სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს
"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია, რო­მელ­მაც მე­უღ­ლეს­თან, დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებ­სა და შეგ­რძნე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აღ­წერს:

"სამი დღეა ჩემი ინ­ბოქ­სი იბომ­ბე­ბა. ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა სიმპტო­მე­ბი რო­გორ და­გე­წყო? ჰოდა აქ დავ­წერ კი­დევ ერთხელ მოკ­ლედ და თუ მა­ინც მკი­თხავთ, და­ვა­კო­პი­რებ ხოლ­მე ამ სტა­ტუსს, რომ მეც ბევ­რი არ ვწე­რო - პირ­ვე­ლი სიმპტო­მი იყო უსიმპტო­მო­ბა. ამი­ტომ და­დე­ბი­თი ხარო რომ მი­თხრეს შოკ­ში ვი­ყა­ვი.

- სა­ღა­მოს ვიგ­რძე­ნი ყელ­ში ჩა­ხეხ­ვა. მაგ­რამ არა ტკი­ვი­ლი (ანუ ყლაპ­ვის დროს რომ გტკი­ვა - ეგ ტკი­ვი­ლი არა). ძა­ლი­ან არ გავს ან­გი­ნას. უფრო ასე­თი: ყვი­რი­ლის, ან ბევ­რი მო­წე­ვის მერე რომ ყელი ჩა­ი­ხე­ხე­ბა - და­ახ­ლო­ე­ბით ეგე­თი. და მე­გო­ნა მეჩ­ვე­ნე­ბო­და ისე­თი სუს­ტი იყო.

- მაგ­რამ მე­ო­რე დღეს ეს “ჩა­ხეხ­ვა” გა­და­ვი­და “თო­კის მო­ჭე­რა­ში”. ხმა ჩა­მეხ­ლი­ჩა. მივ­ხვდი რომ სიმპტო­მი და­მე­წყო. თავს მაღ­ლა რომ ვწევ­დი თით­ქოს ვიხ­რჩო­ბო­დი, რის გა­მოც ვახ­ვე­ლებ­დი. ასე­ვე გა­მე­ჭე­და ცხვი­რი მშრა­ლად. მაგ­რამ მხო­ლოდ 1 დღე.

- მე­სა­მე დღეს მომ­ცა სი­ცხემ. და წა­მო­ვი­და ხვე­ლა, რა­საც იწ­ვევს ეს "თოკი" ყელ­ში, რო­მე­ლიც მერე და მერე გაძ­ლი­ერ­და და გაგ­რძელ­და ბო­ლომ­დე . მე მგო­ნია, რომ აი ეს უკა­ნას­კე­ლი არის კო­ვი­დის­თვის ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მი.

- ჩვენ სურ­დო არ გვქო­ნია. არც ჩვენს მე­გობ­რებს (ბევ­რი მწერს ამას: “ცხვი­რი­დან ჩა­მომ­დის და ყლაპ­ვი­სას ყელი ძაან მტკი­ვა” - ეს არ გვქო­ნია ჩვენ, და არც ჩვენს მე­გობ­რებს) მაგ­რამ (!) შე­იძ­ლე­ბა სხვებს ჰქონ­დათ ეს სიმპტო­მი.

- ლე­ვან­საც ზუს­ტად ასე და­ე­წყო, მაგ­რამ ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით მას უფრო სწრა­ფად უვ­ლინ­დე­ბო­და სიმპტო­მე­ბი (რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი). მა­გა­ლი­თად ამ “ჩა­ხეხ­ვას” და ხმის ჩახ­ლეჩ­ვას. ძაან მა­ლე­ვე მოყ­ვა შემ­ცივ­ნე­ბა და სი­ცხე. და მე­ო­რე დღეს უკვე და­ნარ­ჩე­ნი სიმპტო­მე­ბი. მე-7-8 დღის­თვის უკეთ იყო. მე პი­რი­ქით. პირ­ვე­ლი 5-6 დღე ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი და ეს: ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, მა­ღა­ლი სი­ცხე, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, წე­ლის, ფე­ხის, თა­ვის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი, დის­კომ­ფორ­ტი გულ-მკერ­დი არე­ში, სპაზ­მუ­რი ხვე­ლა და ჯან­და­ბა წა­მო­ვი­და მე-7 დღი­დან. ორი­ვეს გქვონ­და ან­თე­ბა. და კი­დევ, არ უყ­ვარს კო­ვიდს პა­ნი­კა. ამას და­ნამ­დვი­ლე­ბით ვამ­ბობ, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით. ამი­ტომ ძა­ლი­ან შე­ე­ცა­დეთ მსუ­ბუ­ქად მი­უდ­გეთ მაგ სა­ძა­გელს. ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა".

