პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე
"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ბა­თუ­მის კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში 41 წლის ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახ­და. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გამ­ყრე­ლი­ძემ "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, თრომ­ბო­ემ­ბო­ლია უე­ცარ სიკ­ვდილს იწ­ვევს.

"სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­ცი­ნა­ში 100%-იანი არა­ფე­რი არ არის. ვინც სამ­წუ­ხა­როდ, უე­ცარ სიკ­ვდილს შეს­წრე­ბია, ეს არის როცა შენ, ექიმს, არა­ფე­რი არ გძა­ლუძს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, რო­გორც ჩემი კო­ლე­გე­ბი აჭა­რი­დან მე­უბ­ნე­ბი­ან, იქ იყო თრომ­ბო­ემ­ბო­ლია, რო­მე­ლიც იწ­ვევს უე­ცარ სიკ­ვდილს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის დროს პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნის მცი­რე­დი შან­სი მხო­ლოდ მა­შინ არ­სე­ბობს, თუ ის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია.

"თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გან­ვი­თარ­დე­ბა სას­ტუმ­რო­ში, ქუ­ჩა­ში თუ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რა­ღაც პა­ტა­რა შან­სი არ­სე­ბობს, თუ ის ვი­თარ­დე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, აჭა­რა­ში 41 წლის ქალი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. ის უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტი იყო, რო­მელ­საც კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: აჭა­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 41 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა - "და­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უსიმპტო­მოდ"

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკო
60

ბოლომდე ნუ შეგვაზიზღეთ თავი, აღიარეთ რომ ვერ მართავთ ეპიდემიას და ხალხის ბედი არ განაღვლებთ. აბა რა დროს სკოლაა, ბაღია და ინსტიტუტებია. ხალხს ტენით სასტუმროებში, რადგან საავადმყოფოებში ადგილი არ გაქვთ, კომპეტენტური ექიმი/ექთანი სანთლით არის საძებნი, ვერ მკურნალობთ ხალხს და უკმეხად აცხადებთ, უნდა ვიცხოვროთ კორონასთან ერთადო. მალე საველე პალატკებიც არ გეყოფათ, აქ ისეთი მოხდება.

ლიზა
3

მაშინ სასტუმროებში კი არ უნდა გადაიყვანოთ დაინფიცირებულები, საავადმყოფოებში მოათავსეთ პირველი 10 დღე მაინც სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე

"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმის კოვიდ სასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა. აღნიშნულ თემაზე გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, თრომბოემბოლია უეცარ სიკვდილს იწვევს.

"სამწუხაროდ, მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ვინც სამწუხაროდ, უეცარ სიკვდილს შესწრებია, ეს არის როცა შენ, ექიმს, არაფერი არ გძალუძს. დიდი ალბათობით, როგორც ჩემი კოლეგები აჭარიდან მეუბნებიან, იქ იყო თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს უეცარ სიკვდილს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თრომბოემბოლიის დროს პაციენტის გადარჩენის მცირედი შანსი მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

"თრომბოემბოლია განვითარდება სასტუმროში, ქუჩაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, აჭარაში 41 წლის ქალი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ის უსიმპტომო პაციენტი იყო, რომელსაც კოვიდ სასტუმროში მკურნალობდნენ.

წაიკითხეთ ვრცლად: აჭარაში კორონავირუსისგან 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ"

როგორ განახლდება ხვალიდან სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში

აჭარაში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

"მგონია, რაღაც უხილავი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამ საკითხს, ვიღაც სალამურზე უკრავს და ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები" - მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯის საქმეზე