საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)
ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

მსა­ხი­ო­ბი ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გა­იც­ნო, სა­დაც მან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გმი­რი, "ბა­ქა­რი" შექ­მნა.

2019 წელს ბუ­ბამ ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში კითხვას - არის თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ასე უპა­სუ­ხა: - "არა. ახლა ამ სა­კითხს ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტუ­ლად ვუდ­გე­ბი. ვერ ვუ­გებ ადა­მი­ა­ნებს, ურ­თი­ერ­თო­ბას უეც­რად სიყ­ვა­რულს რომ და­არ­ქმე­ვენ. ბოლო ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ახლა ვფიქ­რობ, არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რა უნდა მოხ­დეს, რომ ვინ­მეს "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" და­ვარ­ქვა. ეს სი­ტყვა არ მომ­წონს. შე­იძ­ლე­ბა მყავ­დეს მე­გო­ბა­რი გოგო და მქონ­დეს ისე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რა­საც ზო­გი­ერ­თი სიყ­ვა­რულს და­უ­ძა­ხებს."

არ ვი­ცით, უწო­დებ­და თუ არა "შეყ­ვა­რე­ბულს" თა­ვის რჩე­ულს ბუბა, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის ახ­ლა­ხანს და­ქორ­წინ­და.

მსა­ხი­ო­ბის რჩე­უ­ლი სოფო ან­დღუ­ლა­ძეა. პა­ტარ­ძალ­მა ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც სუ­რა­თე­ბი­დან ირ­კვე­ვა, წყვილს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და პან­დე­მი­ის შე­სა­ბა­მი­სი ცე­რე­მო­ნია ჰქონ­და - პირ­ბა­დე­ე­ბით და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის თან­ხლე­ბით.

ბა­ქარ­მა და სო­ფომ უამ­რა­ვი მი­ლოც­ვა მი­ი­ღეს. მათ Ambebi.ge-ს რე­დაქ­ცი­აც უერ­თდე­ბა და წყვილს ბედ­ნი­ერ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას უსურ­ვებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატაშკა
2

ixareT ibedniereT....

არა ტროლი
4

ბაქარ მაგარი კაცი ხარ. გაიხარეთ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

მსახიობი ბუბა მირცხულავა საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც მან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირი, "ბაქარი" შექმნა.

2019 წელს ბუბამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში კითხვას - არის თუ არა შეყვარებული, ასე უპასუხა: - "არა. ახლა ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად ვუდგები. ვერ ვუგებ ადამიანებს, ურთიერთობას უეცრად სიყვარულს რომ დაარქმევენ. ბოლო ურთიერთობიდან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ვფიქრობ, არ ვიცი, მომავალში რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა. ეს სიტყვა არ მომწონს. შეიძლება მყავდეს მეგობარი გოგო და მქონდეს ისეთივე დამოკიდებულება, რასაც ზოგიერთი სიყვარულს დაუძახებს."

არ ვიცით, უწოდებდა თუ არა "შეყვარებულს" თავის რჩეულს ბუბა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის ახლახანს დაქორწინდა.

მსახიობის რჩეული სოფო ანდღულაძეა. პატარძალმა ქორწილის ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. როგორც სურათებიდან ირკვევა, წყვილს მოკრძალებული და პანდემიის შესაბამისი ცერემონია ჰქონდა - პირბადეებით და მხოლოდ რამდენიმე მეგობრის თანხლებით.

ბაქარმა და სოფომ უამრავი მილოცვა მიიღეს. მათ Ambebi.ge-ს რედაქციაც უერთდება და წყვილს ბედნიერ თანაცხოვრებას უსურვებს.