გოგა
2

ეს როგორ კაცო ქმარი ნაცების მაძაგებელი და ცოლი კიდევ მეხოტბე და ნოდარია მელაძის პარტნიორი? შენც ჩემო ბრუტუს ლევან?

ავტორი:

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც მეუღლესთან, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად კორონავირუსი დაამარცხა, გადატანილი დაავადების სიმპტომებსა და შეგრძნებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აღწერს:

"სამი დღეა ჩემი ინბოქსი იბომბება. ყველა მეკითხება სიმპტომები როგორ დაგეწყო? ჰოდა აქ დავწერ კიდევ ერთხელ მოკლედ და თუ მაინც მკითხავთ, დავაკოპირებ ხოლმე ამ სტატუსს, რომ მეც ბევრი არ ვწერო - პირველი სიმპტომი იყო უსიმპტომობა. ამიტომ დადებითი ხარო რომ მითხრეს შოკში ვიყავი.

- საღამოს ვიგრძენი ყელში ჩახეხვა. მაგრამ არა ტკივილი (ანუ ყლაპვის დროს რომ გტკივა - ეგ ტკივილი არა). ძალიან არ გავს ანგინას. უფრო ასეთი: ყვირილის, ან ბევრი მოწევის მერე რომ ყელი ჩაიხეხება - დაახლოებით ეგეთი. და მეგონა მეჩვენებოდა ისეთი სუსტი იყო.

- მაგრამ მეორე დღეს ეს “ჩახეხვა” გადავიდა “თოკის მოჭერაში”. ხმა ჩამეხლიჩა. მივხვდი რომ სიმპტომი დამეწყო. თავს მაღლა რომ ვწევდი თითქოს ვიხრჩობოდი, რის გამოც ვახველებდი. ასევე გამეჭედა ცხვირი მშრალად. მაგრამ მხოლოდ 1 დღე.

- მესამე დღეს მომცა სიცხემ. და წამოვიდა ხველა, რასაც იწვევს ეს "თოკი" ყელში, რომელიც მერე და მერე გაძლიერდა და გაგრძელდა ბოლომდე . მე მგონია, რომ აი ეს უკანასკელი არის კოვიდისთვის ყველაზე, ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი.

- ჩვენ სურდო არ გვქონია. არც ჩვენს მეგობრებს (ბევრი მწერს ამას: “ცხვირიდან ჩამომდის და ყლაპვისას ყელი ძაან მტკივა” - ეს არ გვქონია ჩვენ, და არც ჩვენს მეგობრებს) მაგრამ (!) შეიძლება სხვებს ჰქონდათ ეს სიმპტომი.

- ლევანსაც ზუსტად ასე დაეწყო, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მას უფრო სწრაფად უვლინდებოდა სიმპტომები (რაც ჩვეულებრივი გრიპისთვისაა დამახასიათებელი). მაგალითად ამ “ჩახეხვას” და ხმის ჩახლეჩვას. ძაან მალევე მოყვა შემცივნება და სიცხე. და მეორე დღეს უკვე დანარჩენი სიმპტომები. მე-7-8 დღისთვის უკეთ იყო. მე პირიქით. პირველი 5-6 დღე ვიყავი ძალიან მსუბუქი და ეს: ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი, წელის, ფეხის, თავის საშინელი ტკივილი, დისკომფორტი გულ-მკერდი არეში, სპაზმური ხველა და ჯანდაბა წამოვიდა მე-7 დღიდან. ორივეს გქვონდა ანთება. და კიდევ, არ უყვარს კოვიდს პანიკა. ამას დანამდვილებით ვამბობ, საკუთარი გამოცდილებით. ამიტომ ძალიან შეეცადეთ მსუბუქად მიუდგეთ მაგ საძაგელს. ყველას ჯანმრთელობა".

"სოფლის ძირითადი ნაწილი სხვა ლოკაციაზეა, თავბრუსხვევები უკვე დაგვეწყო..." - ლატალში გაჩენილ ხანძარს მაშველებთან ერთად, ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

"თქვენ იკითხეთ, სიმპტომები რომ გექნებათ და ტესტს დროულად ვერ გაგიკეთბენ, ექიმს მოიკითხავთ და იმასაც კოვიდი ექნება" - ზურა ბალანჩივაძე დამძიმებულ ეპიდვითარებაზე

"ახლა კარგად მომისმინეთ... ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა..." - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"