალ­ზე დი­დია. ყვე­ლა ვხე­დავთ, რამ­დე­ნად უჩ­ვე­უ­ლოა, როცა პირ­ბა­დე­ე­ბით ვე­სა­უბ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს, ეს პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­საც. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლი­ო­ში ან­ტირ­ე­კორ­დი დამ­ყარ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, ჩვე­ნა­თა­ნაც, ყვე­ლა კარ­გად ვხე­დავთ და ვღე­ლავთ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გვეზ­რდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, აჭა­რა­ში, თბი­ლის­სა და იმე­რეთ­ში. ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, თუმ­ცა ამ ბრძლა­შიც უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პირ­ვე­ლი ტალ­ღის ეტაპ­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­ვუმკლავ­დით ამ გა­მოწ­ვე­ვას, ახლა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბია და ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვე­ნი პა­უ­ხის­მგებ­ლო­ბა არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე და აქ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას, ისე თი­თო­ე­ულ სა­მუ­შაო ად­გილ­სა და ეკო­ნო­მი­კის ხვა­ლინ­დელ დღეს. ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თად გა­სა­კე­თებ­ლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბა 31 ოქ­ტომ­ბერს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ამ გა­მარ­ჯვე­ბას მი­ვაღ­წევთ, მაგ­რამ აქ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ ეს მძი­მე ორი კვი­რა, რო­მე­ლიც ჩვენ ახლა წინ გვე­ლის, ძა­ლი­ან ტოქ­სი­კუ­რი ორი კვი­რაა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ან და შე­იძ­ლე­ბა ისე­თე­ბი იკად­რონ, რაც ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ უნდა და­ვუ­პი­რის­პი­როთ სიმ­შვი­დე, ჩვენ უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ სა­მარ­თლი­ან ბრძო­ლა­ში და ღირ­სე­უ­ლად, ღირ­სე­ბა არის ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ამი­ტომ გუ­რუ­ლე­ბო, გა­მარ­ჯვე­ბას გი­სურ­ვებთ 31 ოქ­ტომ­ბერს სა­მარ­თლი­ან ბრძო­ლა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
23

ვითომ იმაზე მძიმე, ბავშვებს თვალები რომ დაეთხარათ?

ავტორი:

"მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როცა პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან" - პრემიერი

"მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როცა პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან" - პრემიერი

მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა, ახლა ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა და მოსახლეობა წესების დაცვით უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს.

„დღეს გამოწვევები ძალზე დიდია. ყველა ვხედავთ, რამდენად უჩვეულოა, როცა პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში ანტირეკორდი დამყარდა ინფიცირების რაოდენობის, ჩვენათანაც, ყველა კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ ბრძლაშიც უნდა გავიმარჯვოთ. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, ახლა ახალი გამოწვევებია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პაუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და აქ უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ისე თითოეულ სამუშაო ადგილსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია, რომ ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირაა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად, ღირსება არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამართლიანობა. ამიტომ გურულებო, გამარჯვებას გისურვებთ 31 ოქტომბერს სამართლიან ბრძოლაში,“ - განაცხადა გახარიამ.

"ელისაშვილის არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო, არის უბრალოდ ბლეფი" - ხათუნა ლაგაზიძე

"გიგა ბოკერია დღითიდღე თბილისელ კობა ხაბაზად ყალიბდება" - კახა კალაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერს პასუხობს

როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები ალეკო ელისაშვილის განცხადებას და რას პასუხობს მის ბრალდებებს გიგი უგულავა