სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 წელზე მეტი ბინას ველოდი... ამან ჩემი მეუღლე შეიწირა. რომ დამირეკეს, მობრძანდით, უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე" - დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს
"20 წელზე მეტი ბინას ველოდი... ამან ჩემი მეუღლე შეიწირა. რომ დამირეკეს, მობრძანდით, უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე" - დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და­ვით სო­კო­ლო­ვი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "პირ­ვე­ლი არ­ხის" დიქ­ტო­რი გახ­ლდათ და სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა "მო­ამ­ბე“ მიჰ­ყავ­და, ბოლო წლე­ბი მე­უღ­ლეს­თან, დალი ფი­ცხე­ლა­ურ­თან ერ­თად, მო­ხუც­თა ჰოს­პის­ში ცხოვ­რობ­და. ბი­ნის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბა­ტო­ნი და­ვი­თი, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც, ისევ თავ­შე­სა­ფარ­ში აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას.

სა­კუ­თარ ბი­ნას 1998 წლი­დან ელო­და, რად­გან სახ­ლი 1991 წელს, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს და­ეწ­ვა. კომ­პენ­სა­ცი­ის ნაც­ვლად ბა­ტონ და­ვითს მთავ­რო­ბა მა­შინ და­პირ­და, რომ 135 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თის ბი­ნას მის­ცემ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, და­პი­რე­ბა კი საქ­მედ არ იქცა. უკვე ასაკ­ში შე­სუ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თავ­შე­სა­ფარ­ში ეცხოვ­რა.

"2006 წელს, გიგი უგუ­ლა­ვას­თან ჩა­ვე­წე­რე მი­ღე­ბა­ზე, მაგ­რამ თა­ვის ხე­ლით ამომ­შა­ლა სი­ი­დან. მერე კი სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მა მი­ღე­ბის დღე. და­ვით ნარ­მა­ნი­ა­საც მრა­ვალ­ჯერ მივ­მარ­თე, 5-ჯერ მა­ინც შევ­ხვდი... მას­თან გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებ­ზე პა­სუხს იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან მწერ­დნენ, რომ ჩემი წე­რი­ლი მათ არ ეკუთ­ვნო­დათ....“ - ამ­ბობ­და ბა­ტო­ნი და­ვი­თი ორი წლის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვით სო­კო­ლოვს სა­კუ­თა­რი ბინა აქვს და მის მი­ღე­ბა­ში თბი­ლი­სის მე­რია და მერი კახი კა­ლა­ძე და­ეხ­მარ­ნენ. სა­მად­ლო­ბე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა მაკა რაზ­მა­ძემ გა­ავ­რცე­ლა:

და­ვით სო­კო­ლო­ვი:

"ის რაც მე გა­დამ­ხდა, ცოტა ძნე­ლი აღ­სა­წე­რია და ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ იქ­ნე­ბა. 20 წელ­ზე მეტი ბი­ნას ვე­ლო­დი და არა­ვინ ყუ­რად არ იღო, არც ჩემი სა­ბუ­თე­ბი, არც მის­ვლა-მოს­ვლა, ამან ჩემი მე­უღ­ლე შე­ი­წი­რა და მგო­ნი, მეც მა­გას ვე­წი­რე­ბო­დი. ეს 20 წე­ლი­წა­დი ვის­თა­ნაც შე­ვე­დი, არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია. ბო­ლოს ვი­ფიქ­რე, რომ კახი კა­ლა­ძე და­ნიშ­ნეს და ბა­რემ ამას­თა­ნაც შე­ვალ-მეთ­ქი. ლა­პა­რა­კი ვერ მო­ვას­წა­რი, რომ იმა­ვე დღეს გა­და­წყვი­ტა ჩემი საქ­მე. მე­ო­რე დღეს რომ და­მი­რე­კეს, მობ­რძან­დით, ბინა უნდა გა­ვა­ფორ­მო­თო, არ და­ვი­ჯე­რე, ლა­მის გა­მოვ­თაყ­ვან­დი...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე ჩა­ვარ­დნი­ლი ვარ, დიდი სი­ხა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი, თუნ­დაც ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან. უამ­რა­ვი ხალ­ხი რე­კავ­და, მკი­თხუ­ლობ­დნენ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი ჯგუფ-ჯგუ­ფად მო­დი­ო­და პერ­სო­ნა­ლი. იმ სი­ხა­რულს რა და­მა­ვი­წყებს, რაც მე ამით მი­ვი­ღე, ახლა შე­მიძ­ლია მხი­ა­რუ­ლად და კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიყო.

მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, მა­პა­ტი­ე­ბენ, რომ ამას პი­რა­დად ვე­რა­ვის ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ ერ­თად მინ­და, რომ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი და ჯან­მრთე­ლი იყოს.

კა­ხის ამ­ბა­ვი თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. არ ვე­ლო­დი, კაც­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ჩემი საქ­მე უც­ბად გა­და­წყვი­ტა, რო­გორ შე­მიძ­ლია მა­გას მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა. ახლა სა­დაც მე ვზი­ვარ, ეს იმის ნა­ჩუ­ქა­რია, კა­ხის ნა­ჩუ­ქა­რია, ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოს...“ - ამ­ბობს ოთხწუ­თი­ან ვი­დე­ო­ში და­ვით სო­კო­ლო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღოლ...
174

საღოლ კახი...

რეზო
0

გულწრფელად გილოცავთ!!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"20 წელზე მეტი ბინას ველოდი... ამან ჩემი მეუღლე შეიწირა. რომ დამირეკეს, მობრძანდით, უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე" - დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს

"20 წელზე მეტი ბინას ველოდი... ამან ჩემი მეუღლე შეიწირა. რომ დამირეკეს, მობრძანდით, უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე" - დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს

ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი, რომელიც წლების განმავლობაში "პირველი არხის" დიქტორი გახლდათ და საინფორმაციო გამოშვება "მოამბე“ მიჰყავდა, ბოლო წლები მეუღლესთან, დალი ფიცხელაურთან ერთად, მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობდა. ბინის გარეშე დარჩენილი ბატონი დავითი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც, ისევ თავშესაფარში აგრძელებდა ცხოვრებას.

საკუთარ ბინას 1998 წლიდან ელოდა, რადგან სახლი 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაეწვა. კომპენსაციის ნაცვლად ბატონ დავითს მთავრობა მაშინ დაპირდა, რომ 135 კვადრატული მეტრი ფართის ბინას მისცემდა, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, დაპირება კი საქმედ არ იქცა. უკვე ასაკში შესული იძულებული გახდა თავშესაფარში ეცხოვრა.

"2006 წელს, გიგი უგულავასთან ჩავეწერე მიღებაზე, მაგრამ თავის ხელით ამომშალა სიიდან. მერე კი საერთოდ გააუქმა მიღების დღე. დავით ნარმანიასაც მრავალჯერ მივმართე, 5-ჯერ მაინც შევხვდი... მასთან გაგზავნილ წერილებზე პასუხს იურიდიული სამსახურიდან მწერდნენ, რომ ჩემი წერილი მათ არ ეკუთვნოდათ....“ - ამბობდა ბატონი დავითი ორი წლის წინანდელ ინტერვიუში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დავით სოკოლოვს საკუთარი ბინა აქვს და მის მიღებაში თბილისის მერია და მერი კახი კალაძე დაეხმარნენ. სამადლობელი ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა და პროდიუსერმა მაკა რაზმაძემ გაავრცელა:

დავით სოკოლოვი:

"ის რაც მე გადამხდა, ცოტა ძნელი აღსაწერია და ყველასთვის საინტერესო არ იქნება. 20 წელზე მეტი ბინას ველოდი და არავინ ყურად არ იღო, არც ჩემი საბუთები, არც მისვლა-მოსვლა, ამან ჩემი მეუღლე შეიწირა და მგონი, მეც მაგას ვეწირებოდი. ეს 20 წელიწადი ვისთანაც შევედი, არავინ ყურადღება არ მომაქცია. ბოლოს ვიფიქრე, რომ კახი კალაძე დანიშნეს და ბარემ ამასთანაც შევალ-მეთქი. ლაპარაკი ვერ მოვასწარი, რომ იმავე დღეს გადაწყვიტა ჩემი საქმე. მეორე დღეს რომ დამირეკეს, მობრძანდით, ბინა უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე, ლამის გამოვთაყვანდი...

მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩავარდნილი ვარ, დიდი სიხარული ვიგრძენი, თუნდაც ჩემი გულშემატკივრებისგან. უამრავი ხალხი რეკავდა, მკითხულობდნენ. საავადმყოფოში კი ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდა პერსონალი. იმ სიხარულს რა დამავიწყებს, რაც მე ამით მივიღე, ახლა შემიძლია მხიარულად და კარგ ხასიათზე ვიყო.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მაპატიებენ, რომ ამას პირადად ვერავის ვეუბნები, მაგრამ ერთად მინდა, რომ ყველა ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს.

კახის ამბავი თავიდან ძალიან გამიკვირდა. არ ველოდი, კაცმა რამდენიმე საათში ჩემი საქმე უცბად გადაწყვიტა, როგორ შემიძლია მაგას მადლობა არ ვუთხრა. ახლა სადაც მე ვზივარ, ეს იმის ნაჩუქარია, კახის ნაჩუქარია, ღმერთმა კარგად ამყოფოს...“ - ამბობს ოთხწუთიან ვიდეოში დავით სოკოლოვი.