მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ..." - რას წერს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა
"თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ..." - რას წერს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

პე­და­გო­გი ნა­თია მა­ნია, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"გა­მარ­ჯო­ბა, მის­ტერ ჯონ­სონ, მე ლა­უ­რა ვარ... - რა­ტომ­ღაც ეს რეკ­ლა­მა მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში, მთე­ლი დღეა... ჰოდა, გა­მარ­ჯო­ბათ, ხალ­ხო, მე კო­რო­ნა მაქვს. დღეს და­მი­რე­კა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა. და სა­თი­თო­ოდ რომ არ ვუ­პა­სუ­ხო, დავ­პოს­ტავ ბა­რემ. გავ­ტეხ კი­დევ ერთხელ მარ­ხვას, იქ­ნე­ბა და ხვალ რა ხდე­ბა?! და­მა­ტე­ბი­თი შე­კი­თხვე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში და ყვე­ლას გი­პა­სუ­ხებთ.

ესე იგი, და­ვი­წყოთ: სამ­შა­ბათს რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­ვა­ცე­მი­ნე სკო­ლა­ში და კო­ლე­გამ იხუმ­რა: ა, კო­რო­ნაო. მო­ვე­დი სახ­ლში, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და პირ­და­პირ ჩავ­წე­ქი. დაღ­ლი­ლო­ბა კო­რო­ნას ერთ-ერთი სიმპტო­მია, მაგ­რამ მე თვე-ნა­ხე­ვა­რია, სულ დაღ­ლი­ლი და გა­სა­ვა­თე­ბუ­ლი ვარ და სკო­ლის მერე თით­ქმის ყო­ველ ჯერ­ზე სა­წოლ­ში ვდურ­თავ ხოლ­მე თავს, ასე რომ ამ დაღ­ლი­ლო­ბას და უე­ნერ­გი­ო­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­რო­ნას ვერ და­ვაბ­რა­ლებ. მერე შე­მამ­ცივ­ნა და ძვლე­ბის თუ სახ­სრე­ბის ტეხა-მტვრე­ვის შეგ­რძნე­ბა მქონ­და, აი გრი­პის წინ რომ იცის. მერე ამი­წია სი­ცხემ ნელ-ნელა და ავი­და 38,6-მდე. მერე ცო­ტა­თი ამ­ტკივ­და თავი. მერე კბი­ლე­ბი თუ ღრძი­ლე­ბი თუ ყბის ძვა­ლი, არ ვიცი ზუს­ტად, აი გრი­პის დროს რომ ყვე­ლა კბი­ლი თუ ღრძი­ლი გტკი­ვა, აი ეგრე. ოდ­ნა­ვი სის­ვე­ლე მაქვს ცხვირ­ში, მაგ­რამ ცხვირ­სა­ხო­ცი არ მჭირ­დე­ბა. ვსუნ­თქავ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. არ მახ­ვე­ლებს. სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა. სი­ცხე დი­ლა­ო­ბით არ მაქვს. მერე ნელ-ნელა იწევს მაღ­ლა, მაგ­რამ 37,5-ზე მაღ­ლა არ ადის. ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას ვერ ვგრძნობ, მაგ­რამ არც მკვდა­რი ვარ. ანა­ლი­ზის აღე­ბის დღეს ფან­ჯრე­ბი დავ­წმინ­დე, მა­გა­ლი­თად. არა­ფერს არ ვსვამ. არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს რა­ი­მეს და­ლე­ვა­ზე. გუ­შინ დავ­ლიე პა­რა­ცე­ტა­მო­ლი­ა­ნი ჩაი, კბი­ლე­ბი რომ მტკი­ო­და, იმი­ტომ და გა­მი­ა­რა ეგ­რე­ვე. PCR ტეს­ტი ავი­ღე, სი­ცხემ რომ ამი­წია, მე­ო­რე დღეს­ვე, ანუ გუ­შინ. პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და დღეს. და­დე­ბი­თი. დავ­რე­კე 112-ში, იმათ სა­დღაც გა­დამ­რთეს, იქ, სა­დაც გა­დამ­რთეს, ჩა­ი­წე­რეს ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი და ოჯა­ხის ექი­მი და­გი­რე­კავთ, და­ე­ლო­დე­თო. ექიმს ჯერ არ და­უ­რე­კავს. ან შე­იძ­ლე­ბა მი­რე­კავ­და და პა­უ­ზა ვერ მი­პო­ვა, არ ვიცი სა­მა­გი­ე­როდ და­მი­რე­კეს სა­მი­ნის­ტრო­დან და რა­ღა­ცე­ბი გა­მომ­კი­თხეს. მე ვუ­თხა­რი, რომ სახ­ლში ბევ­რნი ვართ და მათ შო­რი­საა 81 წლის მა­მა­ჩე­მი და კარ­გიო, ჩა­ვი­წერ­თო, რომ კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­დას­ვლა გინ­დაო. მი­თხრეს, ვის­თა­ნაც კონ­ტაქ­ტი გქონ­და, ყვე­ლა გა­აფრ­თხი­ლე, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნე­ნო. მეც გა­ვაფრ­თხი­ლე. თუ ვინ­მე და­მა­ვი­წყდა, აგერ ხართ და გაფრ­თხილ­დით.

ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სახ­ლი­დან აღარ გა­დი­ან. მე ოთა­ხი­დან არ გავ­დი­ვარ. უკი­დუ­რე­სი სა­ჭი­რო­ე­ბის გარ­და, რა თქმა უნდა.

ასევე დაგაინტერესებთ
13:13 / 15-09-2020

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ

14:31 / 25-09-2020

"არც პნევმონია მაქვს, არც სხვა სიმპტომი" - რას ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

13:40 / 16-10-2020

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

13:38 / 16-10-2020

"არჩევნების მერე ქვეყანა ჩაიკეტება. დიდი რიგები იქნება, საწოლები აღარ გვეყოფა... სახელმწიფოს სხვა გზა არ ექნება" - გაეროს გენმდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე

14:31 / 16-10-2020

"გაუარესდა ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობა, მოიმატა შიშებმა, შფოთვამ და ა.შ." - რა მავნე ფსიქო-სოციალურ გავლენას ახდენს კორონავირუსული პანდემია მოზარდებზე

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ვის­გან გა­და­მე­დო. აზ­რზე არ ვარ. და­დას­ტუ­რე­ბულ კო­ვი­დი­ან­თან არ მქო­ნია შე­ხე­ბა. მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს ჰქონ­და სი­ცხე ჩემ გარ­შე­მო და მან მი­ი­ღო რე­კო­მენ­და­ცია, გა­ი­კე­თოს ტეს­ტი. მისი პა­სუ­ხი ჯერ არ ვიცი. ისე, ვინც იცის ჩემი სამ­სა­ხუ­რი, დიდი დი­ღო­მი-მარ­ნე­უ­ლი-სა­დახ­ლოს გზა­ზე ვარ გა­კი­დე­ბუ­ლი კვი­რა­ში ოთხი დღე და სამ ტრან­სპორ­ტს ვიც­ვლი და აბა მე რა ვიცი, რა სად და რო­დის...

სხვა რა ვი, რა გა­ინ­ტე­რე­სებთ და და­ვა­მა­ტებ. P.S. ფლიზ, ნუ და­უ­რე­კავთ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს, ძაან ცო­დო­ე­ბი არი­ან, მთე­ლი დღე ერ­თსა და იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას ღე­ჭა­ვენ ყვე­ლას­თან. P.P.S. თუ გა­ცი­ე­ბუ­ლი ხართ და გა­ცე­მი­ნებთ და გგო­ნი­ათ, რომ რის­კის ქვეშ არ ხართ, რად­გან კო­რო­ნას ცე­მი­ნე­ბა არ ახა­სი­ა­თებს, იცო­დეთ, რომ ტყუ­ი­ლად გგო­ნი­ათ. სამი დღეა, მა­ცე­მი­ნებს, იშ­ვი­ა­თად, მარა მა­ინც. და არ მახ­ვე­ლებს. მარ­ტო ტეს­ტის აღე­ბის დროს და­მახ­ვე­ლა, რად­გან მაგ დროს ცხვირ­ში გრძე­ლი ჩხი­რი შეჰ­ყავთ და ხვე­ლა გი­ტყდე­ბა. ჰო, ბო­დი­ში და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბის დაწ­ვრი­ლე­ბი­თი აღ­წე­რის­თვის, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გამო დავ­წვრილ­მან­დი ასე ძა­ლი­ან".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ..." - რას წერს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

"თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ..." - რას წერს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

პედაგოგი ნათია მანია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაავადების სიმპტომებისა და განვითარების შესახებ წერს:

"გამარჯობა, მისტერ ჯონსონ, მე ლაურა ვარ... - რატომღაც ეს რეკლამა მიტრიალებს თავში, მთელი დღეა... ჰოდა, გამარჯობათ, ხალხო, მე კორონა მაქვს. დღეს დამირეკა უამრავმა ადამიანმა. და სათითოოდ რომ არ ვუპასუხო, დავპოსტავ ბარემ. გავტეხ კიდევ ერთხელ მარხვას, იქნება და ხვალ რა ხდება?! დამატებითი შეკითხვები კომენტარებში და ყველას გიპასუხებთ.

ესე იგი, დავიწყოთ: სამშაბათს რამდენიმეჯერ დავაცემინე სკოლაში და კოლეგამ იხუმრა: ა, კორონაო. მოვედი სახლში, დაღლილი ვიყავი და პირდაპირ ჩავწექი. დაღლილობა კორონას ერთ-ერთი სიმპტომია, მაგრამ მე თვე-ნახევარია, სულ დაღლილი და გასავათებული ვარ და სკოლის მერე თითქმის ყოველ ჯერზე საწოლში ვდურთავ ხოლმე თავს, ასე რომ ამ დაღლილობას და უენერგიობას მაინცდამაინც კორონას ვერ დავაბრალებ. მერე შემამცივნა და ძვლების თუ სახსრების ტეხა-მტვრევის შეგრძნება მქონდა, აი გრიპის წინ რომ იცის. მერე ამიწია სიცხემ ნელ-ნელა და ავიდა 38,6-მდე. მერე ცოტათი ამტკივდა თავი. მერე კბილები თუ ღრძილები თუ ყბის ძვალი, არ ვიცი ზუსტად, აი გრიპის დროს რომ ყველა კბილი თუ ღრძილი გტკივა, აი ეგრე. ოდნავი სისველე მაქვს ცხვირში, მაგრამ ცხვირსახოცი არ მჭირდება. ვსუნთქავ ჩვეულებრივად. არ მახველებს. სხვა განსაკუთრებული არაფერი მახსენდება. სიცხე დილაობით არ მაქვს. მერე ნელ-ნელა იწევს მაღლა, მაგრამ 37,5-ზე მაღლა არ ადის. ენერგიის მოზღვავებას ვერ ვგრძნობ, მაგრამ არც მკვდარი ვარ. ანალიზის აღების დღეს ფანჯრები დავწმინდე, მაგალითად. არაფერს არ ვსვამ. არავის არაფერი უთქვამს რაიმეს დალევაზე. გუშინ დავლიე პარაცეტამოლიანი ჩაი, კბილები რომ მტკიოდა, იმიტომ და გამიარა ეგრევე. PCR ტესტი ავიღე, სიცხემ რომ ამიწია, მეორე დღესვე, ანუ გუშინ. პასუხი მომივიდა დღეს. დადებითი. დავრეკე 112-ში, იმათ სადღაც გადამრთეს, იქ, სადაც გადამრთეს, ჩაიწერეს ჩემი მონაცემები და ოჯახის ექიმი დაგირეკავთ, დაელოდეთო. ექიმს ჯერ არ დაურეკავს. ან შეიძლება მირეკავდა და პაუზა ვერ მიპოვა, არ ვიცი სამაგიეროდ დამირეკეს სამინისტროდან და რაღაცები გამომკითხეს. მე ვუთხარი, რომ სახლში ბევრნი ვართ და მათ შორისაა 81 წლის მამაჩემი და კარგიო, ჩავიწერთო, რომ კოვიდსასტუმროში გადასვლა გინდაო. მითხრეს, ვისთანაც კონტაქტი გქონდა, ყველა გააფრთხილე, თვითიზოლაციაში გადავიდნენო. მეც გავაფრთხილე. თუ ვინმე დამავიწყდა, აგერ ხართ და გაფრთხილდით.

ჩემი ოჯახის წევრები სახლიდან აღარ გადიან. მე ოთახიდან არ გავდივარ. უკიდურესი საჭიროების გარდა, რა თქმა უნდა.

რაც შეეხება იმას, თუ ვისგან გადამედო. აზრზე არ ვარ. დადასტურებულ კოვიდიანთან არ მქონია შეხება. მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა სიცხე ჩემ გარშემო და მან მიიღო რეკომენდაცია, გაიკეთოს ტესტი. მისი პასუხი ჯერ არ ვიცი. ისე, ვინც იცის ჩემი სამსახური, დიდი დიღომი-მარნეული-სადახლოს გზაზე ვარ გაკიდებული კვირაში ოთხი დღე და სამ ტრანსპორტს ვიცვლი და აბა მე რა ვიცი, რა სად და როდის...

სხვა რა ვი, რა გაინტერესებთ და დავამატებ. P.S. ფლიზ, ნუ დაურეკავთ ჩემი ოჯახის წევრებს, ძაან ცოდოები არიან, მთელი დღე ერთსა და იმავე ინფორმაციას ღეჭავენ ყველასთან. P.P.S. თუ გაციებული ხართ და გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, რადგან კორონას ცემინება არ ახასიათებს, იცოდეთ, რომ ტყუილად გგონიათ. სამი დღეა, მაცემინებს, იშვიათად, მარა მაინც. და არ მახველებს. მარტო ტესტის აღების დროს დამახველა, რადგან მაგ დროს ცხვირში გრძელი ჩხირი შეჰყავთ და ხველა გიტყდება. ჰო, ბოდიში დაავადების ნიშნების დაწვრილებითი აღწერისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო დავწვრილმანდი ასე ძალიან".

"წყალში ჩაიყარა რამდენიმე მლნ ლარი და წლების სარესტავრაციო სამუშაოები" - გელათის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა?

"დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ..." - რას წერს ინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კლინიკაში ძმასთან ერთად მკურნალობს

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს